თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2014, 22:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1702,
კომენტარები: 6
ვან გაალი ჭორებს არ გამოეხმაურა
ლუი ვან გაალი გარეტ ბეილის ირგვლივ აგორებულ ჭორებს შეეხო.
ვან გაალი ჭორებს არ გამოეხმაურა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა უარი განაცხადა ზაფხულში გარეტ ბეილის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო გადასვლის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ასეთი ტრანსფერი მოხდეს, ვან გაალმა უპასუხა: "არ ვაპირებ ასეთი საკითხები თქვენთან ერთად განვიხილო. ამას მხოლოდ ჩვენი გუნდის აღმასრულებელ დირექტორთან განვიხილავ და არა პრესასთან."

Sky Sports-ის ექსპერტმა, გილიემ ბალაგიემ კი განაცხადა, რომ ბეილის ტრანსფერი მისი კოლეგების გამონაგონია: "სიმართლის არავითარი ნატამალი არ არის "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ბეილის კავშირის შესახებ აგორებულ ჭორებში. შესაძლოა, ისინი მზად არიან ასეთი თანხა გადაიხადონ, მაგრამ "რეალი" ბეილს არ გაყიდის და გარეტი გაცილებით ბედნიერია მადრიდში, ვიდრე ეს ჩანს."

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 დეკემბერი 2014 23:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამას მაგრად ეზიზღება, როცა პრესა კლუბის პირად საქმეში ეჩრება. არც უარყო ისე, რომ არ მინდა ყიდვაო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
24 დეკემბერი 2014 00:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სისულელეა იმაზე ფიქრი რო შეიძლება ბეილი გაუშვან
0
№3
ავტორი: Macklemore
24 დეკემბერი 2014 01:11
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
სისულელე მგონია ბეილის ტრანსფერი. რონალდო უფრო რეალურია ვიდრე ბეილი.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 დეკემბერი 2014 07:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჟურნალისტის რეაქცია ვან გაალის პასუხის შემდეგ- okay
0
№5
ავტორი: chudikone
24 დეკემბერი 2014 09:43
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
პერესი იზამს მაინც რამეს მგონია :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: AkkRed
24 დეკემბერი 2014 10:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბეილი თუ წამოვა დე ხეას დავემშვიდობებით, მაგრამ ეს არ მოხდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top