თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2014, 09:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1578,
კომენტარები: 8
ვან გაალი: "სკამიდან ამიტომ არ ვდგები"
ლუი არ აპირებს ფერგიუსონის მეთოდებს მიმართოს.
ვან გაალი:
პარასკევს "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "ნიუკასლს" უმასპინძლებს - ერთადერთ გუნდს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ლონდონის "ჩელსი" დაამარცხა. ლუი ვან გაალი ამ მატჩს სამწვრთნელო იდეების დაპირისპირებას უწოდებს.

ვან გაალს, რომელიც მოედნის კიდეს იშვიათად უახლოვდება, დაუპირისპირდება ალან პარდიუ, რომელიც მსაჯის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ემოციურად რეაგირებს.

"შევამჩნიე, რომ ყვირილი თამაშზე გავლენას არ ახდენს, ფეხბურთელებს შენი არ ესმით. იშვიათად ხდება ისე, რომ რომელიმე ცალკეულმა ფეხბურთელმა გაგიგოს. მაგრამ როცა ერთ პოზიციაზე ცვლილებას აკეთებ, ეს გუნდის მთლიან თამაშს ცვლის. ამიტომ მთელი კვირის განმავლობაში ფეხბურთელებს ვამზადებ სიტუაციისთვის, რომელიც მოედანზე სავარაუდოდ წარმოიშვება. ხანდახან არ გამოსდით, მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობს შესვენება და ცვლილებები."

"მოთამაშეს, რომელიც მოედანზე შედის, შეგიძლია გარკვეული დავალება მისცე, ის კი სხვებს გადასცემს. პრემიერ ლიგაში ქომაგები თავის გუნდს ძალიან ხმამაღალ მხარდაჭერას უცხადებენ, მოთამაშეს უბრალოდ არ ესმის მწვრთნელის მითითება. სწორედ ამიტომ ვზივარ ყოველთვის სკამზე. საჭიროა ფეხბურთელებს თამაშის დამოუკიდებლად წაკითხვა ასწავლო. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია."

"მათ შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღონ. ისე უნდა ასწავლო მათ, როგორც უფროსები პატარებს ასწავლიან. არ ვფიქრობ, რომ მატჩის შედეგზე მოედნის კიჩოდან ყვირილით გავლენას მოახდენ. ხანდახან ასეც ვიქცევი, მაგრამ ეს უფრო ემოციური აღშფოთებაა, ვიდრე მოთამაშისთვის მიცემული კონკრეტული ინსტრუქცია."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2014 09:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell
ყვირილი თამაშზე გავლენას არ ახდენს, ფეხბურთელებს შენი არ ესმით


მახსოვს შენც რომ მითხარი იგივე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
26 დეკემბერი 2014 09:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არადა მაგრად ვღიზიანდები ხოლმე, რომ გუნდი ცუდად თამაშობს და ეს მშვიდად ზის.
0
№3
ავტორი: AkkRed
26 დეკემბერი 2014 09:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

აბა ამის გამომეტყველებას ხოლმე ვისას ვადარებ თუ მიხვდები winked
0
№4
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2014 10:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
26 დეკემბერი 2014 10:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

არა, შენი "კუმირის" wink
0
№6
ავტორი: Wardell
26 დეკემბერი 2014 12:00
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ეგრეა ეგრე აი ისეთ მდგომარეობაში ხარ არავისი და არაფრის არ გესმის საერთოდ.
0
№7
ავტორი: Berba 9
26 დეკემბერი 2014 17:36
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ეტყობა ყვირილი არ შეუძლია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: GeorgeBest
26 დეკემბერი 2014 18:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შედეგი დაიდოს და თუ უნდა საერთოდ არ დაჯდეს სკამზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top