თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2014, 10:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2715,
კომენტარები: 11
მატას თამაშის განხილვა
ხუან მატა სხვადასხვა პოზიციებზე ბრწყინავს.
მატას თამაშის განხილვა
როცა მატა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, მოლოდინი ძალიან დიდი იყო. უნდა ვაღიაროთ, დამსახურებულად. "იუნაიტედმა" ხომ იმ დროისთვის სარეკორდო თანხად ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შეიძინა, რომელიც თავის სტატუსს ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში ამტკციებდა. თუმცა, მატას ადაპტირებისთვის დრო დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ "კარდიფსა" და "სტოკთან" გამართულ თავის პირველ ორ შეხვედრაში მატამ საგოლე პასები გააკეთა, ის თავიდან ორგანიზებულად არ გამოიყურებოდა. ის უიმედოდ დააბიჯებდა მარჯვენა ფლანგზე დევიდ მოიესის 4-4-2 ტაქტიკის დროს და თამაშზე იგივე გავლენას ვერ ახდენდა, რასაც "სტემფორდ ბრიჯზე" ორი სეზონის განმავლობაში. როცა ვან პერსის ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუხდა, მატა ცენტრში შეიწია და უეინ რუნის უკან დადგა. მაშინ კი მთელი თავისი ნიჭი აჩვენა. ხუანი "ვესტ ჰემთან" გამართულ გასვლით შეხვედრაში ბრწყინავდა და უეინ რუნისთან და კაგავასთან ერთად კარგად კომბინირებდა. მომდენო შეხვედრა მანჩესტერული დერბი გახლდათ, რომელშიც მატა ისევ მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანეს. "სიტიმ" "ოლდ ტრაფორდზე" 3:0 გამარჯვება გაიფორმა.

შემდეგი შეხვედრა კი ესპანელის სეზონის შთამბეჭდავი დასასრულის დასაწყისი იყო. მატა რუნის უკან თამაშობდა და კაგავასთან ერთად "ასტონ ვილას" 4:1 განადგურებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც "იუნაიტედში" სადებიუტო გოლი გაიტანა. შემდეგ იყო "ნიუკასლი" გასვლით მატჩში. მატამ ორჯერ გაიტანა, "იუნაიტედმა" კი შესანიშნავი, სწრაფი, მოძრავი ფეხბურთი აჩვენა, რომელშიც მატა, კაგავა და იანუზაი ჩიჩარიტოს კარგად შეეგუენ. გარდა ორი გოლისა, მატამ ქუსლით დიდებული პასი გაუკეთა იანუზაის მეოთხე გოლის დროს.

რაიან გიგზის დროებითი მწვრთნელობის დროს მატამ პირველი მატჩი სათადარიგოზე დაიწყო, მაგრამ როგორც კი მოედანზე გავიდა, "ნორვიჩს" ორჯერ გაუტანა. სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში კი ესპანელმა "საუთჰემპტონს" გაუტანა. შარშანდელი სეზონის დასრულების შემდეგ და მიმდინარე სეზონის დაწყების წინ მოლოდინი დიდი იყო.

წინასასეზონო ტურნეს დროს ვან გაალი გუნდს 3-5-2 ტაქტიკით ათამაშებდა და ჩანდა, თითქოს ასეთი სქემა მატას წაადგებოდა, რომელსაც "ათიანის" როლს მოარგებდნენ და თავდამსხმელების უკან დადგებოდა. მაგრამ ფეხბურთელი იშვიათად იღებდა ბურთს და როცა ეს ხდებოდა, თამაშზე მინიმალურ გავლენას ახდენდა, ვიდრე სხვა შემტევი ჯგუფის დროს. "იუნაიტედი" ნელი და წინასწარმეტყველებადი გახდა, მასთან ერთად მატაც.

