თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2014, 11:22
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2059,
კომენტარები: 7
კროოსი: "გადაწყვეტილებას არ ვნანობ"
ტონი კროოსმა მისი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
კროოსი:
ტონი კროოსი აღიარებს რომ ის მოხარულია იმით რომ მან "რეალ მადრიდი" ამჯობინა "მანჩესტერ იუნაიტედს."

გერმანელი ნახევარმცველი ესპანეთის დედაქალაქში 24 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა "ბაიერნიდან". მან საერთაშორისო ყურადღება 2 წლის წინ მიიპყრო და "რეალი" მის გადმობირებაში გამარჯვებული გამოდგა. როგორც ცნობილია, "წითელ ეშმაკუნებს" კროოსის ყიდვა ჯერ კიდევ დევიდ მოიესის მწვრთვნელობის დროს სურდათ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებმა კროოსი არავის დაუთმეს.

საკლუბო მსოფლიო თასის მოპოვების შემდეგ, რაც აქამდე უკვე მოგებული ჰქონდა "ბაიერნის" შემადგენლობაში, ტონიმ ჟურნალისტებთან თავდაჯერებით ისაუბრა რომ იგი არ ნანობდა მის გადაწყვეტილებას.




"სიმართლეა ის, რომ არასოდეს იცი რა მოხდება მომავალში." აცხადებს კროოსი Marca-სთან ინტერვიუში. "ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და არ ვნანობ ამას. ეს სწორი ნაბიჯი იყო ჩემი სამომავლო კარიერისთვის."

"საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება 2014 წლის საუკეთესო დასასრულია ჩემთვის." აგრძელებს გერმანელი და ამბობს რომ "რეალი" უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ გუნდი. "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ერთად ვმუშაობთ და ერთად ვიმარჯვებთ. აქ დიდებული ატმოსფეროა."

ტონი გახარებულია მისთვის დაუჯერებლად კარგი 2014 წლის გამო და ახლა ახალ გამოწვევებს ელის.

"ჩვენ უნდა გავნაგრძოთ სწორი ნაბიჯების გადადგმა. ეს არ იქნება ადვილი, რადგან ძლიერნი კონკურენტები გვყავს. დივიზიონის მოგება რთული იქნება და ესპანეთის თასის კენჭისყრაზეც "ატლეტიკო" შეგვხვდა."

დიახ, მადრიდელები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ესპანეთის თასზე. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" კი ის გუნდია, რომელმაც უკანასკნელად დაამარცხა "რეალი" სექტემბრის თვეში ანგარიშით 2-1. ახლა კი ეს გუნდები საქმეს ესპანეთის თასზე გაარკვევენ. მატჩი კი იანვარშია დაგეგმილი.

წყარო: 90min.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 დეკემბერი 2014 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მაგრად მინდოდა ამის გადმოსვლა, ძაან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ რეალში უნდოდა და გადავიდა კიდეც. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ რომც არ სდომოდა რეალში გადასვლა მოიესის მანჩესტერში არ მოვიდოდა...
0
№2
ავტორი: AkkRed
24 დეკემბერი 2014 11:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს ჩვენთან გადმომსვლელი არ იყო
0
№3
ავტორი: RojoDiablo
24 დეკემბერი 2014 15:31
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რატომ ინანებს, გადავიდა და უცებ ტიტული მოიგო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Best 7
25 დეკემბერი 2014 00:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Kargi iqneboda rom mosuliyo!aatamashebda magra funds!
0
№5
ავტორი: DiMaria
25 დეკემბერი 2014 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
კაი
0
№6
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2014 15:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა როგორ მინდოდა ეს გუნდში areyoukiddingme სადაც რეალია იქ უშანსოდ ვართ როგორც წესი. ყველას რეალში უნდა, არც თანხას ინანებენ და მაგათთან კონკურენცია ადვილი არაა. ამას თავიდანვე რეალში სურდა და წავიდა კიდეც
0
№7
ავტორი: Macklemore
26 დეკემბერი 2014 05:28
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top