თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2014, 16:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2760,
კომენტარები: 13
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი"" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-18 ტური
თარიღი: პარასკევი, 26 დეკემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ ჯონსი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ბლინდი, შოუ, ერერა, ფელაინი, როხო.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: სმოლინგი
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Amos, Vermijl, Blackett, Rojo, Thorpe, Smalling, Evans, Jones, McNair, Rafael, Pereira, Fletcher, Valencia, Lingard, Anderson, Carrick, Young, Di Maria, Mata, Januzaj, Falcao, Rooney, Van Persie, W Keane.
პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ თამაშის გარკვეული შანსი აქვს სმოლინგს, მაგრამ სხვა ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებენ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)

"ნიუკასლი"


ტრავმირებულები: აბეიდი, კრული, რაიან ტეილორი, სანტონი, ელიოტი, ობერტანი, გუდი, დე იონგი, აარონსი.
დისკვალიფიკაცია: ტიოტე
კითხვისნიშნისქვეშ: სტივენ ტეილორი
განაცხადი: Alnwick, Woodman, Janmaat, Dummett, S. Taylor, Williamson, Coloccini, Streete, Haidara, Anita, Sissoko, Cabella, Colback, Gouffran, Ameobi, Riviere, Cisse, Perez, Armstrong.

"კაჭკაჭებს" "იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩში დისკვალიფიცირებული ჩეიკო ტიოტეს გარეშე მოუწევთ თამაში. ონკოლოგიური დაავადებისგან განკურნების შემდეგ იოჰან გუტიერესმა რეზერვების რიგებში ჩაატარა შეხვედრა, მაგრამ პირველ გუნდში თამაშზე ჯერ საუბარი არ არის, ხოლო რაც შეეხება სტივენ ტეილორს, რომელმაც "სანდერლენდთან" მატჩში მიიღო ტრავმა, შეიძლება ის "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-3 ადგილი, 32 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-მ-მ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 12 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო,

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის უკანასკნელ 7 შეხვედრაში 6 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

"ბოქსინგ დეიზე" გამართული 20 შეხვედრიდან "იუნაიტედს" მხოლოდ 1 აქვს წაგებული - 17 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი.

"იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" პირველი ტურის შემდეგ არ მარცხდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)

"ნიუკასლი"


მე-9 ადგილი, 23 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-წ-ფ-მ-წ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


"ნიუკასლმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოიგო - 1 ფრე, 3 მარცხი.

"ნიუკასლს" ყველა ტურნირის მასშტაბით ზედიზედ 3 შეხვედრა აქვს წაგებული.

პარდიუს გუნდმა 2014 წელს 11 გასვლითი შეხვედრა წააგო - "ასტონ ვილას", "ვესტ ბრომვიჩსა" და "ჰალ სიტისთან" ერთად ეს რეკორდული მაჩვენებელია.

პრემიერ ლიგაში გამართულ 11 შეხვედრაში, რომელსაც "კაჭკაჭები" "ბოქსინგ დეიზე" გასვლაზე მართავდნენ, გუნდმა 6 მარცხი განიცადა და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.

"ნიუკასლი" პრემიერ ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონში მატჩის საწყის 30 წუთში გოლის გატანას ვერ ახერხებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: ვან პერსი - 7 გოლი.

უეინ რუნის კიდევ სამი გოლის გატანა სჭირდება იმისთვის, რომ ალან შირერის (177), ტიერი ანრის (120), ენდი კოულის (106) და რობი ფაულერის (103) შემდეგ მეხუთე ფეხბურთელი გახდეს, რომელსაც ჩემპიონატის საშინაო მატჩებში 100 გოლი ექნება გატანილი.

"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში 31 სხვადასხვა ფეხბურთელი გამოიყენა, რაც 4-ით აღემატება იმავე მაჩვენებლის მიხედვით მეორე ადგილზე მყოფ "ჰალ სიტის".

