თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2014, 08:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1993,
კომენტარები: 9
ვან გაალის სრული პრეს-კონფერენცია
ლუი ვან გაალის სრული პრეს-კონფერენცია.
ვან გაალის სრული პრეს-კონფერენცია
ნება მომცეს თქვენთან ერთად ჭიქა ღვინო დამელია ჩემო მეგობარო-ჟურნალისტებო. ბედნიერ შობას გისურვებთ! თქვენ ოჯახებში სიყვარულს დაესადგუროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანმრთელები და ბედნიერები ყოფილიყავით. მივირთვათ!

კარგი ღვინოა. ჩვენი სპონსორი? (იცინის)

ლუი, გუნდს ძალიან დაძაბული შობა ელოდება - 15 დღეში 5 მატჩი. რთული იქნება?

ზოგ ფეხბურთელს მოეწონება, რადგან ერთნი სწრაფად ტრავმებს მოიშუშებენ, მაგრამ გვყავს ისეთი ფეხბურთელებიც, ვისი გამოჯანმრთელების პროცესიც ნელა მიმდინარეობს, ამიტომ როტაცია მიხდება. ჩემი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გუნდში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია. ეს პრობლემა უახლოეს კვირებში ხელს შეგვიშლის.

ბოქსინგ დეისთვის ვინმე მოასწრებს გამოჯანმრთელებას? ერერა, ფელაინი, შოუ?

ვერა. ვერ მოასწრებენ.

როხოსთან და სმოლინგთან დაკავშირებით ანალოგიური მდგომარეობაა?

სმოლინგთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არსებობს. გადაწყვეტილების მიღება ხვალინდელ ვარჯიშზე მომიხდება, როგორც ყოველთვის.

წელიწადის ამ დროს იწყება საუბრები იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებითაც თქვენ სავარაუდოდ დაინტერესებული ხართ. უქმეებზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედს" ბეილის შეძენა სურს. არის თუ არა ამაში სიმართლის მარცვალი?

ამას თქვენთან ვერ განვიხილავ. ასეთ საკითხებს კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან განვიხილავ და არა ჟურნალისტებთან.

მიმდინარე სეზონში "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" კარგად თამაშობს. გასულ სეზონში გუნდმა 7 საშინაო შეხვედრა წააგო. როგორ ფიქრობთ, საშინაო არენა სტუმრებისთვის ისევ აუღებელ ციხე-სიმაგრედ იქცევა?

ამის შესახებ სეზონის პირველი მარცხის დროს, "სუონსისთან" მატჩის შემდეგ ვისაუბრე. შტატებიდან ისე დავბრუნდით, რომ ყველას მოვუგეთ, მაგრამ პრემიერ ლიგის პირველივე მატჩში დავმარცხდით. გვინდა, რომ "ოლდ ტრაფორდი" ჩვენი აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდეს. ეს კი უკვე გამოგვდის, მიმდინარე სეზონში რამდენიმე გამარჯვება მოვიპოვეთ, მათ შორის დიდი ანგარიშითაც. კმაყოფილი ვარ. საჭიროა ამავე სულისკვეთებით გაგრძელება. 7 მატჩიანი წაუგებელი სერია - ჩემი აზრით ძალიან ცოტაა. ადვილი არ არის: პრემიერ ლიგაში გამარჯვება რთული დავალებაა.

სეზონის დასაწყისში ცვლილება შეამჩნიეთ? გასულ წელს გუნდები "ოლდ ტრაფორდზე" შესატევად ჩამოდიოდნენ, ახლა კი ისეთი შეგრძნება რჩება, თითქოს თქვენი შეჩერება სურთ.

დიახ, შესაძლოა ასეც არის. მაგრამ ისინი თამაშობენ ისე, როგორც სურთ, ეს მათი უფლებაა, ამიტომაც გვიჭირს. გასვლით მატჩებში ჩემი სტატისტიკა არც თუ ცუდია თუ მას საშინაო მატჩებს შევადარებთ. როცა სხვების მოედანზე ვთამაშობთ, მოწინააღმდეგე გახსნილი ფეხბურთის თამაშს ირჩევს, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" უფრო დაცვით ვარიანტს ამჯობინებენ. ამიტომ უფრო მეტად გვიჭირს, ვიდრე გასულ სეზონში. უნდა ვდომინირებდეთ. ამის შესახებ ყოველკვირეულად ვსაუბრობ. ჩვენ ვდომინირებთ 45 წუთის განმავლობაში, ხანდახან 60. მაგრამ ინიციატივას მატჩის მთელი 90 წუთის განმავლობაში უნდა დავეუფლოთ. ჩემი აზრით, სწორედ ასე ვითამაშეთ "ჰალ სიტის" წინააღმდეგ, შესანიშნავი მატჩი გამოვიდა.

ლუი, "იუნაიტედი" შობის პერიოდში ტრადიციულად კარგად ასპარეზობს...

(იცინის) ამის შესახებ წამიკითხავს.

როგორ ფიქრობთ, გულშემატკივარი იხილავს ფალკაოს ნიჭს? მან ულამაზესი გოლი გაიტანა, თავდაჯერებულობა უბრუნდება...

