თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2014, 15:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2498,
კომენტარები: 7
რუნი: "ფალკაო გატანას გააგრძელებს"
უეინ რუნი მომდევნო მატჩის წინ.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი, უეინ რუნი მიიჩნევს, რომ რადამელ ფალკაო "ასტონ ვილასთან" გატანილ გოლზე არ გაჩერდება და კიდევ მოახერხებს უამრავი გოლის გატანას.

ფალკაო "მონაკოდან" იჯარის წესით "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ქომაგთა გულები მალევე მოიგო და წინა ტურის მატჩში "წითელ ეშმაკებს" ქულა მოუპოვა.

რუნის მიაჩნია, რომ ეს ფალკაოს ერთადერთი გოლი არ იქნება და კოლუმბიელი მრავალ მნიშვნელოვან გოლს გაიტანს.

"დიდებულია, რომ ფალკაომ გოლების გატანა დაიწყო და მის მიერ თავურით გატანილი გოლი ბრწყინვალე იყო. მიხარია მის გამო, მოწინააღმდეგის კარის აღებას მომავალშიც გააგრძელებს."

ლუი ვან გაალის შეგირდები Boxing Day-ზე "ნიუკასლს" მიიღებენ და უეინ რუნიმ გასულ წელს "კაჭკაჭებთან" განცდილი მარცხი გაიხსენა.

"მაშინ ეს დარტყმა იყო. გასულ წელს რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრა ჩავატარეთ სახლში. მაგრამ სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს სახლში უკეთ გამოვიყურებით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ საშინაო მატჩების მოგება შეგვიძლია."

"ნიუკასლს" აღზევება და დაცემა აქვს განცდილი. მათ საშინლად დაიწყეს, რის გამოც შეიძლებოდა ალან პარდიუს ეგო პასუხი და იგი გაეძევებინათ. მიხარია, რომ ასე არ მოხდა და თუ არ ვცდები მას შემდეგ 5 თუ 6 გამარჯვება მოიპოვეს. შესაძლოა ბოლო რამდენიმე თამაშში მათ ვერ აიღეს იმდენი ქულა, რამდენსაც იმედოვნებდნენ, მაგრამ "ნიუკასლის" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია."

"არ ვფიქრობ, რომ "სანდერლენდთან" მარცხი დიდ გავლენას მოახდენს. რა თქმა უნდა რთულია დერბიში წაგება, განსაკუთრებით ბოლო წუთზე გოლის გაშვება, მაგრამ ისინი "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ სათამაშოდ ჩამოდიან და ამისთვის სრულ მყადყოფნაში იქნებიან. ვფიქრობ, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფრის ჩვენება მოგვიწევს, რაც შეგვიძლია."
- განაცხადა რუნიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
24 დეკემბერი 2014 16:23
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ და ეგ აქვთ პლიუსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: AkkRed
24 დეკემბერი 2014 16:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეგ არაუშავს მთავარია ეხლა არ წავაგოთ
0
№3
ავტორი: Best 7
25 დეკემბერი 2014 00:19
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ar unda vitamashot fee aucileblad unda movigot!
0
№4
ავტორი: RojoDiablo
25 დეკემბერი 2014 08:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გარდა ფიზიკური სიძლიერისა, სტანდარტულებისთვის საკმაოდ მაღალი ფეხბურთელები ჰყავთ. ცალკე სისიკო, არც სისეს დაეწუნება რაიმე, ამეობები. ამათი გაჩერება ძნელი იქნება ჯარიმის და კუთხურის დროს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DiMaria
25 დეკემბერი 2014 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გაიტანს და თან ნიუკასლს გაუტანს
0
№6
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2014 15:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოლდ ტრაფორდზე ისევ წაგება არ ეპატიებათ. წინა სეზონში ანტირეკორდები დაამყარეს ეხლა ეყოფათ

ფალკაო თუ დაიწყებს გაასწორებს
0
№7
ავტორი: Macklemore
26 დეკემბერი 2014 05:27
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ფალკაო თუ ათამაშდა მტრისას.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top