სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-18 ტური თარიღი: პარასკევი, 26 დეკემბერი, 2014 წელი მთავარი მსაჯი: მაიკ ჯონსი მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ბლინდი, შოუ, ერერა, ფელაინი, როხო. დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: სმოლინგი განაცხადი: De Gea, Lindegaard, Amos, Vermijl, Blackett, Rojo, Thorpe, Smalling, Evans, Jones, McNair, Rafael, Pereira, Fletcher, Valencia, Lingard, Anderson, Carrick, Young, Di Maria, Mata, Januzaj, Falcao, Rooney, Van Persie, W Keane. პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ თამაშის გარკვეული შანსი აქვს სმოლინგს, მაგრამ სხვა ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებენ.
"კაჭკაჭებს" "იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩში დისკვალიფიცირებული ჩეიკო ტიოტეს გარეშე მოუწევთ თამაში. ონკოლოგიური დაავადებისგან განკურნების შემდეგ იოჰან გუტიერესმა რეზერვების რიგებში ჩაატარა შეხვედრა, მაგრამ პირველ გუნდში თამაშზე ჯერ საუბარი არ არის, ხოლო რაც შეეხება სტივენ ტეილორს, რომელმაც "სანდერლენდთან" მატჩში მიიღო ტრავმა, შეიძლება ის "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-3 ადგილი, 32 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-მ-მ-მ-ფ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 12 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო,
"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის უკანასკნელ 7 შეხვედრაში 6 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.
"ბოქსინგ დეიზე" გამართული 20 შეხვედრიდან "იუნაიტედს" მხოლოდ 1 აქვს წაგებული - 17 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი.
"იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" პირველი ტურის შემდეგ არ მარცხდება.
"ნიუკასლი"
მე-9 ადგილი, 23 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-წ-ფ-მ-წ-წ
"ნიუკასლმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოიგო - 1 ფრე, 3 მარცხი.
"ნიუკასლს" ყველა ტურნირის მასშტაბით ზედიზედ 3 შეხვედრა აქვს წაგებული.
პარდიუს გუნდმა 2014 წელს 11 გასვლითი შეხვედრა წააგო - "ასტონ ვილას", "ვესტ ბრომვიჩსა" და "ჰალ სიტისთან" ერთად ეს რეკორდული მაჩვენებელია.
პრემიერ ლიგაში გამართულ 11 შეხვედრაში, რომელსაც "კაჭკაჭები" "ბოქსინგ დეიზე" გასვლაზე მართავდნენ, გუნდმა 6 მარცხი განიცადა და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.
"ნიუკასლი" პრემიერ ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონში მატჩის საწყის 30 წუთში გოლის გატანას ვერ ახერხებს.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირი: ვან პერსი - 7 გოლი.
უეინ რუნის კიდევ სამი გოლის გატანა სჭირდება იმისთვის, რომ ალან შირერის (177), ტიერი ანრის (120), ენდი კოულის (106) და რობი ფაულერის (103) შემდეგ მეხუთე ფეხბურთელი გახდეს, რომელსაც ჩემპიონატის საშინაო მატჩებში 100 გოლი ექნება გატანილი.
"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში 31 სხვადასხვა ფეხბურთელი გამოიყენა, რაც 4-ით აღემატება იმავე მაჩვენებლის მიხედვით მეორე ადგილზე მყოფ "ჰალ სიტის".
"ნიუკასლი"
წამყვანი ბომბარდირი: სისე - 7 გოლი.
თუ მოედანზე გაბრიელ ობერტანი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
გუნდების ინდივიდუალური სტატისტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედი"
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
კარში წასული დარტყმები
კარისკენ წასული დარტყმები
"ნიუკასლი"
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
კარში წასული დარტყმები
კარისკენ წასული დარტყმები
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 159-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 81-ჯერ იზეიმა, "ნიუკასლმა" 41-ჯერ, ხოლო 37 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" "ნიუკასლთან" მატჩში მარცხი განიცადა, რაც 1972 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
1935 წლის შემდეგ "იუნაიტედს" "კაჭკაჭების" წინააღმდეგ ზედიზედ ორი მატჩი არც ერთხელ არ წაუგია.
"წითელმა ეშმაკებმა" ნიუკასლის" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 30 შეხვედრაში მხოლოდ 1 წააგეს.