ანხელ დი მარიასა და რადამელ ფალკაოს გამოჩენის შემდეგ შემტევ ხაზში კონკურენცია გაიზარდა. თავდაპირველად ჩანდა, თითქოს მატა ზედმეტი იქნებოდა, რადგან ლუი ვან გაალი "რომბისებურ" 4-4-2-ზე გადავიდა, სადაც თავდასხმაში ვან პერსი და ფალკაო იქნებოდნენ, ხოლო რუნი მატას როლს მოირგებდა. მიუხედავად ამისა, ტრავმებმა და შედეგებით ვან გაალის უკმაყოფილებამ შემადგენლობაში მატას დაბრუნება გამოიწვია და ოქტომბრის შემდეგ თითქმის არ ამოვარდნილა. ამ პერიოდში ვან გაალმა მოასწრო კლასიკური 4-3-3, 3-5-2 და "რომბისებრი" 4-4-2 ტაქტიკების გამოცდა და როგორც ჩანს ფორმულის ძებნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მაგრამ, რაც მიმდინარე მშენებლობამ გვაჩვენა, ეს არის მატას თამაშის გასაოცარი მოქნილობა. ქვემოთ, ვეცდებით სქრინების საშუალებით აგიხსნათ ეს ყველაფერი, რომლისთვისაც შესაძლოა მატას ორ საუკეთესო მატჩს გამოვიყენებთ, "ჰალისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ.

***


დი მარიას ნაადრევი ტრავმის შემდეგ სწორედ ასე განლაგდა "იუნაიტედი" "ჰალთან" მატჩში. "რომბი" ნახევარდაცვაში, თუმცა ეს სურათი ზუსტად არ უსვამს ხაზს, რადგან ერერა პრესინგს მიმართავს, მაგრამ მატას პოზიციას ნამდვილად შეამჩნევთ. მატა ყვითლად მონიშნულ ოთხ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მარცხნივ დგას და არა "ათიანის" პოზიციაზე, სადაც ერერას გამოჩენის შემდეგ მის გადასვლას ელოდნენ.

მატას თამაშის განხილვა


მატას გადმოსვლის შემდეგ პრობლემა რაც იყო, ეს არის წინ გარბენების უკმარისობა. კერიკთან ერთად მატას მთელ შემადგენლობაში მოედნის საუკეთესო ხედვა აქვს და საუკეთესო მეპასე გახლავთ. მის ირგვლივ და წინ გარბენების უკმარისობა მას ზღუდავს და თავისი საოცარი გადაცემებით მატჩზე გავლენას ვერ ახდენს. ზემოაღნიშნულ პოზიციაზე ხშირი აღმოჩენის შემთხვევაში, ის შესაძლებლობას იღებს ერთდროულად იმოქმედოს როგორც მატჩის აგებაზე (ცენტრალურ ზონაში გადაცემები), ისე მომენტების შექმნაზე (წინ გადაცემები). როცა ბურთს ფლობს და კარისკენ იყურება, ხოლო არსებობს ფეხბურთელი, რომელიც გარბენს აკეთებს, მას შეუძლია მოედნის თავისი ხედვა და ბურთის ფლობა გამოიყენოს, რათა პარტნიორი გადაცემით მოამარაგოს, ან უბრალოდ გუნდს ბურთის ფლობაში დაეხმაროს.

მატას თამაშის განხილვა


"ჰალთან" მატჩში ასეთი რამ ხშირად ხდებოდა, მატა ბურთს ფლობს და კარისკენ მიიწევს, წინ კი მორბენალი ფეხბურთელია. გასაკვირი სულაც არ არის, რომ იმ მატჩში მატამ 5 მომენტი შექმნა და 72 პასი გააკეთა, რომელთა 90% ზუსტი იყო.

მატას თამაშის განხილვა


რამდენიმე კვირით წინ გადავახვიოთ და "ლივერპულთან" თამაში განვიხილოთ, სადაც ვან გაალმა 3-5-2 ტაქტიკის გამოყენება სცადა. მატა უილსონისა და ვან პერსის უკან "ათიანის" პოზიციაზე თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლოს ბურთის ფლობის უპირატესობა "იუნაიტედის" მხარეს იყო, მასპინძლები კონტრშეტევებზე თამაშობდნენ, რისთვისაც მატას გადაცემებსა და უილსონის სისწრაფეს იყენებდნენ. მატას წარმოდგენა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მატჩის ბოლო მესამედში, როცა მან საგოლე გადაცემა გააკეთა და თავადაც გაიტანა.

