თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2014, 21:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1494,
კომენტარები: 7
ფილ ჯონსის ინტერვიუ
ფილ ჯონსის ინტერვიუ.
ფილ ჯონსის ინტერვიუ
ფილ, "ლივერპულთან" მატჩში მოედანზე გახვედით, თუმცა 100%-თ მზად არ იყავით. როგორი გრძნობა იყო გუნდში დაბრუნება?

რა თქმა უნდა, მოედანზე გასვლით ძალიან გახარებული ვიყავი. ის მატჩი მოვიგეთ, ხოლო მერსეისაიდელების დამარცხებას ჯერ კიდევ წინა წლის შემდეგ ველოდებოდით.

"იუნაიტედს" გამარჯვებათა 6 მატჩიანი სერია ჰქონდა, წინ კი მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება. როგორ ფიქრობთ, შეძლებს გუნდი წარმატების შენარჩუნებას?

დღემდე ბიჭები შესანიშნავად უმკლავდებოდნენ გადატვირთულ გრაფიკს. სეზონის დასაწყისში პრობლემები გვქონდა, მაგრამ ახლა ვაჩვენეთ, რომ კარგი გუნდი გვყავს. ბევრ საგოლე მომენტს ვქმნით და იმედი მაქვს, ასეც გავაგრძელებთ.

თქვენი მთავარი მწვრთნელი პერფექციონისტს ჰგავს. მის ირგვლივ განსაკუთრებული აურა ტრიალებს. იგრძნობა თუ არა იგივე ვარჯიშების დროს?

ო, დიახ. ის ასეთი ადამიანია. ვან გაალს კლუბში მოსვლის პირველივე დღიდან, ფეხბურთელები კარგად ექცევიან, სამწვრთნელო შტაბი შესანიშნავად მუშაობს. ის ასეთ დონეზე მუშაობას ძალიან შეესაბამება. ვან გაალმა იცის, რას აკეთებს.

უეინ რუნი, დავიდ დე ხეა... შეამჩნიეთ ამ ფეხბურთელების თამაშში ცვლილება?

ისინი ყოველთვის დიდებულად თამაშობდნენ და გუნდს სარგებელს აძლევდნენ. დავიდი ერთი მეორის მიყოლებით გვშველის, უაზა მუდმივად იტანს. ჩემთვის არაფერი შეცვლილა - ორივე მათგანი დიდებული ფეხბურთელია, ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანები.

თვლით თუ არა "იუნაიტედს" ტიტულის პრეტენდენტად?

არ ვიცი. თითოეულ თამაშში უნდა გავაგრძელოთ გამარჯვების მოპოვება და ქულების დაგროვება. ვფიქრობ, შობის შემდეგ ამ საკითხს ისევ მივუბრუნდებით და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

"მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ დროს როგორ აღწერთ?

მიუხედავად ტრავმებისა, მიმაჩნია, რომ ბევრ რამეს მივაღწიე. ჩვენ მოვიგეთ პრემიერ ლიგა, გავიმარჯვეთ მნიშვნელოვან მატჩებში, ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგაზე. ამიტომ, "ბლექბერნში" რომ ეთქვათ ასეთი რამ გელოდებაო, უბრალოდ გამეცინებოდა. არ მიმართლებს, მაგრამ ფორმაში მალე უნდა შევიდე და ძირითად შემადგენლობას დავუბრუნდე.

ტრავმებზე ხშირად ფიქრობთ?

არა, მე ყოველთვის წინ ვიყურები, მომავალში ვიხედები. ვერაფერი მაიძულებს გზიდან გადახვევას. მე მაქსიმალურად ვარ ფოკუსირებული და გამარჯვებებს ვესწრაფვი. არ განვეკუთვნები მათ რიგებს, ვინც ნებდება.



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 დეკემბერი 2014 21:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამიტომ, "ბლექბერნში" რომ ეთქვათ ასეთი რამ გელოდებაო, უბრალოდ გამეცინებოდა.


არც ერთი ფეხბურთელი არ იკარგება, თუ მას მაღალი დონისთვის შესაბამისი მონაცემები აქვს. ჯონსს რომ ცოტა მეტი იღბალი ჰქონდეს, ნამდვილად იქნება სტაბილური წევრი დაცვაში. სამწუხაროა, მაგრამ ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
23 დეკემბერი 2014 00:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხოლო მერსეისაიდელების დამარცხებას ჯერ კიდევ წინა წლის შემდეგ ველოდებოდით.


წინა წელს თუ გადავხედავთ გულშემატკივრები ვიმსახურებდით ესეთი ანგარიშით გამარჯვებას
0
№3
ავტორი: red devil
23 დეკემბერი 2014 08:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Faifuris ar iyo kai iqnebodi
0
№4
ავტორი: Mufc7
23 დეკემბერი 2014 09:11
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"მე ყოველთვის წინ ვიყურები, მომავალში ვიხედები. ვერაფერი მაიძულებს გზიდან გადახვევას. მე მაქსიმალურად ვარ ფოკუსირებული და გამარჯვებებს ვესწრაფვი. არ განვეკუთვნები მათ რიგებს, ვინც ნებდება." უხხ შენ გენაცვალე:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: DiMaria
23 დეკემბერი 2014 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არა, მე ყოველთვის წინ ვიყურები, მომავალში ვიხედები. ვერაფერი მაიძულებს გზიდან გადახვევას. მე მაქსიმალურად ვარ ფოკუსირებული და გამარჯვებებს ვესწრაფვი. არ განვეკუთვნები მათ რიგებს, ვინც ნებდება.


ამიტომ გვევასები ყველას და ამიტომ გეძახით გლადიატორს ფილიას
0
№6
ავტორი: chudikone
23 დეკემბერი 2014 10:51
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დღეს ყველაზე სანდოა იუნაიტედის დაცვის ხაზში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: AkkRed
23 დეკემბერი 2014 16:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაგრად მევასება იმედია ტრავმებისკენ მიდრეკილებას მოიკლებს ♥♥
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top