6 ახალგაზრდა ფეხბურთელის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.
"მანჩესტერ იუნაიტედს" მოუწევს თავისი ახალგაზრდა ფეხბურთელების შესანარჩუნებლად შესაბამისი ზომები მიიღოს.
6 ახალგაზრდა ფეხბურთელის - ჯეიმს უილსონი, ტაილერ ბლეკეტი, რის ჯეიმსი, ჯესი ლინგარდი, პედი მაკნეირი და ანდრეას პერეირა - მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.
ჭორების თანახმად შესაძლოა ექვსივე მათგანმა 1 იანვრის დადგომისთანავე უცხო ქვეყნის გუნდებთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართოს, რის საფუძველზეც მომდევნო სეზონს ახალგაზრდები სხვა კლუბში ჩაატარებენ, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ "იუნაიტედს" მოუწევს მათთან განშორება.
19 წლის უილსონი უკვე მოინათლა, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავი და მან "ლივერპულთან" შეხვედრაში ძირითადშიც კი დაიწყო თამაში.
ბლეკეტი და მაკნეირი პირველი გუნდის მცველების ტრავმის შემდეგ გამოჩნდნენ ასპარეზზე და "არსენალთან" მატჩში ორივე მათგანმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა არამარტო ამ მატჩში.
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა უკვე განიხილავს ბლეკეტისა და უილსონის ახალ კონტრაქტს და ის უკვე დასრულების სტადიაზეა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგს ახსოვს 2012 წელს პოლ პოგბას დაკარგვა, რომელიც "იუვენტუსმა" შეიძინა და ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა იგივე აღარ განმეორდეს.
წყარო:
dailymail