დღეს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე–18 ტურში "იუნაიტედი" "ნიუკასლს" უმასპინძლებს. პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ თამაშის გარკვეული შანსი აქვს სმოლინგს, მაგრამ სხვა ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებენ. "კაჭკაჭებს" "იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩში დისკვალიფიცირებული ჩეიკო ტიოტეს გარეშე მოუწევთ თამაში. ონკოლოგიური დაავადებისგან განკურნების შემდეგ იოჰან გუტიერესმა რეზერვების რიგებში ჩაატარა შეხვედრა, მაგრამ პირველ გუნდში თამაშზე ჯერ საუბარი არ არის, ხოლო რაც შეეხება სტივენ ტეილორს, რომელმაც "სანდერლენდთან" მატჩში მიიღო ტრავმა, შეიძლება ის "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ.
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-18 ტური
თარიღი: პარასკევი, 26 დეკემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ ჯონსი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)შემადგენლობაძირითადი: De Gea, Jones, McNair, Evans, Valencia, Carrick, Rooney, Mata, Young, van Persie, Falcao.
სათადარიგო: Lindegaard, Rafael, Smalling, Blackett, Fletcher, A.Pereira, Wilson