თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2014, 01:33
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2114,
კომენტარები: 6
ჭორები ბრიტანულ პრესაში
ვან გაალს დიდი გეგმები აქვს... ეს და სხვა ჭორები სრულიადში
ჭორები ბრიტანულ პრესაში
"რეალ მადრიდს" პეტერ ჩეხი სურს. (Daily Express)

ლონდონის "ჩელსი" ლიონელ მესის გამოსყიდვას ვერ შეძლებს. (Daily Express)


"პსჟ" მზად არის, განიხილოს "არსენალის" 50 მილიონიანი წინადადება ედინსონ კავანის გამოსასყიდლად. (Daily Express)

"ტორონტოს" ფორვარდი ჯერმეინ დეფო ლონდონში ჩაფრინდა იმ იმედით, რომ "ქპრ"-სთან კონტრაქტს გააფორმებს. (Daily Mirror)


"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ტომ ქლევერლი, რომელიც "ასტონ ვილაში" იჯარის წესით ასპარეზობს, თავის მომავალს სეზონის ბოლოს გადაწყვეტს, როცა იგი თავისუფალი აგენტი გახდება.
(The Times)

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი სკოტ სინკლერი შესაძლოა "კრისტალ პალასში" ვიხილოდ. (The Sun)

"ბეშიქთაშს" "ჩელსის" ნახევარმცველის აყვანა სურს. თურქები მზად არიან სეზონის ბოლომდე მუჰამედ სალაჰი გადაიბირონ. (The Independent)

"არსენალი" დაინტერესებულია "ნანტის" ახალგაზრდა ნახევარმცველით, ხორდან ვერეტით. მოთამაშის გამოსასყიდი თანხა 4 მილიონია. (Daily Mirror)

იანვარში "ლივერპული" გეგმავს ბალოტელისგან თავის დაღწევას და მის ადგილას საიდი ბერაჰინოს მიყვანას. (Daily Express)

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ლიონელ მესის კარიერა "სტემფორდ ბრიჯზე" ვერ გაგრძელდება, რადგან მის კლუბს არ შეუძლია "სუპერ საოცარი ციფრების" მქონე თანხის გადახდა. (Sky Sports)

ყოფილი ინგლისელი ფორვარდის გარი ლინეკერის აზრით, ჰარი კეინი გახდება ერთ-ერთი უდიდესი ბომბარდირი "ტოტენჰემის" ისტორიაში. (Evening Standard)

ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ მის ოცნებად კიდევ რჩება პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავკაცობა. (Daily Mail)

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცს, ლუი ვან გაალს სურს ააშენოს აუღებელი ციხე სიმაგრე "ოლდ ტრაფორდზე" და მიაჩნია, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. (Goal)

წყარო: fapl.ru
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
25 დეკემბერი 2014 01:36
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
lლუის ვან გაალს სურს ააშენოს აუღებელი ციხე სიმაგრე "ოლდ ტრაფორდზე"


ბააბუულიიკ დავაი აბა შენ იცი manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: გაბადაძე
25 დეკემბერი 2014 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
რაიო ჩელსის მესი უნდაო ? ამათ შიგ ხომარ აქვთ ხელი მაისვან wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: AkkRed
25 დეკემბერი 2014 13:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ოკ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2014 15:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცს, ლუი ვან გაალს სურს ააშენოს აუღებელი ციხე სიმაგრე "ოლდ ტრაფორდზე" და მიაჩნია, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია


მოიესის დროს დაეკარგა ოლდ ტრაფორდს ეგ სახელი სამწუხაროდ. ეხლა იასნია უკეთესად ვთამაშობთ სახლში მარა ჯერ კიდევ ბევრია წინ
0
№5
ავტორი: Macklemore
26 დეკემბერი 2014 05:24
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კავანი ისე დახატავდა არსენალს.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2014 08:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცს, ლუი ვან გაალს სურს ააშენოს აუღებელი ციხე სიმაგრე "ოლდ ტრაფორდზე" და მიაჩნია, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია


უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით დააბრუნოს. ოლდ ტრაფორდი იყო ციხე-სიმაგრე, მაგრამ ჩამოშალეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top