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)

"ნიუკასლი"


წამყვანი ბომბარდირი: სისე - 7 გოლი.

თუ მოედანზე გაბრიელ ობერტანი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

გუნდების ინდივიდუალური სტატისტიკა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


საგოლე პოზიციები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


კარში წასული დარტყმები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


კარისკენ წასული დარტყმები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)

"ნიუკასლი"


საგოლე პოზიციები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


კარში წასული დარტყმები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


კარისკენ წასული დარტყმები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 159-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 81-ჯერ იზეიმა, "ნიუკასლმა" 41-ჯერ, ხოლო 37 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" "ნიუკასლთან" მატჩში მარცხი განიცადა, რაც 1972 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

1935 წლის შემდეგ "იუნაიტედს" "კაჭკაჭების" წინააღმდეგ ზედიზედ ორი მატჩი არც ერთხელ არ წაუგია.

"წითელმა ეშმაკებმა" ნიუკასლის" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 30 შეხვედრაში მხოლოდ 1 წააგეს.


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 73 მოგება, "ნიუკასლი" - 40 მოგება, ფრე - 37.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 23 მოგება, "ნიუკასლი" - 5 მოგება, ფრე - 12.


"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 46 მოგება, "ნიუკასლი" - 10 მოგება, ფრე - 20.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 13 მოგება, "ნიუკასლი" - 1 მოგება, ფრე - 7.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1 "ნიუკასლი"

შაბათი, 7 დეკემბერი, 2013
სწრებადობა: 75, 233
მსაჯი: ანდრე მარინერი
გოლი "ნიუკასლის" რიგებში: კაბაი 61'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (პრევიუ)



პრომო


მატჩის წინ
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 დეკემბერი 2014 09:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ალან პარდიუს გუნდს, ისევე როგორც ყველას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. სანდერლენდთან თამაშში რაც ყველაზე მეტად გამოჩნდა, ეს იყო მომენტების რეალიზაციის პრობლემა და დაცვაში არაორგანიზებული თამაში. თუმცა, ამ გუნდს აქვს თავდადება და მას არასდროს კარგავს, განსაკუთრებით ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. მარტო მათი შედეგები რად ღირს მიმდინარე სეზონში.

არათუ სწრაფ, არამედ პირველ 30 წუთში გოლს საერთოდ ვერ იტანენ, მაგრამ ეს საერთოდ არ გამორიცხავს, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ. არ უნდა მოგვივიდეს ისეთი რამ, რაც ასტონ ვილასთან მოხდა. ამეობი და სისე მეორე სართულზე კარგები და მაღლები არიან და მათგან საფრთხე აუცილებლად იქნება.

და ჩვენ შემადგენლობას თუ შევხედავთ, იმედია ვან გაალი ფლეთჩერს აღარ დააწყენიბენს თამაშს და კერიკს დააყენებს მის ნაცვლად. დაცვაში ისევ სამი მცველი იდგება, რადგან სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს ბლეკეტი და არა პედი. თუ სმოლინგი ფორმაში იქნება მან ევანსი შეცვალოს. რუნის ალბათ ისევ დააყენებს ნახევარდაცვაში, არც აქ არის სხვა არჩევანი, თუ სამ მცველიან ტაქტიკას დააყენებს და თავდასხმა ალბათ წინა მატჩისგან უცვლელი იქნება. თუ რა თქმა უნდა უილსონზე არ გათვალა, რომ სისწრაფერ სჭირდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
25 დეკემბერი 2014 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აუცილებლად მოსაგები გვაქვს. იიმედია ფალკაო ისევ ძირითადში დაიწყებს და ვან გაალს უფრო მეტს დაუმტკიცებს. შარშანდელის გამო სამაგიეორ უნდა გადავუხადოთ
0
№3
ავტორი: chudikone
25 დეკემბერი 2014 12:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჰანდიკაპის სუნი მცემს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: PaLoMo
25 დეკემბერი 2014 13:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Ise falcaos me2 taimshi ufro gaq golebi:-D principsgi 2 tamashi itaassa sastartosgi da 2 veshi me2 taimshi gaitana:-d
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: AkkRed
25 დეკემბერი 2014 13:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კაროჩე ამ თამაშს ვიგებთ, კაი წინათგრძნობა მაქვს დღეს love
0
№6
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2014 14:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ორი ფორვარდით თამაში სისულელეა და იმედია არ დააყენებს ამ თმაშშიც. დი მარიამ თავიდნავე უნდ დაიწყოს და იმედია როგორც წინა თამაში ითამაშა ისე არ იზამს. მატაც არ ბრწყინავდადა თან თითქმის უბურთოდ იყო როცა მაგისთვის გაკეთებული პასით რამდნეიმე კარგი შეტევა შეიძლებოდა წამოწყებულიყო. არანაირი კრეატივი, მარტო იანგი-ვალენსიას ფლანგიდან ჩაწოდებები

