თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2014, 18:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1507,
კომენტარები: 10
Sky Sports-ის ექსპერტი რუნის შესახებ
ექსპერტის აზრით რუნი შესაძლოა ნახევარმცველად იქცეს.
Sky Sports-ის ექსპერტი რუნის შესახებ
Sky Sports-ის ექსპერტი, კრის კამარა მიიჩნევს, რომ ლუი ვან გაალმა შესაძლოა უეინ რუნი მუდმივად ნახევარდაცვაში ათამაშოს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი "ლივერპულისა" და "ასტონ ვილას" წინააღმდეგ მატჩებში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და მის ნაცვლად ვან გაალმა შეტევაში ჯეიმს უილსონი, რადამელ ფალკაო და რობინ ვან პერსი გამოიყენა.

კამარას მიაჩნია, რომ ეს ერთჯერადი ქმედება არ არის და შესაძლოა ვან გაალმა ასეთ გადაწყვეტილებას მომავალშიც მიმართოს.

"ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ "ასტონ ვილასთან" მისი გუნდი დომინირებდა, მაგრამ მათ აგრესიულობა აკლდათ. უეინ რუნი მოედნის ცენტრში იქნა გადაყვანილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვან გაალს ორი ფორვარდით - რობინ ვან პერსითა და რადამელ ფალკაოთი სურს თამაში. ასეთ როლს ხანდახან სერ ალექს ფერგიუსონიც აკისრებდა რუნის და სავსებით შესაძლებელია, რომ რუნი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ხშირად ვიხილოთ ამ პოზიციაზე."

"ამ სიტუაციამ როი ჰოჯსონს შესაძლოა საფიქრალი გაუჩინოს. ისიც მოინდომებს რუნის გადაყვანას მოედნის ცენტრში, რაც ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას."
- განაცხადა ესპერტმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 დეკემბერი 2014 18:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე არ მომწონს ეს გადაწყვეტილება და მგონია, რომ ეს დროებითია. უბრალოდ ფეხბურთელები არ გვყავს. ბლინდი და სხვები როცა იქნებიან ფორმაში, რუნის არაფერი ესაქმება მანდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: bziki
23 დეკემბერი 2014 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რუნი ტიპიური 10 ნომერია და მანდ უნდა იყოს. მაგ ტიპის ფეხბურთელები აღარ არიან
0
№3
ავტორი: LizarD
23 დეკემბერი 2014 19:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რა ყველას რუნიზე უნდა ეხსპერიმენტის ჩატარება ვერ გაივგე. ან ამდენი პოზიციის ცვლა რა უბედურებაა რისთვის ყიდულობს აბა მაშინ ფეხბურთელს რომელსაც იქ არ ათამაშებს სადაც საუკეთესოა?! ძალიან არ მომწონს ვან გალის ესეთი უაზრო გადაწყვეტილებები, ვნახოთ რას მოიტანს.
0
№4
ავტორი: love united
23 დეკემბერი 2014 21:14
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კიდე უფრო ჩაწიე ლუი რუნი უკან, მცველად ათამაშე derpwhy 3-5-2ის მომგონს კიდე ერთხელ :დ
0
№5
ავტორი: Wardell
23 დეკემბერი 2014 21:37
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
დარწმუნებული ვარ თითქმის 101 პროცენტით რომ რუნი და ფალკაო მაკარ წყვილს შექმნიან და აღარ იქნება ის პრობლემა რაც ვან პერსისთაქნ იყო კერძოდ: ფალკაო და პერსი ერთი ტიპის ფორვარდები არიან და ერთმანეთს ხელს უშლიან. მათ უკან მატა დი მარია და ერერა/ბლინდი. ძალიან მაგარი და კრეატიული შეტევა გვეყოლება
0
№6
ავტორი: SAF
23 დეკემბერი 2014 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
სანამსტროტმანს ვიყიდით და სანამ დამტვრეულები დაბრუნდებიან ალბათ გამოიყენებს მაგრამ ზოგადად სისულელეა ჯერ 2-3 წელი თავისუფლად შეიძლია თავდამსხმელად თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№7
ავტორი: GeorgeBest
24 დეკემბერი 2014 00:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მერამდენედ შეიძლება ამ კაცს პოზიცია შეუცვალონ? დე ხეას გვერდით დააყენონ ბარემ

მაგრად ტეხავს რა. 10 ნომერზე მშვენივრად თამაშობს და შეეშვან
0
№8
ავტორი: Macklemore
24 დეკემბერი 2014 01:16
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
არ შეიძლება ეგეთი რაღაც. მაგას ჯობს დაიმონდით ვითამაშოთ. 10იანზე რუნი და მატა ფლანგის ნახევარმცველად.
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 დეკემბერი 2014 07:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აყაყანდა უკვე სასტავი რახან დაინახეს რო რუნიმ უკან ითამაშა areyoukiddingme
განა რუნის უნიკალურობაზე აკეთებენ აქცენტს, რო მარტო იმას გაიძახიან რო ნახევარმცველი უნდა გახდესო. გუნდს ესე ჭირდებოდა და როცა კიდე დაჭირდება კარშიც ჩადგება, მაგრამ იმას არ ნიშნავს რო რუნი მეკარე გახდება. ჩადგება ნახევარდაცვა მწყობრში და რუნის არავინ ათამაშებს უკან!!!
0
№10
ავტორი: chudikone
24 დეკემბერი 2014 09:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სისულელეა. სანამ დარბის ცებტრ ფორვარდად უნდა ათამაშოს, უკან დახევას მერეცოასწრებს 30 ებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top