თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2014, 18:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1261,
კომენტარები: 8
ჰარგრივზი: "იუნაიტედმა" გუნდი უნდა დააბალანსოს"
ოუენ ჰარგრივზი "იუნაიტედზე" საუბრობს.
ჰარგრივზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ოეუნ ჰარგრივზი მიიჩნევს, რომ მისმა ყოფილმა გუნდმა ჩემპიონატის ლიდერებთან. "სიტისა" და "ჩელსისთან" სრულფასოვანი კონკურენციისთვის გუნდი უნდა დააბალანსოს.

"ვფიქრობ, "იუნაიტედს" ესმის, რომ მას ჯერ არ შეუძლიათ ჩემპიონატის ორ ლიდერს ღირსერული კონკურენცია გაუწიოს. "ჩელსი" და "სიტი" შესანშნივად დაკომპლექტებული გუნდებია და მათ სუსტი წერტილები უბრალოდ არ აქვთ."

"მაიკლ კერიკი შესანიშნავად მუშაობს ცენტრში, მაგრამ მათ გაცილებით ძლიერი ფეხბურთელი სჭირდებათ, რომელსაც თამაშზე რეალური გავლენის მოხდენა შეეძლება. "იუნაიტედის" თამაშში ახლა ძალიან დაბალი სიჩქარეა."

"გუნდში ძალიან ბევრი დიდებული ფეხბურთელია - რუნი, ფალკაო, დი მარია, ვან პერსი. მაგრამ როგორ უნდა შეიყვანო ისინი ერთ შემადგენლობაში. სწორედ ამიტომ თამაშობს მარუან ფელაინი ასე ხშირად. მისი ტიპის ფეხბურთელი "იუნაიტედს" უბრალოდ სხვა არ ჰყავს. მათ სიძლიერე და ათლეტიზმი სჭირდებათ."

"გაიხსენეთ "იუნაიტედის" ის შემადგენლობა, რომლის წყალობითც გუნდი ევროპაში საუკეთესო გახდა. მათ ჰყავდათ უდიდესი მეკარე - ედვინ ვან დერ სარი, ორი ძლიერი ცენტრალური მცველი - რიო და ვიდიჩი, ორი ჭკვიანი ცენტრალური ნახევარმცველი - სქოულზი და კერიკი, კრეატიული მოთამაშე - კრიშტიანუ რონალდუ და ორი ფორვარდი - ტევესი და რუნი. "იუნაიტედს" დაბალანსება სჭირდება და ვან გაალს ეს ესმის."
- განაცხადა ჰარგრივზმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
23 დეკემბერი 2014 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სწორს ბაზრობს აგრესია აკლია გუდს. დგეს კიდე ისეთი დროა გამძლეობა და ათლეტიზმია წინა პლანზე მაგათ გარეშე შეუძლებელია წარმატებას მიახწიო. მარა ვან გაალს დიდათ არ ევასება ათლეტები უფრო ტექნიკურებს ანიჭებს
0
№2
ავტორი: Malboro463
23 დეკემბერი 2014 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ინდივიდუალიზმი და სისწრაფე აკლიათ. სუსტი შემადგენლობა
0
№3
ავტორი: love united
23 დეკემბერი 2014 21:11
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვეთანხმები ოუენს, დაცვაში 2 კაცი გვჭირდება ცენტრში სტროოტმანის ტიპის ნახევამრცველი, მაგრამ ზამთარში ვისი დამატება შეიძლება ამ პოზიციაზე არ ვიცი. სტროოტმანი საშინელ ფორმაშია, არ ღირს ჯერ მაგის მოყვანა, ზაფხულამდე უნდა აცალოს ლვგმ.
0
№4
ავტორი: SAF
23 დეკემბერი 2014 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
შენ მაგას არავინ გეკითხება შე ნაბ**არო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№5
ავტორი: RojoDiablo
23 დეკემბერი 2014 22:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
SAF,
არასწორი არაფერი უთქვამს. შეიძლება მაგრად არ მოგვწონს ასე რომ მოიქცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ხედვა მაინცდამაინც მცდარია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Malboro463
24 დეკემბერი 2014 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
რატპა ნაბ##რო? სიტიში რო გადავიდა? მაშინ შმეიხელი და კოლიც ეგეთი ყოფილა. თუმცა ეგენი ლეგენდები არიან და ეპატიებათ
0
№7
ავტორი: GeorgeBest
24 დეკემბერი 2014 00:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"იუნაიტედის" თამაშში ახლა ძალიან დაბალი სიჩქარეა


ეს ბოლო თამაშში უფრო გამოჩნდა. არც ფლანგები და არც ცენტრისგან რამე კრეატიული. უბრალოდ ფლანგიდან ფლანგზე ბურთის გადატანა დ აჩაწოდება. ტეხავს როცა თუნდაც დი მარია გყვავს, მეტი მოეთხოვება
0
№8
ავტორი: Macklemore
24 დეკემბერი 2014 01:14
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ეჰჰ რა მაგარი იყო ჰარგრეივსი. მაგრად მევასებოდა, მაგრამ დატანჯეს ტრავმებმა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top