იმედია იგივე თამაშს არ ვითამაშებთ. წაუგებელი სერია უნდა გაგრძელდეს, ეხლა ქულების დაკარგვა არ შეიძლება
0
№7
ავტორი: Mufc7
25 დეკემბერი 2014 15:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
გადავრჩით ანუ:დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: Wardell
25 დეკემბერი 2014 16:54
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ტიოტე და ტეილორი დიდი ძალაა ნიუკასლისთვის, ერთი დაცვის ლიდერია მეორე ნახევარდაცვის. იმედი მაქვს კერიკი ნახევარდაცვაში აიწევს რადგან ისედაც შესუსტებულ ნიუკასლსს საერთოდ არ მივცეთ ბურთი. კარგი იქნება თუ 4-მცველი დაგვიბრუნდება. რაფაელი-ჯონსი-სმოლინგი-იანგი.

მინდა პერსიმ დაისვენოს, რადგან 28-შიც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და ამ ასაკში ცოტა ძნელია აღდგენა, თან წესით უნდა გამოგვადგეს მისი გამოცდილება "დეზებთან". ერთი ფორვარდი ფალკაო და მათ უკან რუნი-მატა-დი მარაი ცენტრში კერიკი-ვალენსია, როგორც ეს ევერტონთან იყო იმ განსხვავებით რომ კერიკის ნაცვლად ბლინდი გვყავდა.

ძალიან მინდა მოერე ტაიმში იანუზაის ხილვა. ასევე პერეირასაც თუ მიეცემა შანსი კარგი იქნება. კარგია რომ არავინ გვყავს 4 ყვითელი ბარათით და ამაზე სადარდებელი არ გვექნება "ტოტენჰემთან" მატჩის წინ.

მოგება გვჭირდება, როგორც ცხრილისთვის ასევე კარგი ხასიათისთვის და იმედი მაქვს მოიგებენ )))
0
№9
ავტორი: AkkRed
25 დეკემბერი 2014 17:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,


სრული ჭეშმარიტებით გეთანხმები winked
0
№10
ავტორი: N10
25 დეკემბერი 2014 21:26
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
თუ ვან გაალი 3 მცველიან ტაქტიკას აირჩევს და ალბათ ეს ასეც იქნება ფლეჩერის მაგივრად კერიკი უნდა ათამაშოს რადგან მას მცველის ფუნქციის შესრულებაც შეუძლია და უფრო სტაბილურია თავის პოზიციაზე. ფლანგებზე კი შეიძლება ვალენსიას ან იანგის მაგივრად დიმარია იყოს თუ მატასაც ათმაშჰებს ეს ასე იქნება.
რუნი ნახევარდაცვაში ათაიანზე კი მატა.

წინ ფალქაო და ვან პერსი დადგებიან ფალქაოს დასამტკიცებელი აქვს მწვრთნელისთვის, რომ პრემიერლიგის ყაიდის ფეხბურთელია და კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, ამიტომ მისგან თავის გამოჩენას უნდა ველოდოთ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top