ინგლისელმა თანაგუნდელებმა Manutd.com-ის მომხმარებლების შეკითხვებს უპასუხეს...
თუ თქვენ გექნებათ არჩევანი ორ "იუნაიტედის" ფეხბურთელს შორის, რომელთან ერთად ამჯობინებდით მკაცრ უდაბნოში, კუნძულზე ყოფნას და რატომ?იანგი: მე უელბეკს დავასახელებდი, მაგრამ რაკი ის ახლა ჩემთანაა, ქლევერლის ავირჩევდი. მას კარგი იდეები მოუვიდოდა აქედან თავის დასაღწევად.
რამდენად მნიშვნელოვანია შობის პერიოდი თქვენთვის?უელბეკი: ამ პერიოდში, თამაშების რაოდენობა გახშირებულია. ეს სასიცოცხლო პერიოდია, მას ყველანი მოუთმენლად ველით. ერთადერთი ცუდი მხარე ამ ფაქტს ის აქვს, რომ შობის ღამეს ჩვენს ოჯახებთან ერთად არ ვართ.
იანგი: ამ დღეებში ბევრი მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან ბევრი გუნდი ამ დროს, გასვლით თუ საშინაო მატჩებში, ქულებს კარგავს. ასევე, შობის პერიოდში ჩვენ ვტოვებთ ოჯახებს. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ფეხბურთელები ამას უკვე მივეჩვიეთ. ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი ქულის აღება "ბოქსინგ დეიზე", რაც შობას კიდევ უფრო კარგს ხდის.
აღწერეთ სერ ალექსი ერთი სიტყვითიანგი: მუდამ გამარჯვებული.
უელბეკი: მუდამ გამარჯვებული.
ეშლი, გაქვს რაიმე სტრატეგია ახალგაზრდა განაპირა მცველების მოსატყუებლად?მე უბრალოდ ჩემს თავს ვენდობი. უნდა იცოდე რას აპირებ, როცა ბურთი შენ გაქვს. მათი მოტყუება ფინტით, ან უბრალო მოძრაობითაც შეგიძლია. უბრალოდ წინასწარ უნდა გქონდეს გადაწყვეტილი რის გაკეთებას აპირებ.
რომელია თქვენი ყველა დროის საუკეთესო ფილმი?იანგი: ბევრი ვარიანტი მაქვს, მაგრამ მათი ჩამოთვლა დიდ დროს წამართმევს, ამიტომ მხოლოდ რამოდენიმეს ვიტყვი. ბავშვობაში მიყვარდა Mighty Ducks-ის ყურება, ასევე Smile Orange, ეს იამაიკური ფილმია. თუ დრო გექნებათ, აუცილებლად უყურეთ. 100-ჯერ მაინც მექნება ეს კინო ნანახი...
უელბეკი: საუკეთესოს გამორჩევა ძნელია, მეც Mighty Ducks-ს ავირჩევდი.
ფეხბურთის გარდა, რომელი სპორტი გიტაცებთ ყველაზე მეტად?უელბეკი: ფეხბურთი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ბავშვობაში, როცა ვიზრდებოდი, სკოლაში სხვადასხვა სპორტულ თამაშებს ვთამაშობდით, მაგრამ ფეხბურთს მათში გამორჩეული ადგილი ეკავა. მითამაშია ცოტა ჩოგბურთი და მისი ყურება ახლაც მიყვარს. გოლფის ფანი არ ვარ. მიყვარს კალათბურთის ყურებაც.
იანგი: კალათბურთი. ზოგიერთი მათი მოძრაობა დაუჯერებელია. ლებრონ ჯეიმსი ჩემი საუკეთესო მოთამაშეა კობი ბრაიანტთან ერთად.
რომ არ იყოთ ფეხბურთელი, რა იქნებოდა თქვენი პროფესია და რატომ?იანგი: ალბათ უნივერსიტეტში ვისწავლიდი და გავყვებოდი ჩემი ორი ძმის გზას. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ რა გამომივიდოდა.
