თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2014, 23:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1601,
კომენტარები: 6
ვან გაალი: "სერ ალექსის მხარდაჭერა მჭირდება"
ვან გაალი ფერგიუსონის კომენტარს გამოეხმაურა.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვებს გამოეხმაურა.

მცირე ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ფერგიუსონმა ვან გაალის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ ის აუცილებლად მოიტანს "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებას.

შობის მილოცვისა და სადღეგრძელოს დალევის შემდეგ ვან გაალმა ფერგიუსონის სიტყვების საპასუხო კომენტარი გააკეთა.

"ფანტასტიურია, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" მოდიხარ. რადგან სერ ალექსს იცნობ იმედი გაქვს, რომ ის მხარს დაგიჭერს. როცა ის მხარს გიჭერს, თანაც ამას არა ერთხელ, არამედ თითოეული მიცემული ინტერვიუს დროს აკეთებს, ეს ჩემს რწმენას თავდაჯერებულობას სძენს. მე ეს მჭირდება როგორც მწვრთნელს და როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერს."

"შენ გჭირდება ისეთი მწვრთნელის რწმენა და მხარდაჭერა, როგორიც სერ ალექსია, მაგრამ არა მარტო მისი, არამედ ბობი ჩარლტონისა და დევიდ გილისაც. მე ამ რწმენას ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, რადგან ასეთ დროს მუშაობა გაცილებით ადვილია. ეს ასევე ზეწოლაა, რადგან მას შენი სჯერა და შენ აუცილებლად უნდა აჩვენო რწმენის შესაბამისი შედეგი. პრემიერ ლიგის მატჩების მოგება კი ადვილი არ არის."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 დეკემბერი 2014 23:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე თუ მკითხავთ ვან გაალი ნაკლებად მიეკუთვნება იმ ადამიანების რიგებს, ვინც თბილ სიტყვებს ჰაერზე ისვრის, მაგრამ ფერგიუსონია ადამიანი, რომლის მიმართ ლივერპულის საიტის ადმინისტრაცია თუ იქნება გულგრილი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
24 დეკემბერი 2014 00:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბობი და ფერგი მოიესსაც ბოლომდე გვერდში ედგნენ და ვან გაალსაც არ მოაკლდება ეს
0
№3
ავტორი: Macklemore
24 დეკემბერი 2014 01:10
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ფერგი ლივერპულთან გაღიმებული რო დავინახე ერთი 10 წელი მომემატა მგონი :D
0
№4
ავტორი: kvara
24 დეკემბერი 2014 01:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
რუხი კარდინალი !!!!! am
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 დეკემბერი 2014 06:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მხარდაჭერა აუცილებელია მითუმეტეს ფერგისგან. იმედია შობაზე თითო ჭიქას დალევენ, მაგრამ ბაბუს სად სცალია მაგისთვის, დაკავებულია ბიჭი... wink love
0
№6
ავტორი: AkkRed
24 დეკემბერი 2014 10:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ხო და ფერგის როგორი თამაშიც უყვარდა ისეთი უჩვენე ზეგ ♥♥
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top