თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2014, 09:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1600,
კომენტარები: 7
ოუენი: "სამეული მინიმუმია"
მაიკლ ოუენი "იუნაიტედის" მიზნების შესახებ.
ოუენი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა ლუი ვან გაალი გააფრთხილა, რომ პრემიერ ლიგის ცხრილის მესამე ადგილი გუნდის მინიმალური მიზანი უნდა იყოს.

ჰოლანდიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ "იუნაიტედმა" ზედიზედ 6 გამარჯვება მოიპოვა და 1 ფრე ითამაშა, რამაც "წითელ ეშმაკებს" მესამე ადგილზე თავის დამკვიდრების საშუალება მისცა.

მაგრამ ოუენი, რომელიც ამჟამად BT Sport-ს ექსპერტია აცხადებს, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ მისი ყოფილი გუნდი უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

"სეზონის დაწყების წინ მოლოდინი მესამე და მეოთხე ადგილს შორის არ ყოფილა."

"ხალხის უმრავლესობა ელოდა, რომ "იუნაიტედი" ტიტულისთვის იბრძოლებდა."

"მათ მოიგეს წინასასეზონო ტურნეზე ყველა მატჩი, მოიყვანეს ახალი მწვრთნელი, რომელსაც შესანიშნავი შედეგები აქვს და დახარჯეს მთელი სიმდიდრე."

"შესაძლოა თქვათ, რომ მათ მოლოდინს გადააჭარბეს, რამეთუ მესამე ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ."

"პრემიერ ლიგის მესამე ადგილზე დასრულება მინიმალური მიზანი იქნება."
- განაცხადა ოუენმა.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 დეკემბერი 2014 09:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"იუნაიტედის" მიზანი ყოველთვის მწვერვალზე ასვლაა, მაგრამ ხანდახან ძალიან ჭირს. იუნაიტედის ფანები ვართ და გვინდა რომ მოვიგოთ, მაგრამ რეალურად უნდა შევხედოთ. შეუძლებელი არაა, მაგრამ ძალიან რთული იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
23 დეკემბერი 2014 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
"სეზონის დაწყების წინ მოლოდინი მესამე და მეოთხე ადგილს შორის არ ყოფილა."

"ხალხის უმრავლესობა ელოდა, რომ "იუნაიტედი" ტიტულისთვის იბრძოლებდა."


არ ვიცი ვინ ელოდა ამას, მარა მე ნაღდად არ ვიყავი ის
0
№3
ავტორი: AkkRed
23 დეკემბერი 2014 10:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს ხან შანსი არ აქვსო ხან მინიმუმია მესამე ადგილიო areyoukiddingme

დაკონკრეტდეს ცოტა ბლიაააა
0
№4
ავტორი: chudikone
23 დეკემბერი 2014 10:57
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
შოუ და ბლინდი გვაკლია მაგრად :((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Mufc7
23 დეკემბერი 2014 12:25
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
",,მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა ლუი ვან გაალი გააფრთხილა, რომ პრემიერ ლიგის ცხრილის მესამე ადგილი გუნდის მინიმალური მიზანი უნდა იყოს."
კაი კაცო, კი არ იცოდა ეგ ლუიმ o.O
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 დეკემბერი 2014 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეგ ყველამ იცის რომ მინიმალური მიაზნი ლიგის ზონაში მოხვედრაა და ახალი ეს ნამდვილად არაა.

"დახარჯეს მთელი სიმდიდრე."- არა მგონია მთელი სიმდიდრე დაგვეხარჯა...
0
№7
ავტორი: GeorgeBest
23 დეკემბერი 2014 16:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პრემიერ ლიგის მესამე ადგილზე დასრულება მინიმალური მიზანი იქნება


კარგი შედეგი იქნება მესამე ადგილი. მთავარია შევინარჩუნოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top