თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2014, 09:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1671,
კომენტარები: 7
დე ხეას ბოქსინგ დეი მოსწონს
დავიდ დე ხეა ბოქსინგ დეის შესახებ.
დე ხეას ბოქსინგ დეი მოსწონს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე ზამთრის პერიოდით ტკბება და სეზონის ამ ნაწილს "იუნაიტედის" დაუმარცხებელი სერიის გაგრძელების საშუალებად მიიჩნევს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი მწვერვალისკენ მიმავალი გზის გაგრძელებაა. "როგორც პერსონალურად, ისე გუნდურად უნდა გავაგრძელოთ კარგი შედეგების ჩვენება."

"ჩვენთვის, ვინც სხვა ლიგიდან მოვიდა ცოტა უცნაურია ეს ყველაფერი, რადგან იქ ზამთარში, ან როგორც მინიმუმ ახალ წელსა თუ შობაზე შესვენება გვქონდა. ამავდროულად, ეს არის პერიოდი, რომლისგანაც სიამოვნებას იღებ. ეს სეზონის კარგი პერიოდია და მატჩები ყოველთვის ამაღელვებელი გამოდის."

"შენ მიჩვეული ხარ შობის ოჯახთან გატარებას, მაგრამ შესანიშნავად გესმის, რომ ბოქსინგ დეი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მთელი წლის განმავლობაში მუშაობს და დეკემბრის ბოლოს მოუთმენლად ელოდება. სიამოვნებთ დასვენება და საყვარელი გუნდის თამაშის ყურება."


2012 წელს გამართული შეხვედრა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოქსინგ დეიზე "ნიუკასლი" 4-3 დაამარცხა, დავიდ დე ხეას შესანიშნავად ახსოვს.

"რა თქმა უნდა მახსოვს ის თამაში - ძალიან, ძალიან ამაღელვებელი იყო. ჩემი თამაშით ისეთივე სიამოვნებას ვიღებ, როგორც კლუბში მოსვლის პირველივე დღიდან."

"მომდევნო თამაშიც ძალიან, ძალიან დიდი მატჩი იქნება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მატჩს მოუთმენლად ველოდები. ჩვენ სახლში ვთამაშობთ, ასე რომ ჩვენი ქომაგის მხარდაჭერა გვექნება, ისევე როგორც ყოველთვის. კარგი იქნება სამი ქულის აღება და შედეგის გაგრძელება, რადგან მიმაჩნია, რომ ახლა საოცარ ფორმაში ვიმყოფებით."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 დეკემბერი 2014 10:05
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სახლში რომ უშვებენ, დი მარია, როხო და მისთანები, ვინც შორს ცხოვრობენ უნდა ჩაფრინდნენ და მერე ნამგზავრზე ითამაშონ? what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: chudikone
25 დეკემბერი 2014 11:14
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
შენს იმედზე ვართ დათუჩ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: DiMaria
25 დეკემბერი 2014 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ისე მაგ თამაშში რამდენი შეცდომა დაუშვი დავიდ გახსოვს?>
0
№4
ავტორი: AkkRed
25 დეკემბერი 2014 13:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მაინაირებს ყველას ცოლ-შვილი ყავთ და მანჩესტერში რჩებიან
0
№5
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2014 15:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წინა თამაში ძალიან მაგარი იყო, ერთ-ერთი გამორჩეული იმ სეზონიდან. ესეც ძალიან მაგარი თამაში უნდა იყოს წესით და იმედია სანახაობაც იქნება. ნორმალური თამაში გვინდა ხალხს
0
№6
ავტორი: Macklemore
26 დეკემბერი 2014 05:24
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჩვენ დე ხეა მოგვწონს! :D
0
№7
ავტორი: Mufc7
26 დეკემბერი 2014 10:14
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ჩვენ სახლში ვთამაშობთ, ასე რომ ჩვენი ქომაგის მხარდაჭერა გვექნება, ისევე როგორც ყოველთვის"
მანდ ვიქნები, როგორც ყოველთვის, ჩემი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ:დდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top