თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2014, 00:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1490,
კომენტარები: 9
იანგი მატჩის შემდგომ
ეშლი იანგი მატჩის შემდეგ.
იანგი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ეშლი იანგი აცხადებს, რომ "ნიუკასლთან" მოპოვებული 3-1 გამარჯვება გუნდს თავდაჯერებულობას შესძენს.

ინგლისელი ფეხბურთელი ისევ მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და მის გუნდს კიდევ ერთი სამი ქულის აღებაში დაეხმარა.

"ვფიქრობ, ვაჩვენეთ, რომ მათი წინსვლის შეჩერება გვინდოდა, განსაკუთრებით პირველ წუთებში. ეს გავაკეთეთ კიდეც. ის, თუ როგორ ვითამაშეთ და ვდომინირებდით, ფანტასტიური იყო. მხოლოდ იმით ვართ იმედგაცრუებულნი, რომ მათ გოლის გატანის საშუალება მივეცით და პენალტი მივიღეთ."

"ყოველთვის კარგია მოგებული გუნდის რიგებში ყოფნა. კარგია გამარჯვება. ჩვენ კარგად ვთამაშობთ და მოვლენებიც კარგად ვითარდება. ჩვენ მუხტი უნდა შევინარჩუნოთ და ვფიქრობ ვაჩვენეთ, თუ რამდენად კარგად ვმუშაობთ."

"როცა თავდაჯერებულად თამაშობ, შენ აჩვენებ არა მხოლოდ ინდივიდუალურად კარგად, არამედ გუნდურად. ფანტასტიურია ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება. თუ სვლას ასევე გავაგრძელებთ, არ ვფიქრობ, რომ ბევრი გუნდი მოიძებნება, ვინც ჩვენს შეჩერებას შეძლებს."

"ახლა რთულ პერიოდში შევდივართ, ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებების მოპოვება - განსაკუთრებით სახლში, მაგრამ გასვლაზეც. ვიცით, რომ წინ რთული მატჩები გველოდება, მაგრამ თითები გადააჯვარედინეთ, ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და მუხტს შევინარჩუნებთ."

"შობა დღეს დასვენების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამი ქულის აღება. ახლა რთული გასვლითი შეხვედრები გველოდება და უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათთვის სწორად მოვემზადებით. და დარწმუნებული ვარ, თუ მზად ვიქნებით, სამ ქულასაც ავიღებთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 დეკემბერი 2014 00:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვიცით, რომ წინ რთული მატჩები გველოდება, მაგრამ თითები გადააჯვარედინეთ, ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და მუხტს შევინარჩუნებთ."


"ბრიტანიაზე" თამაშს ისევ "უაით ჰარტ ლეინზე" თამაში მირჩევნია. ორივე მათგანი რთული და დაძაბული იქნება, მაგრამ მოგება უნდა ვცადოთ. პოჩეტინოს გუნდი ბოლო თამაშებს ბოლო წუთებზე იგებს და მანამდე თუ მოვითავებთ საქმეს კარგი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
27 დეკემბერი 2014 01:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამანაც რო თამაში დაიწყო wink დღეს მთლიანი გუნდი კარგი იყო ფლეტჩერის გარდა
0
№3
ავტორი: Blind
27 დეკემბერი 2014 01:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
თითები გადააჯვარედინეთ, ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და მუხტს შევინარჩუნებთ."
amasac ro crurwmenebis sjera :D wink wink wink wink wink
0
№4
ავტორი: Goginashvili777
27 დეკემბერი 2014 02:11
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
xato,
იანგზე ნუ ღადაობ facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: PaLoMo
27 დეკემბერი 2014 02:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Amas uyuret 1 rogor ayamashda..:-* argebi xart axla totenhems movugent 2:4 s da egaa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: AkkRed
27 დეკემბერი 2014 09:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ესეც არ მყავდეს ქლევერლი რა
0
№7
ავტორი: DiMaria
27 დეკემბერი 2014 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შენ ის თქვი რა მაგარია გამარჯვებული გუნდის ფანობა
0
№8
ავტორი: MANUTD FAN.
28 დეკემბერი 2014 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
რაღაც ამ ბოლო დროს ამის თამაში მომწონს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№9
ავტორი: Macklemore
28 დეკემბერი 2014 03:02
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მარცხენა ფლანგზე მშვენივრად დგას. ზამენისთვის არაუშავს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top