თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2014, 09:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1634,
კომენტარები: 7
პარდიუ: "მეკარეებს შორის დიდი სხვაობაა"
ალან პარდიუ დე ხეას ნოიერს ადარებს.
პარდიუ:
"ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი, ალან პარდიუ მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მისი გუნდის კარის დარაჯებს შორის დიდი სხვაობაა.

"წითელი ეშმაკები" დღეს "ოლდ ტრაფორდზე" "კაჭკაჭებს" უმასპინძლებენ და ლუი ვან გაალის გუნდი ეცდება წაუგებელი სერია გააგრძელოს. დავიდ დე ხეას ვიზავი ამ მატჩში 21 წლის ჯეკ ოლნვიკი იქნება, რომელიც მესამე თამაშს ჩაატარებს პრემიერ ლიგაში.

ალან პარდიუს კი მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" ესპანელი მეკარე, დავიდ დე ხეა თავისი გუნდის შედეგზე დიდ გავლენას მოახდენს.

"ამჟამად მეკარეებს შორის დიდი სვაობაა - ჯეკი პრემიერ ლიგაში მხოლოდ მესამე შეხვედრას ატარებს სასტარტო შემადგენლობაში, დე ხეა კი ნოიერს მსოფლიოს საუკეთესო მეკარის წოდებისთვის ბრძოლაში ეცილება."

"ის ფანტასტიური მეკარეა. მას ჯერ კიდევ აქვს ასპექტები, რომელთა გაუმჯობესებას ისურვებდა, მაგრამ ერთი-ერთზე სიტუაციაში ის ბრწყინავს."

"როცა თავდამსხმელს მისი კარის აღება სურს, ხელებითა და ფეხებით კარის დიდ მანძილს ფარავს."

"გოლის გატანას ძალიან ართულებს, ასე რომ, ძალიან ძლიერად და კუთხეში უნდა დაარტყა."


წყარო: dailymail
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2014 09:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თუმცა ვერ ვიტყვი რომ ჯეკს ჩელსისთან თამაშში რამე დაეწუნებოდა. უშეცდომოდ ითამაშა და დროგბას გოლის დროსაც არ ვთვლი, რომ შეცდომა დაუშვა. ახალგაზრდა, მაგრამ კარგი მეკარეა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: red devil
26 დეკემბერი 2014 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
RojoDiablo,
magram davitas donemde bevri uklia
0
№3
ავტორი: AkkRed
26 დეკემბერი 2014 09:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე მაგის თამაშს ვუყურე და ძალიან კარგი ბიჭი ეზრდებათ, საერტოდ ნიუკასლს კაი მეკარეები ყავდა
0
№4
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2014 09:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
red devil,
დავიდამდე ბევრს უკლია ბევრი. ცუდი არაა თქო ის ვთქვი, თორემ დე ხეას დონისაა თქო არა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Berba 9
26 დეკემბერი 2014 17:38
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რომ არ მოვიტყუო არ მაქვს ამათი მეკარის თამაში ნანახი, თუმცა ვისიც მაქვს ნანახი დე ხეაა და ამ სეზონში აბოსლიტურად ეკუთვნის ტოპ 3-ეული )) მეკარეებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: GeorgeBest
26 დეკემბერი 2014 18:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დე ხეა კი ნოიერს მსოფლიოს საუკეთესო მეკარის წოდებისთვის ბრძოლაში ეცილება


მალე გაუწევს კონკურენციას. ასეთი ტემპით თუ გააგრძელა არამგონია ვინმემ აჯობოს
0
№7
ავტორი: DiMaria
26 დეკემბერი 2014 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მისი ბრალი არც ერთი გოლი არ იყო მე თუ მკითხავთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top