თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2014, 23:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1604,
კომენტარები: 8
ფეხბურთელები შობას სახლში შეხვდებიან
ვან გაალი ფეხბურთელებს შობის ოჯახთან ერთად გატარების საშუალებას აძლევს.
ფეხბურთელები შობას სახლში შეხვდებიან
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები შობას ოჯახებთან ერთად შეხვდებიან.

ჩვეულებრივ, "იუნაიტედის" ფეხბურთელები შობა დღეს სავარჯიშო სესიას მართავდნენ, როცა სხვები ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ატარებდნენ, მაგრამ ვან გაალმა თავის ფეხბურთელებს ჯილდოს სახით ოჯახებში დაბრუნების საშუალება მისცა.

"ეს შევცვალე, მათ თავისუფალი დრო და შობის ოჯახთან გატარების საშუალება მივეცი. მომდევნო დღეს კი აქ, სავარჯიშო კომპლექსზე ერთად დავბრუნდებით და ისეთივე შეხვედრებს მოვაწყობთ, როგორსაც მთელი სეზონის განმავლობაში ვაწყობდით."

"მჯერა ადამიანობის და იმისაც, რომ გარემო მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ისინი გაცილებით ნასიამოვნები იქნებიან, თუ დროს ცოლებთან და შვილებთან ერთად გაატარებენ. ვფიქრობ, ისინი ამის შემდეგ ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოწინააღმდეგე დაამარცხონ."


გასული წლის ამ დროს ვან გაალი ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი იყო და შობას თავის ოჯახთან ერთად ატარებდა.

"როცა ნაკრების მწვრთნელი ხარ, შობაზე არაფრის გაკეთება არ გიხდება, რადგან ჰოლანდიაში ამ დღეს ფეხბურთელებიც თავისუფლები არიან და არდაგეგები აქვთ. მაგრამ აქ ფეხბურთს ვთამაშობთ და ესეც კარგია."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 დეკემბერი 2014 23:39
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არ მომწონს ეს გადაწყვეტილება. მესმის, რომ ადამიანისთვის ოჯახი მნიშვნელოვანია, მაგრამ მერე რომ რამე მოხდეს და ვერ მოვიგოთ, ყველაფერი ამას დაბრალდება. ძალიან რისკავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
23 დეკემბერი 2014 23:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მთავარია ეს თამაშზე არ აისახოს, თორე ადრე რუნიმაც ითხოვა რამდენჯერმე ასეთი რამ
0
№3
ავტორი: Z A C K™
24 დეკემბერი 2014 00:32
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ბოქსინგ დეი არ უნდა გააუქმონ ეგაა პრემიერლიგის ხიბლი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№4
ავტორი: Macklemore
24 დეკემბერი 2014 01:09
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ალავერდის მადლი შეგეწიოს ლუი :D
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 დეკემბერი 2014 06:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
არა მგონია გიო ცუდი გადაწყვეტილება იყოს. ფეხბურთელებიც ადამიანები არიან შესაბამისად მათაც უნდათ ცოტა დასვენება და დნცკ დნცკ... wink wink
ერთი ვარჯიშის გამოტოვებით მგონი არაფერი დაშავდება.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
24 დეკემბერი 2014 08:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Z A C K™,
არავინ აპირებს მაგას.

ვახო ( G G M U),
ვარჯიშზე არ ვამბობ, თუ დალიეს ამათ და მერე ნასვამებმა ირბინეს ნახე შენ დნცკ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: chudikone
24 დეკემბერი 2014 09:47
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
პახმელიაზე რო ირბენს სასტავი :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: AkkRed
24 დეკემბერი 2014 10:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ლუის დალევა უნდა :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top