დიახ, მაგრამ ფალკაო მაინც თანაგუნდელებზეა დამოკიდებული. ამიტომ შესაძლოა ის კარგ ფორმაში იყოს კიდეც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გუნდი უნდა იყოს კარგ ფორმაში. სწორედ ეს მისცემს ფალკაოს თავისი უმაღლესი დონის ჩვენების საშუალებას. თუ არ იქნება ისეთი გადაცემა, რომელიც ფალკაომდე მიაღწევს, როგორც ეს გასულ მატჩში იანგის პასი იყო, ის გატანას ვერ მოახერხებს.

ამ კვირაში თქვენი ოსტატობის შესახებ სერ ალექს ფერგიუსონმა გააკეთა კომენტარი. შეგაქოთ: სეზონის მეორე ნაწილი დგება და "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი ფიგურა თქვენ იქნებით. გსიამოვნებთ ასეთი რამის მოსმენა?

ეს დიდებულია. როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" მოდიხარ სამუშაოდ სერ ალექსის მხარდაჭერის იმედი გაქვს. და ის ამას არა მარტო ამ კვირაში, არამედ ყოველი ინტერვიუს დროს აკეთებს - ჩემდამი რწმენაზე საუბრობს. ასეთი კლუბის მთავარი მწვრთნელისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალისტის მხარდაჭერა, როგორიც სერ ალექსია. ჩემი სჯერათ ბობი ჩარლტონსა და დევიდ გილსაც. ამიტომ ძალიან მსიამოვნებს ამის მოსმენა. მუშაობა ადვილდება. მაგრამ არის ზეწოლაც: თუ სერ ალექსს ჩემი სჯერა, გუნდით შედეგი უნდა ვაჩვენო! და როგორც არაერთხელ განვაცხადე, პრემიერ ლიგაში გამარჯვება ადვილი არ არის.

ლუი, უკანასკნელ მატჩებში უეინ რუნის ნახევარდაცვაში აყენებდით. ამის გაკეთებას სეზონის ბოლომდე აპირებთ?

რუნის სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. უნივერსალი ფეხბურთელები მომწონს. ამიტომ მისი გამოყენება შემიძლია როგორც ცენტრალური ნახევარმცველის, ისე ფორვარდისა და შემტევი ნახევარმცველის რანგში. უკანასკნელ შეხვედრაში ის დაცვითი ფუნქციების ნახევარმცველის მოვალეობას ასრულებდა. უეინს გატანაც შეუძლია! "ასტონ ვილასთან" მატჩში ის საყრდენ ზონასთან ახლოს იმყოფებოდა. უეინს საჯარიმოდან საჯარიმოში გადაადგილება შეუძლია. მას ყოველ ჯერზე სულ უფრო უკეთ ესმის და კითხულობს თამაშს. ამ უნარის სრულყოფილებისთვის მას დრო სჭირდება, მაგრამ უეინი ამას თავს გაართმევს. ამის მჯერა. თუმცა მართალი ხართ: სხვისი საჯარიმოს სიახლოვეს უფრო მომწონს.



წყარო: carrick.ru
პრესკონფერენცია
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 დეკემბერი 2014 08:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სხვისი საჯარიმოს სიახლოვეს უფრო მომწონს.


სანამ აქამდე ჩავიდოდი ისე ლაპარაკობდა, ვიფიქრე სამუდამოდ ნახევარმცველად უნდა აქციოს თქო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 დეკემბერი 2014 09:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძაან მაგარი კაცია. დასაწყისიც მაგარი იყო და დასასრულიც "სხვისი საჯარიმოს სიახლოვეს უფრო მომწონს." winked

მეც მინდა ეგეთი ქურთუკი angry
0
№3
ავტორი: chudikone
24 დეკემბერი 2014 09:56
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნეტა რა სასტავს დააყენებს ზეგ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: AkkRed
24 დეკემბერი 2014 10:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თავდასხმაშიი გაუშვიი რუნიიიი
0
№5
ავტორი: Mufc7
24 დეკემბერი 2014 10:34
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მეშინოდა ამ კაცის ,მაგრამ მის ინტერვიუებზე და პრეს-კონფერენციებზე ვგიჟდები:დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: VaRdo
24 დეკემბერი 2014 13:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ნიუკასლს და ტოტენჰემს მოუგე და მერე დალიე ღვინო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Count Alucard
24 დეკემბერი 2014 14:46
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ისე ლაპარაკობს გულს მოიფხან ადამიანი რა, არაფერს ზედმეტს არ ამბობს და ისე პასუხობს ჟურნალისტებს, რომ ზედმეტს აღარაფერს ეკითხებიან. ბეილის ტრანსფერს რაც შეეხება ნამდვილად აღარ მინდა გუნდში ბეილი, დი მარია რომ არ გვყავდეს კარგი იქნებოდა ეგ ტრანსფერი მაგრამ, რადგან დიმკა არის აღარ გვჭირდება. ვალენსიაც გვეყოფა lol
0
№8
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2014 15:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერერა და ფელაინი დაგვაკლდებიან areyoukiddingme
0
№9
ავტორი: Macklemore
26 დეკემბერი 2014 05:30
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ცენტრში გაგვიჭირდება. ერერა, ფელაინი, ბლინდი. :((((((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top