5 რამ, რაც გვასწალვა "ასტონ ვილასთან" გამართულმა მატჩმა.
შაბათს გამართულ შეხვედრაში "იუნაიტედმა" მოგებების სერია შეწყვიტა. მეტიც, რომ არა ფალკაოს ძლიერი თაური, "წითელი ეშმაკების" წაუგებელი სერიაც დასრულდებოდა. საბოლოოდ 1-1.
ტურის ბოლომ კი გვაჩვენა, რომ ვან გაალის გუნდი ახლა 7 ქულით ჩამორჩება გუნდს. ხოლო სხვაობა მათ მდევრობს შორის შემცირდა. თუმცა "არსენალისა" და "ლივერპულის" ფრემ ეს ორი გუნდი მაინც შორს დატოვა ოთხეულიდან. მოდით განვიხილოთ 5 პუნტქრი, რაც "ასტონ ვილასთან" გამართულმა მატჩმა გვასწავლა.
1) "იუნაიტედს" უპირატესობა უნდა გამოეყენებინა
მას შემდეგ რაც ფალკაომ ანგარიში გაათანაბრა, და ეშლი იანგის "სიყოჩაღემ" ბირმინგჰელებს ერთი კაცი გამოაკლო, "ეშმაკებს" რიცხვითი უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ ბოლო 20 წუთის მანძილზე რეალური საგოლე მომენტიც კი ვექმნეს, რაც რა თქმა უნდა ყველასათვის გასაკვირი აღმოჩნდა. ყველაზე იმედგასაცრუებელი ის ფაქტია, რომ "იუნაიტედს" კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა ბურთის ფლობის მხრივ, მოედნის საჯარიმოსთან დიდ დროს ატარებდა გუნდი, თუმცა ფრეს გვერდი მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა.
2) შობას მესამე ადგილი, წაუგებელი შვიდი მატჩი - ყველა უარესს ელოდა
მოგებების სერია სამუდამოდ ნამდვილად ვერ გაგრძელდება. თუ შეადარებთ ახლანდელ და შარშანდელ მდგომარეობას, დიდ სხვაობას ნახავთ. "იუნაიტედი" გაცილებით კარგ მდგომარეობაშია, გუნდი მესამე ადგილზეა და ოთხეულის მთავარი კონკურენტები ვერ ახერხებენ მის დაწევას. ვან გაალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი არ შემცირდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ჰოლანდიელს ხელი არ მიუწვდება ისეთ ფეხბურთელებზე, როგორიც შოუ და ბლინდია, გუნდს ძალუძს სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით ხმაურიანად დაიწყოს.
3) ფალკაო ამტკიცებს თუ რატომ უნდა იყოს ძირითადის ფეხბურთელი
"იუნაიტედის" გულშემატკივარს დიდი ხნის ნატვრა აუხდა და რადამელ ფალკაო ძირითად შემადგენლობაში იხილა. კოლუმბიელმა მატჩზე დიდი გავლენა მოახდინა და ერთი გოლის გატანაც შეძლო, რითაც გუნდი მარცხს გადაურჩა. არა მარტო გოლი, არამედ მთლიან მატჩში ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომელიც ბურთს ადვილად არ ელეოდა. ამ მატჩში მან დაგვანახა, რომ ის ძალიან ახლოა იმ ფორმასთან, რომელშიც ორი წლის წინ იყო და ეს გოლი მისთვის დიდი დახმარების ხელი იქნება იმ გამოტოვებული მატჩების მერე, რაც გამოწვეული იყო ტრავმებით და უნდობლობით. "იუნაიტედს" ნამვდილად სჭირდება კოლუმბუელი, რათა ბოქსინგ დეიზე მესამე პოზიცია შეინარჩუნონ.
4) ფლეტჩერის დასასრული?მარუან ფელაინი გაციების გამო და ანდერ ერერა მიკრო ტრავმის გამო გამოაკლდნენ "ასტონ ვილასთან" მატჩს, ასე რომ ვან გაალმა დარენ ფლეტჩერს ჩააბარა მოედნის ცენტრი. დარენის განვლილი გზა მართლაც რომ რთულია და ყველას უხარია მისი ხილვა მოედანზე, მაგრამ დგება მომენტები, როდესაც ხვდები რომ ეს ფეხბურთელი საკამრისად კარგი აღარ არის. გადამატებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დარენი ძველი ფლეტჩერის ჩრდილს წარმოადგენდა გასულ მატჩში. მეორე ტაიმში, როდესაც ქერიქმა პოზიცია შეიცვალა, და მოედნის ცენტრში გადაინაცვლა "იუნაიტედი" გაცილებით სახიფათო ჩანდა. ფლეტჩერის დაუოკებელმა სურვილმა ის პირველ გუნდში დააბრუნა, თუმცა ახლა ნათლად ჩანს, რომ მისი წლები ოლდ ტრაფორდზე დასასრულს უახლოვდება.
5) ევანსს გაუჭირდება ადგილის შენარჩუნებაჯონი ევანსმა ფილ ჯონსთან და მაიკლ ქერიქთან ერთად იკისრა "იუნაიტედის" დაცვა, მაგრამ ჩრდილო ირლანდიელი კვლავ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. ბენტეკეს გოლი ნამდვილად შედევრი იყო, მაგრამ ამ გოლში დანაშაური ევანსაც მიუძრვის, რადგან მან დასარტყმელად საკამრისი ადგილი გამოუყო ბელგიელს. ეს იყო "ჰაილაითი" იმ სეზონისა თუ რაოდენ სუსტად გამოიყურება "იუნაიტედის" დაცვა ამ სეზონში. გამომდინარე იქიდან, რომ მარკოს როხო და ქრის სმოლინგი მალე დაბრუნდებიან ლაზარეთიდამ, ევანსმა ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა უნდა დაიწყოს. როდესაც ვან გაალმა გუნდი ჩააბარა, ევანსი ჩანდა ის ფეხბურთელი, რომელიც ნემანიასა და რიოს დუეტის წასვლისგან დანგრეულ კედელს აღადგენდა, თუმცა იმედები ყველას გაუცრუდა. სიტუაცია უჯუღმართობისკენ შეიცვალა. დროა მან საკუთარი სიტყვა თქვას, არ მოემზადოს ხანგრძლივი პერიოდით გადაინაცვლოს სათადარიგოთა სკამზე.
წყარო:
RepublikOfMancunia