თითოეულ ჩვენთგანას გვახსოვს 13 მაისი. თითოეულ ჩვენთაგანს გვახსოვს ის გულის ტკივილი რაც იმ დროს ჩვენ ყველა "იუნაიტედის" ფანებმა ერთად განვიცადეთ. 1 წუთი. ზუსტად 1 წუთი გვაშორებდა სანატრელ მე_20 ტიტულამდე, რომელსაც "მანჩესტერის" გულშემატკივრები სანდერლენდის სტადიონზე სულ მოუთმენლად ელოდნენ და ნერვიულობის ფონზე ყველა ერთხმა მღეროდა "Glory Glory Man U..........."! და სიჩუმე. სიჩუმე არა მოედანზე არამედ "იუნაიტედის" სექტორში ხოლო სტადიონზე სანდერლენდის გულშემატკივრების გამაყრუებელი სიხარული გაისმა როდესაც ეგრედწოდებულ ტაბლოზე 3:2 აინთო რაც სიტის ჩემპიონობას ნიშნავდა.
ძნელია ამ მომენტის გახსენება და იმ მძიმე წუთების გადმოცემა რაც ჩვენ გულში ხდებოდა. იმედგაცრუება, გულისტკივილი და წარუმატებელი სეზონი. ამ ყველაფერს კი საფუძველი კუნ აგუერომ ჩაუყარა და ქალაქიც 2 ნაწილად გაიყო. ერთი მხარე ზეიმობდა ნახევარ საუკუნეზე დიდიხნის მონატრებულ "პრემიერ ლიგას" ხოლო მეორე მხარე შოკში იყო და უმძიმდა ამ ყველაფრის გახსენება. მაღლა უკვე ავღნიშნე სტადიოზნე გამაყრუებელი სიხარული გამოიწვია აგუეროს გატანილმა გოლმა. მაგრამ ისმის კითხვა: რამ გაახარა სანდერლენდის გულშემატკივრები ესე ძლიერ? კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ჩვენ და ჩვენ გუნდს გადახდა, მაგრამ ის არავინ იცის, რომ იუნაიტედის გადამტერება არ შეიძლება. ეს ის გუნდია, რომელამც სიკვდილი დაამარცხა ფეხზე წამოდგა და ბრძოლა განაგრძო, ეს ის გუნდია, რომელსაც თითოეული წაგება ერთი _ ორად აძლიერებს და ეს ის გუნდია, რომელსაც ყველასგან გამორჩეული ფანობა ჰყავს.