მატას თამაშის განხილვა


"იუნაიტედის" მესამე გოლი იმის განსახიერებაა, თუ რამდენად კარგია მატა კონტრშეტევების დროს. "იუნაიტედმა" ბურთი თავისი საჯარიმოს სიახლოვეს წაართვა მოწინააღმდეგეს, მატამ წინსვლისთვის სივრცე იპოვა, სადაც პასი მიიღო და რუნის გადააწოდა, რომლის მიერ ვან პერსისთვის მიწოდებული გამჭოლი პასი ლოვრენმა შეაჩერა და ბურთი კვლავ მატას მიუვიდა.

მატას თამაშის განხილვა


ამ სურათზე მატა საჯარიმოს ხაზთან ახლოს ბურთს ფლობს და მისგან ყველა დარტყმას ელოდება, მაგრამ ხუანი დაუჯერებელ თავდაჭერილობასა და მოედნის ხედვას ავლენს და ვან პერსის მესამე გოლს ორგანიზებას უწევს.

მატას თამაშის განხილვა


თუ გჭირდებათ სურათი, რომელიც მატას გენიოსობას მაქსიმალურად გაზიარებთ, აი ისიც. პატარა ესპანელი ასულელებს ჯერარდს, შკრტელს, ლოვრენს და ვან პერსის "ბრმა პასს" უკეთებს. სიტყვებიც არ მყოფნის!

მატას თამაშის განხილვა


ბოლოს

"იუნაიტედის" ნელი დასაწყისის შემდეგ ხუან მატა თანდათან ახერხებს გუნდში თავის დამკვიდრებას და სტატისტიკა ამის დასტურია. 11 გოლი, 6 საგოლე გადაცემა პრემიერ ლიგის 28 მატჩში - ეს კარგი მაჩვენებელია, თუმცა საგოლე პასების უფრო დიდი რაოდენობაა სასურველი. დარწმუნებული ვარ, ისინიც არ დააყოვნებს, რადგან გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელი მოვიდა, რომელთაც გარბენის გაკეთება შეუძლიათ, რაც მატას გამჭოლი პასების გაკეთების საშუალებას მისცემს.

გამოიყენებენ მას ცენტრალურ ზონაში თუ "ათიანის" პოზიციაზე, მნიშვნელობა არ აქვს. მან აჩვენა, რომ ორივე პოზიციაზე კარგია. მაგრამ მოწინააღმდეგიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ცუდი არ იქნება ნახევარდაცვის სამეულში მისი გამოყენება. ხუან მატა ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და მისი უნივერსალურობა მას ლუი ვან გაალის "იუნაიტედში" თავის დამკვიდრების საშუალებას მისცემს.

წყარო: carrick.ru
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
25 დეკემბერი 2014 12:16
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩვენი პატარა მაესტრო love თამაში თუ მისდის სასწაულებს აკეთებს ხოლმე და თუ ერთი რამე არ გამოუვიდა მერე სულ ცუდად აგრძელებს ხოლმე..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: AkkRed
25 დეკემბერი 2014 13:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვერ ვხდები ამ კაცისგან რა უნდათ, 90% რასაც აკეთებს იდეალურად აკეთებს
0
№3
ავტორი: გაბადაძე
25 დეკემბერი 2014 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
მატა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: bziki
25 დეკემბერი 2014 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ჰალთან მთლიანად გუნდმა ითამაშა სეზონის საუკეთესო მატჩი ჰალი ზოგადად ძალიან სუსტი გუნდია წელს არაფრით გამორჩეული და მატაც კარგი იყო მაგ დღეს ერერასთან ერთად

მაგრამ მე უფრო "ეგრედწოდებული" მაურინიოს ფილოსოფიის მიმდევარი ვარ, რაც შემდეგში მდგომარეობს არ არსებობს ფეხბურთელი დაცვითი ფუნქციებისგან რო თავისუფალი იყოს, მეტოქის ნახევარზე პრესინგი, უფრო ძალისხმიერი ფეხბურთი, შეტევა ერთი ამოსუნთქვით და არა რაომოდენიმე ფაზით, ბურთის დაკარგვასთან ერთად მომენტალური პრესინგი იქვე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა სულ ტონუსში ყოფნა მუდმივი მოძრაობა ზონების დაკეტვა ბრძოლა ყველა ბურთსე მეტი აგრესია და მეტი სისწრაფე რითაც იყო გამორჩეული მანჩესტერიამდენი ამდენი წლის მანძიზე. ბევრს შეილება არ მოწონდა პარკი, ჰარგრივზი, ვალენსია, ფლეთჩერი და კიდე ბევრი სხვა მაგ ტიპის ფეხბურთელი და ერჩევნა უფრო აკადემიური ტექნიკური მოთამაშე მარამ ეგ ხალხი ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა და ტიტულებს იგებდა მათი ჟინით და ბრძოლისუნარიანობით

