თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2014, 08:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1684,
კომენტარები: 5
ვან გაალი: "ჩვენ ჩემპიონობა გვსურს"
ლუი ვან გაალის მიზანი ჩემპიონობაა.
ვან გაალი:
მანჩესტერული კლუბის დირექტორთა საბჭომ ვან გაალის წინაშე ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მიზანი დასახა, მაგრამ თავად ჰოლანდიელს უფრო მეტის იმედი აქვს.

გასული სეზონის შედეგებით "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, რაც 1995 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა გახლდათ და ვან გაალი აცხადებს, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა და გლეიზერების ოჯახმა მას პრესტიჟულ ტურნირზე დაბრუნება დაავალეს.

"იუნაიტედი" ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება და ლუი იმედს არ კარგავს.

"ყველაზე დიდი მიღწევა - ჩემპიონობაა, ჩემპიონობა მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანია. ფეხბურთში იყო ნომერ პირველი - ყველაფერზე მნიშვნელოვანია."

"ჩვენ პირველი ადგილის დაკავებისკენ ვისწრაფვით, მაგრამ როგორც იცით, ეს ადვილი არ არის. სწორედ ამიტომ, დირექტორთა საბჭო ჩემგან ოთხეულს ელოდება. მაგრამ ჩემ ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად მეტის მიღწევა გვსურს."


"სტოკ სიტის" წინააღმდეგ 1 იანვარს გასამართი გასვლითი შეხვედრა სეზონის მეორე წრეს დაიწყებს, მანამდე კი "იუნაიტედი" "ნიუკასლსა" და "ტოტენჰემს" შეხვდება, სადაც "წითლები" ლიდერი "ჩელსისთვის" დაწევას ეცდებიან.

ვან გაალი აღიარებს, რომ შობის პერიოდში პირველ ადგილზე ყოფნა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დიდი პლუსია, მაგრამ ჰოლანდიელს, რომელიც სამშობლოში, გერმანიასა და ესპანეთში ჩემპიონი გახდა ისიც კარგად ესმის, რომ უმჯობესია სატურნირო ცხრილს მაისში ჩაუდგე სათავეში, ვიდრე დეკემბერში.

"ჰოლანდიასა და გერმანიაში ზამთრის ჩემპიონებს დიდ მნიშვნელოვას ანიჭებენ - ამჟამად ასეთი გუნდები "პსვ" და "ბაიერნია", მაგრამ მაისის ბოლოს ამას მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს: სეზონის დასასრულს პირველი უნდა იყო. დიახ, შობის დროს დაკავებული პირველი ადგილი თავის როლს თამაშობს, ჩემპიონობის შანსი იზრდება, მაგრამ დეკემბერში ჩემპიონები არ ხდებიან." - განაცხადა ჰოლანდიელმა.

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2014 09:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩემპიონობის ბედი რა თქმა უნდა ბოლოს წყდება, მაგრამ თუ ისეთ მატჩებში დავკარგავთ ქულას, როგორიც ასტონ ვილა და მისთანა გუნდებია, შეგვიძლია ახლავე ჩავიქნიოთ ხელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
26 დეკემბერი 2014 09:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
"ყველაზე დიდი მიღწევა - ჩემპიონობაა, ჩემპიონობა მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანია. ფეხბურთში იყო ნომერ პირველი - ყველაფერზე მნიშვნელოვანია."


გენაცვალე. ჯერ არ დაგვიკარგავს ამის შანსი და ყველაფერი წინაა.
0
№3
ავტორი: AkkRed
26 დეკემბერი 2014 10:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ბიჭო მარტო ჩვენზე ხომ არა დამოკიდებული იმათმა თუ დაკარგეს აპრილში ქულები და ჩვენ ამოვუქაჩეთ ჰო კაი იქნება
0
№4
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2014 11:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
მერე მაგას ვამბობ, იმათ თუ დაკარგეს და ჩვენც დავკარგეთ რაღა გამოვიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Wardell
26 დეკემბერი 2014 12:03
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რა თქმა უნდა, უნდა დაისახო მაქსიმუმი და არა მინიმუმი. არ მივიჩნევდი სწორად რო იძახდნენ ჩვენი მიზანი ოთხეულიაო, არა არა და არა ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და ბოლოს რა გამოვა ვნახავთ!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top