"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ Boxing Day - ზე ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელებას ვერ მოახერხებენ, თუმცა მცირე შანსი აქვს კრის სმოლინგს.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ტრავმა "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩში მიიღო და მას შემდეგ ორი შეხვედრა გამოტოვა.
ლუკ შოუს "არსენალთან" გამართული მატჩის შემდეგ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია, ხოლო ანდერ ერერამ "ვილა პარკზე" გამართული მატჩის წინ მიიღო ტრავმა, მარუან ფელაინი კი ავად გახდა.
როცა ვან გაალს ჰკითხეს, მოახერხებდა თუ არა რომელიმე ტრავმირებული ფეხბურთელი მომდევნო მატჩისთვის გამოჯანმრთლებას, მან უპასუხა: "ასე არ ვფიქრობ, ვწუხვარ. შესაძლოა მხოლოდ სმოლინგი. ფელაინი ჯერ კიდევ მიუწვდომელია."
"სმოლინგი საეჭვოა. ხვალამდე უნდა მოვიცადო და ვნახო, მაგრამ ეს ყოველთვის ასე ხდება. ფეხბურთელთა მცირე რაოდენობისთვის ეს კარგი პერიოდია, რადგან ისინი გამოჯანმრთელებას ასწრებენ, მაგრამ უმრავლესობა ვერ ასწრებს, ამიტომ როტაცია მიხდება. ჩემი პრობლემა ის არის, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი მყავს. მომდევნო მატჩებშიც სწორედ ეს პრობლემა გვექნება."