მატაზე ჩემ დამოკიდებულებას ალბათ მიხვდებით რატომაც არ მხიბლავს თამაშში 3-4 ლამაზი მომენტის შექმნა და დანარჩენი დრო ჩრდილში ყოფნა ესე ვაფასებ მატას მოღვაწეობას მანჩესტერში და დარწმუნებული ვარ რო მატას ძირითადში ყოფნა ტრამვებითაა გამოწვეული ზოგადად არც მგონია ვანგაალს მატა ეყიდა. იყიდა მოიესმა და იყო პანიკური ტრანსფერი რო გულშემატკივრები გაეჩუმებინა რაღაც დროით .ყურადღება მიაქციეთ იმას რო მატა მოურინიომ ზამთარში გაუშვა მის კონკურენტ გუნდში როცა არც კომფლიქტი ქონიათ და და არც რამე მაგდაგვარი

კაცია და გუნება ზოგს მატა მოწონს ზოგს პარკი. ისე არ მგონია რომელიმე ექსპერტი ან ჟურნალისტი მატას თამაშით ამ სეზონში მოხიბლულიყო და დადებითი შეფასება მიეცა მთლიანი სეზონით ვამბობ, და არც მგონია რო დროთა განმავლობაში მოუმატებს და დაგლიჯოს შეილება ეპიზოდურად გაანათოს.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
25 დეკემბერი 2014 14:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
bziki,
სიმართლე გითხრა, როცა ამ სტატიას ვთარგმნიდი, სწორედ შენი კომენტარი მაინტერესებდა ყველაზე მეტად, იმიტომ, რომ ასტონ ვილასთან მატჩის განხილვისასაც თუ არ ვცდები სწორედ შენ იყავი, ვინც მატას უქნარობას გაუსვა ხაზი.

მესმის შენი შეფასება და გეთანხმები იმაში, რომ მოურინიომ სწორედ დაცვით ფუნქციებში ცუდად მოქმედების გამო გაყიდა მატა, მაგრამ ეს არის ცალკეული მიზეზი და გეტყვი რატომ: მოურინიოს ჰყავს ედენ აზარი, რომელიც იმედი დამეთანხმები, რომ პრემიერ ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა. ატლეტიკოსთან წაგებული ნახევარფინალის შემდეგ მოურინიომ გააკეთა ასეთი კომენტარი: "დავმარცხდით იმიტომ, რომ ზოგი ფეხბურთელი დაცვით ფუნქციებში მოიკოჭლებდა. აზარს შეტევა კარგად გამოსდის, მაგრამ თავდაცვა არა." ზუსტად ეს სიტყვები არა, მაგრამ დაახლოებით ასეთი იყო. მაგრამ აზარს არ ყიდის! რატომ?

მოურნიოს რეალში ჰყავდა ანხელ დი მარია, რომელიც ისევე როგორც ჩვენთან, მადრიდშიც არ გამოირჩეოდა დაცვითი თამაშის სიკარგით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მას ეს არ ევალება არ ვიცი, მაგრამ როგორც უკვე თქვი, არ არსებობს მოედანზე დაცვითი ფუნქციების არ მქონე ფეხბურთელი. დი მარია უბრალოდ საშინელია დაცვაში. ავდგეთ და ისიც გამოვიყვანოთ ძირითადი შემადგენლობიდან?

