თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2014, 08:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1707,
კომენტარები: 5
საუბრები ვარჯიშის შესახებ: ჯონი ევანსი
ჯონი ევანსის ინტერვიუ.
საუბრები ვარჯიშის შესახებ: ჯონი ევანსი
ვარჯიშების რომელი ნაწილი მოგწონთ ყველაზე მეტად?

უშუალოდ სესიის დროს? ძალიან კარგია პატარა თამაშები, რადგან ის ყოველთვის კონკურენტუნარიანია და ვიწრო არეალში თავის გამოჩენის საშუალებას გაძლევს. ასეთ პატარა თამაშებში ფანტასტიურ გოლებს იტან და ეს მისი ყველაზე სასიამოვნო ნაწილია.

ვარჯიშებზე ვის აქვს გატანილი საუკეთესო გოლი?

იცით რა, ვფიქრობ გიგზმა გაიტანა და ეს ყოველთვის მემახსოვრება. ის დარტყმას აპირებდა და მეკარეს მხედველობა შორეულ ძელთან გადაიტანა, თვითონ ახლო ძელთან დაარტყა. მაგრამ ეს 30 თუ 40 იარდიდან გასროლილი იყო და არა ერთი-ერთზე გასვლა. აი რამდენად კარგი იყო ის.

მოგვიყევით გოლის შესახებ, რომელიც ვარჯიშზე გაგიტანიათ და საუკეთესოდ მიგაჩნიათ...

მახსოვს, როცა პირველ გუნდში მოვედი, მარცხენა ფეხით მარჯვენა კუთხეში გავიტანე გოლი. მას შემდეგ აღარ გამიტანია.

ვინ არის ვარჯიშებზე ყველაზე კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი?

ვფიქრობ, ყველა. წარსულში გიგზი იყო. ახლა მიჭირს ამის თქმა, მაგრამ გიგზი ნამდვილად იყო ის, ვინც ნებისმიერ შემთხვევაში გაბრაზებდა.

თქვენს იდეალურ ხუთკაციან გუნდში ვის აიყვანდით?

ყველას შემტევს ავირჩევდი და ორ თავდამსხმელს. რობინ ვან პერსის და უეინ რუნის, ადნან იანუზაის, რადგან ის ნიჭიერია და დავამატებდი ხუან მატას.

სავარჯიშო დარბაზში ამ დროისათვის რამე სპეციფიურს აკეთებთ?

ჩვენ ყოველთვის სავარჯიშო დარბაზში ვართ და ბევრ ძალისმიერ სამუშაოს ვასრულებთ. ამაზე რეალურად ვართ კონცენტრირებულნი და ვცდილობთ ჩვენ თამაშს სისწრაფის ეს ელემენტი შევძინოთ.

არსებობს რაიმე ტექნოლოგიური ან სტატისტიკური ვარჯიშები, რომელსაც მიმართავთ?

ვფიქრობ, კარგი სტატისტიკაში ის არის, რომ ყოველი სესიის შემდეგ მეყსეულად მოგვეწოდება მონაცემები. ჩვენ ვამოწმებთ, თუ რამდენი კილომეტრი გავირბინეთ, რა სიმაღლე, სისწრაფე და მანძილი გადავლახეთ და ვფიქრობ კარგია იმის ცოდნა, თუ რამდენად შორს მიდიხარ. აუცილებელია იცოდე შენ სხეულთან მიმართებაში როგორ სამუშაოს ასრულებ და შეძლებ თუ არა მომდევნო სესიაზე იგივეს განმეორებას. ყოველი სესიის შემდეგ სტატისტიკის მიღებისას შეგიძლია საკუთარი თავი თავად მართო.

არსებობენ Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე დაუფასებელი გმირები?

აღჭურვილობის ორი მომწოდებელი. წარსულში, ალბერტ მორგანს უხდებოდა ყველგან გაჰყოლოდა გუნდს, სადაც კი წავიდოდა, ასევე აღჭურვილობის ორივე მომწოდებელს უხდებათ იგივეს კეთება. ალეს ვაილი და იან ბუკინგემი ჩვენზე ერთი დღით ადრე მიდიან და გვიან ბრუნდებიან. ვიცი, რომ ისინი ორნი არიან, მაგრამ მარტოსულ სამუშაოს ჰგავს, თანაც ჩვენთან ერთად სასტუმროში ვერ რჩებიან, რადგან სტადიონთან ახლოს უნდა იყვნენ. ეს დიდი რამაა და მათ ამ საქმეს ვაფასებთ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 დეკემბერი 2014 09:02
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ის დარტყმას აპირებდა და მეკარეს მხედველობა შორეულ ძელთან გადაიტანა, თვითონ ახლო ძელთან დაარ***. მაგრამ ეს 30 თუ 40 იარდიდან გასროლილი იყო და არა ერთი-ერთზე გასვლა. აი რამდენად კარგი იყო ის.


good2 წლები ნიჭზე ვერ მოქმედებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
23 დეკემბერი 2014 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ყველას შემტევს ავირჩევდი და ორ თავდამსხმელს. რობინ ვან პერსის და უეინ რუნის, ადნან იანუზაის, რადგან ის ნიჭიერია და დავამატებდი ხუან მატას.


ეს კითხვა ყოველთვის ყველაზე მეტად მაინტერესებს ხოლმე
0
№3
ავტორი: AkkRed
23 დეკემბერი 2014 12:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამას გიგზი მაგრად ევასება wink
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 დეკემბერი 2014 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"მახსოვს, როცა პირველ გუნდში მოვედი, მარცხენა ფეხით მარჯვენა კუთხეში გავიტანე გოლი. მას შემდეგ აღარ გამიტანია." areyoukiddingme areyoukiddingme

ამას ვარჯიშებზე ვერ გააქვს და თამაშის დროს გაიტანს??? არ გვინდა შენი გატანა, რაც გევალება ის გააკეთე კარგად...
0
№5
ავტორი: GeorgeBest
23 დეკემბერი 2014 19:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვახო ( G G M U),
მთავარია თავის კარში არ გაიტანოს და რას დაეძებ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top