თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2014, 08:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1380,
კომენტარები: 5
პარდიუ "იუნაიტედის" შესახებ
ალან პარდიუ "იუნაიტედის" შესახებ საუბრობს.
პარდიუ
ალან პარდიუს მიაჩნია, რომ ლუი ვან გაალის "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან განსხვავდება იმ გუნდისგან, რომელიც "ნიუკასლმა" გასულ წელს დეკემბერში "ოლდ ტრაფორდზე" დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის დროს დაამარცხა.

იოჰან კაბაიეს მიერ გატანილი გოლით "ოლდ ტრაფორდზე" მოუგებელი 41 წლიანი ისტორია დასრულდა.

მარცხის შედეგად "იუნაიტედმა" მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მოიესისადმი ზეწოლა გაიზარდა.

თუმცა პარდიუს სჯერა, რომ ვან გაალმა კლუბი სრულიად გარდაქმნა.

"გასულ და მიმდინარე წელს შორის განსხვავება იგრძნობა. გასულ წელს ისინი დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ დაცულები არ იყვნენ. მაგრამ მიმდინარე წელს არიან. მენეჯერთან დაკავშირებით ცოტათი მეტი სტაბილურობაა. წინა წელს მრავალი არასტაბილური შედეგი აჩვენა გუნდმა და ეს დევიდ მოიესის სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობდა."

"ვან გაალს ხელმძღვანელობისგან უფრო მეტი დრო და დაზღვევა აქვს. ეს კი კარგი ამბების გავრცელებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე ცუდის."

"შეკრიბეთ ეს ყველაფერი ერთად და ისინი მიიღებენ დიდებული ფეხბურთელებისა თუ თავდამსხმელებისთვის დიდებულ ბაზას."

"მათ საშინელი ტრავმები გამოსცადეს, ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების კარგი შანსი აქვთ და ვფიქრობ, სწორედ ამას ესწრაფვიან."
- განაცხადა პარდიუმ.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2014 09:15
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ნიუკასლი ალბათ ერთადერთი გუნდია პრემიერ ლიგაში, რომელსაც ვერ შესჩივლებ ტრავმიანობას.

მე მომწონს ეს მწვრთნელი და არ მინდოდა, რომ პრემიერ ლიგა დაეტოვებინა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
26 დეკემბერი 2014 09:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დღეს არ წაგვართვას შენმა გუნდმა ქულები და დანარჩენი ჩვენზე იყოს.
0
№3
ავტორი: red devil
26 დეკემბერი 2014 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Dges ageb jigaro
0
№4
ავტორი: AkkRed
26 დეკემბერი 2014 10:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა ცუდად ლაპარაკობ ალან რა ხდება, რაღაც არ მომწონხარ დღეს belay
0
№5
ავტორი: Berba 9
26 დეკემბერი 2014 17:43
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ობიექტურობა დასაფასებელია ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top