მატაზე მე ვარ ასეთი აზრის: ხუანი ეძებს სივრცეებს და ხუანი არის ჭკვიანი ფეხბურთელი, რომელსაც მისივე ტიპის ტექნიკურ მოთამაშესთან კარგად გამოსდის შეტევაში კომბინირება. როცა მას დაცვითი ფუნქციების შეთავსება ევალება, შესაძლოა ის იჩაგრება ძალისმიერ ბრძოლაში, მაგრამ კარგია ბურთის ართმევაში და საჯარიმოდან ბურთის სწორად ამოტანაში (ვგულისმობ მოგერიების გარეშე). ჩელსისთან მატჩი ამის ნათელი დასტურია და საყურადღებო. ფეხბურთელს შეიძლება ერთი თამაში წაგივიდეს, მეორე ჩააგდო. დაცვაში ასეა მცველიც, ასეა ნახევარმცველიც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2014 15:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატას დანახვა მიხარია ათიანზე მარა რუნის უფრო და უფრო უკან დაწევა არ მომწონს. როცა ერერა ჰყავს გვერდით უკეთეს თამაშს აჩვენებს ორივე, უფრო სწრაფი შეტევები გვაქვს და ხიფათიც იქმნება. კონტრშეტევებზე კარგია მაგრამ როცა ვეთამაშებით გუნდს, რომელიც 10 კაცით თავს იცავს, მხოლოდ ჩაწოდებებით შემოვიფარგლებით და მატაც თითქმის უბურთოდაა.

რუნი-პერსის დუეტი უნდა იდგეს წინ (ფალკაოს მაინც არ დააყენებს და არ დავასახელე) მატა ათიანზე და დი მარიას გადმოსვლის შემდეგ რა ტაქტიკითაც ვთამაშობდით იგივეთი თუ გავაგრძელებთ კარგი იქნება. დი მარიაც ბევრად კარგი იყო მაშინ ვიდრე ეხლაა
0
№7
ავტორი: bziki
25 დეკემბერი 2014 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
RojoDiablo
დიმარია მანჩესტერში არი ძალიან სუსტი დაცვის დროს რასაც გუნდის შეუკვრელობით და ურთიერთგაგების ნაკლებობით ვხსნი, რეალში ან არგენტინაში არ იყო ესეთი სუსტი ძალიან მოძრავი, ჟილკიანი როჟაა და ხშირად იწევს უკან, იდეაში დიმარია უფრო მეტად შეასრულებს დაცვით ფუნქციებს გაბარიტებიდან და დინამიურობიდან გამომდინარე.

სწორედ დინამიორობის და გაბარიტების გამო გაუშვა მოუმ. დინამიურობა, ზონის დროულად დაკეტვა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია. აზარიც არ იყო ძაან მაგარი დაცვის დროს მარა საგრძნობლად მომატებული აქ ამ სეზონში მაგ კომპონენტში, იგივე ოსკარს. მატას ფიზიკურად ვერ მოამატებინებდა ხვდებოდა და მაგიტო გაწირა.

პლიესები რათქმა უნდა აქ ამხელა ფასი მაგიტომაც ღირს. გეთანხმები რო გარკვეულ მოთამაშეებთან უფრო კარგად იკომბინირებს მაგრამ ეგეთი მხოლოდ ბლინდი და ნაწილობრივ ერერაა მეტი არა. ერერაც მოძრავი აგრეუსიული ტიპია პროსტო მატასთან ერთად აქ ნათამაშები ესპანეთის ასაკობრივებში და ეგ ეხმარებათ იციან ერთმანეთი
0
№8
ავტორი: RojoDiablo
25 დეკემბერი 2014 15:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
bziki,
გასაგებია, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, რომ მატა შეძლებს საპირისპიროს დამტკიცებას და მაგის თქმის საბაბი აღარ გვექნება. fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Man-United
25 დეკემბერი 2014 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
მატა ძალიან კარგი ფეხბურთელია მარა ჯერ ჯერობით ბოლომდე სტაბილური არაა თუნდაც ასტონ ვილას მატჩი გავიხსენოთ ჩემი აზრით მატას უფრო მეტი სათამაშო დრო ჭირდება და იმ ფორმას ბოლომდე დაიბრუნებს რაც ჩელსიში ქონდა 2 წლის წინ
0
№10
ავტორი: AkkRed
25 დეკემბერი 2014 16:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მატას მშვენივრად უგებენ ფალკაოც და ვან პერსის, ისეთი სტილის ფეხბურთელები როგორებიც არიან პერსი და ფალკაო მათვის ძალიან ადვილია უკნიდან ეხმარებოდეს ჭკვიანი ფეხბურთელი როგორიცაა მატაა, მაგრამ ჯერ ვერ ეწყობიან ერთმანეთს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top