თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2014, 14:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1225,
კომენტარები: 4
როხო: "კარიერის საუკეთესო წელი მაქვს"
მარკოს როხო "იუნაიტედში" თამაშით მოხარულია.
როხო:
მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ოცნების ახდენით მარკოს როხო აცხადებს, რომ კარიერის საუკეთესო წლები აქვს.

"ყველაფერი კარგად მიდის. თავი ძალიან სწრაფად დავიმკვიდრე და ქალაქიც მომწონს. საფეხბურთო კლუბიც დიდებულია. თანაგუნდელებს კარგად ვეწყობი და ისინიც კარგად მექცევიან. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ახლა მოგებების სერია გვაქვს და თითქმის თითოეულ შეხვედრაში ვიმარჯვებთ."

"კარგია, რომ რამდენიმე ჩვენგანი ერთდროულად მოვიდა კლუბში, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვისწავლოთ და ამავდროულად ერთად უნდა ვიმყოფებოდეთ. ინგლისურის გაკვეთილებზე დავდივართ და სწავლის დროს ბევრს ვიცინით."

"მართალია, ძალიან კარგი წელი მაქვს - ალბათ კარიერის საუკეთესო წელი. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და შემდეგ მის ფინალში გასვლა ყველასთვის ადვილი მისაღწევი არ არის. ძალიან გამიმართლა, რომ ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვითამაშე და შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავედი. საოცარია იმ ფერების დაცვა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ამდენი ადამიანისთვის ცნობილი და მნიშვნელოვანია."
- განაცხადა როხომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2014 14:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
პერსპექტიული და ახალგაზრდა ფეხბურთელი, დიდი მომავლით (სავარაუდოდ). ერთ დროს სტაბილურ ფეხბურთს აჩვენებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
26 დეკემბერი 2014 14:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმენა ბრაუნია
0
№3
ავტორი: GeorgeBest
26 დეკემბერი 2014 18:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი იყო მაგრამ იუნაიტედში არაფერია. მარცხენა ფლანგზე ბევრად უკეთესია ვიდრე ცენტრში ჩემი აზრით. გამოცდილი მცველის გვერდით უფრო განვითარდებოდნენ ესეც, მაკნეირიც და ბლეკეტიც
0
№4
ავტორი: DiMaria
26 დეკემბერი 2014 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოუმატეე ბიჭოო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top