თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2014, 08:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1583,
კომენტარები: 8
ფერგიუსონი: "მაიკლი საუკეთესოა"
სერ ალექს ფერგიუსონი კერიკის შესახებ.
ფერგიუსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა მაიკლ კერიკს პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი უწოდა.

მას შემდეგ, რაც კერიკმა ტრავმა მოიშუშა და კლუბს დაუბრუნდა, ლუი ვან გაალის შეგირდებმა შვიდიდან ექვსი მატჩი მოიგეს და ფერგიუსონი ამაში კერიკის დიდ ღვაწლს ხედავს.

"ვფიქრობ - მაიკლი ინგლისის პრემიერ ლიგაში საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია. ასეთ თამაშში ის საუკეთესო ინგლისელი მოთამაშეა." - განაცხადა სერ ალექსმა.

ფერგიუსონმა ისიც აღიარა, რომ "წითელი ეშმაკების" თამაშით ძალიან კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ "იუნაიტედი" სეზონს მაღალ საფეხურზე დაასრულებს.

"არც კი ვიცი, ტრავმების ასეთი რაოდენობის ფონზე ლუი ვან გაალი უკეთეს შედეგს თუ ელოდა. როცა მოთამაშეები მწყობრში ჩადგებიან, თქვენ "იუნაიტედის" აღმასვლას დაინახავთ. ლუი წარმატებული იქნება, რადგან ის დიდებული მწვრთნელია."

"არ მაინტერესებს რა მოსდით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მან შეიძინა, რადგან მათ დრო სჭირდებათ."

"როცა იანვარში პატრის ევრა და ნემანია ვიდიჩი შევიძინე, ზუსტად ასეთი რამ მოხდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშთან შესაგუებლად 5 თვე დასჭირდათ. ახალი ფეხბურთელების შემთხვევაში ყოველთვის ასეა."
- დაასრულა ფერგიუსონმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
23 დეკემბერი 2014 08:25
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მაიკლი ინგლისის პრემიერ ლიგაში საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია. ასეთ თამაშში ის საუკეთესო ინგლისელი მოთამაშეა." - განაცხადა სერ ალექსმა.


დაალაიქეთ ბიჯოო aggressive2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: RojoDiablo
23 დეკემბერი 2014 09:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
საუკეთესო არ არის, მაგრამ ერთ-ერთი კია.

გასული წლის მერე ფერგიუსონი ძლივს ვნახე გაცინებული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
23 დეკემბერი 2014 09:08
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"როცა მოთამაშეები მწყობრში ჩადგებიან, თქვენ "იუნაიტედის" აღმასვლას დაინახავთ. ლუი წარმატებული იქნება, რადგან ის დიდებული მწვრთნელია."
ბაბუუ:(( აუ როგორ მენატრებაა!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: DiMaria
23 დეკემბერი 2014 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
საუკეთესო ტურეა. მაიკლს ნუ შევადარებთ მას
0
№5
ავტორი: chudikone
23 დეკემბერი 2014 10:53
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვერ დაგეთანხმები ბაბუ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: temo-scholes
23 დეკემბერი 2014 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ia ia tures shemdeg bazari araa ser! Magram imashi sruliad getanxmebi ro fexburtelebs kide cota dro chirdebat adaptaciistvis da ar minda chemi ''el tigre'' gaushvan... Minda ro falcao chevni gundis ucvleli wevri iyos...!
0
№7
ავტორი: AkkRed
23 დეკემბერი 2014 12:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გასულ წელს ფერგის ინტერვიუ არ მახსოვს wink კაცმა იმედის ნაპერწკალი ნახა
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 დეკემბერი 2014 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საუკეთესო ალბათ გადაჭარბებული ნათქვამია იმასაც თუ გავითვალისწინებთ რო კერიკი რაც დაბრუნდა ხშირად დაცვაში დგას და არა ნახევარდცაში, თუმცა ძალიან დიდ სამუშაოს რომ ასრულებს მაგაში ორი აზრი არ არსებობს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top