თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2014, 22:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2036,
კომენტარები: 8
რუნი თავისი როლით მოხარულია
უეინ რუნის ნახევარდაცვაში თამაში ხიბლავს.
რუნი თავისი როლით მოხარულია
უეინ რუნი მოხარულია ვან გაალის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა რუნის ნახევარდაცვაში თამაშიშას შეტევაში ხშირად ჩართვა დაავალა.

ლეგენდარული ფეხბურთელის, პოლ სქოულზის სტილში მოთამაშე რუნიმ თავისი გუნდი "ნიუკასლთან" შეხვედრაში პირველ ტაიმში 2-0 დააწინაურა.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" შეხვედრის ბოლო წუთებზე პაპის სისესგან პენალტიდან გოლი გაუშვა, რუნი შეხვედრის შესახებ საერთო ჯამში პოზიტიურად საუბრობს.

"ეს არის როლი, რომელიც მრავალჯერ მომირგია და ვიცი, რომ შემიძლია თამაში. მწვრთნელმა შეტევაში ჩართვისა და წინ წასვლის უფრო მეტი შესაძლობლობა მომცა ამავე პოზიციაზე თამაშისას. როგორც პოლ სქოულზი აკეთებდა თავისი კარიერის განმავლობაში - მას შეეძლო სივრცეში მყოფი ბურთი დაენახა და იმავე სივრცისკენ წასულიყო - სწორედ ასე მოვიქეცი მეც ორივე გოლის დროს. კარგია მოგება, კარგია გოლის გატანა და თამაშით მოხარული ვარ."

"კარგი იყო მოგება, კარგი იყო თამაში. ბოლოს იმედგაცრუებულნი დავრჩით, რომ გოლი მივიღეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში სამი ქულით მოხარულები ვართ."
- განაცხადა რუნიმ.

"ნიუკასლთან" მოპოვებულმა გამარჯვებამ ლუი ვან გაალის გუნდი პირველ ადგილზე მყოფ "ჩელსის" 10 ქულით ჩამოაშორა.

"ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი - ეს ვიცით. ჩვენ უფრო დიდი სხვაობა გვქონდა, მაგრამ შევამცირეთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით მომდევნო კვირაში ან ორ კვირაში. ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი და თუ ამ მატჩებში სასურველ შედეგებს მივაღწევთ, კარგ მდგომარეობაში ვიქნებით." - დაასრულა რუნიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: DiMaria
26 დეკემბერი 2014 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დღეს იყავი მართლა სქოულზი. რა პასი გაუკეთა რობინს
0
№2
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2014 23:06
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
პერსის რომ გოლი გაატანინე ეგ მთლიანად შენი თვალების და ფეხის დამსახურებაა, რობინის თავისაც. ძალიან მაგარი პასი გაუკეთა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
26 დეკემბერი 2014 23:21
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რუნი ძაან კლასნი იყო დღეს ♥
0
№4
ავტორი: GeorgeBest
26 დეკემბერი 2014 23:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს კაცი ყველგან დადგება სადაც გუნდს დასჭირდება

ძაან უაზრო პენალტი ავიკიდეთ, მაგრად გამიტყდა გოლი რო გავუშვით მარ აარაუშავრს.
0
№5
ავტორი: chudikone
26 დეკემბერი 2014 23:56
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მოედანზე ყველგან არის ტიპი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: kvara
27 დეკემბერი 2014 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
სასწაული შორეული პასი აქვს ამ კაცს !
0
№7
ავტორი: Goginashvili777
27 დეკემბერი 2014 06:58
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რა მაგარია ეს უეჭველი სიმბოლურში მოხვდება და სიახლესაც დამაწერინეებს yahoo2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: Macklemore
28 დეკემბერი 2014 03:07
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რუნი შეტევაში უფრო მომწონს, ვიდრე ნახევარდაცვაში ან დაცვაში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top