უელბეკი: მე ასე არ მოვიქცეოდი. სკოლას კარგად ვერ ვეწყობოდი. კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ეს პროცესი არ მსიამოვნებდა... ვიყიდიდი ტკბილეულობას მაღაზიაში და გავყიდიდი სკოლის მოსწაბლეებში!
რა იქნებოდა თქვენთვის საუკეთესო საახალწლო საჩუქარი?იანგი: საუკეთესოს საჩუქარი? არვიცი, ჩემი საუკეთესო საჩუქარი ჩემი შვილები არიან.
რა გრძნობა გეუფლებათ, როცა გვირაბში დგახართ, ელოდები მოედანზე გასვლას და ფანების შეძახილები გესმით?იანგი: ეს შესანიშნავი გრძნობაა. სანამ ადამიანი არ გამოცდი, ამას სიტყვებით ვერ აღწერ. ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გრძნობაა.
დანი, მატჩამდე რაიმე დადგენილი წესები ან ჩვევები გაქვს?უელბეკი: ჩემი წესი მატჩამდე დასაძილებლად წასვლაა. მძინარა ვარ, ამის გაკეთება ყველგან შემიძლია.
იანგი: დამიჯერეთ, ყოველთვის ძინავს, როცა სადმე მივფრინავთ!
უელბეკი: ჰა ჰა ასეა! მატჩის დღეს პირველ რიგში დავიძინებ, შემდეგ შხაპს მივიღებ და მოსამზადებლად წავალ.
"ოლდ ტრაფორდის" გარდა, ნათამაშებ რომელ სტადიონს გამოარჩევდით?იანგი: "უემბლი", შეიძლება ამას ჩემი ქვეყნის წარმოსაჩენად ვიძახი. ყოველთვის ვამაყობ, როცა ინგლისის მაისურით ამ სტადიონზე ვთამაშობ.
უელბეკი: დიახ, "უემბლი" შესანიშნავია. მე "სანდერლენდის" სტადიონიც მომწონს, აქ სასიამოვნო დრო მაქვს გატარებული.
ეშლი, რომელ სამ ქალაქს ესტუმრებოდით? დანი, თქვენი ყველა დროის საყვარელი ტოპ 5 მომღერალი?ეშლი: ლონდონი (იცინის), ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე სამხრეთ ლონდონიდან ვარ. არ ვყოფილვარ პარიზში - სიამოვნებით წავიდოდი, ბევრი კარგი რამ მსმენია ამ ქალაქის შესახებ. ასევე მილანი, უმთავრესად საყიდლების გამო!
უელბეკი: ბევრი კარგი მომღერალს ვუსმენ, მაგრამ მათგან მაიკლ ჯექსონს, Jay Z-ს, კენი ვესთს, ასევე ბიონსეს და ალისია კეისს გამოვყოფდი. მომწონს The Weekend-იც. ხუთი საუკეთესოს არჩევა არ შემიძლია!
რას აკეთებთ სტადიონის გარეთ დასასვენებლად და თქვენში რომელი უკეთესად თამაშობს ფიფას?უელბეკი: მე უკეთესი ვარ! მაგრამ ჩვენ განსხვავებულ კონსოლებში ვთამაშობთ და ამის თქმა მაინც რთულია. მე უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს ფიფას სათამაშოდ, ვიდრე იანგს - ოჯახის გამო. მე მასზე უკეთესი ვარ.
ყველაზე დაუვიწყარი მომენტი "იუნაიტედში"?იანგი: დიდი ხანი არაა რაც აქ ვარ, მაგრამ ჩემს პირველ ორ გოლს დავასახელებდი. მე ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. კიდევ ვიტყვი, რომელიმე მათგანი სეზონის საუკეთესო გოლი უნდა გამხდარიყო! მატჩი "არსენალის" წინააღმდეგ ფანტასტიური იყო, 8-2 გამარჯვება და ორჯერ ბურთის გატანა ბრწყინვალე მომენტია ჩემს კარიერაში.
უელბეკი: ჩემი პირველი გოლი "სტოკთან". მაგრამ არ მახსოვს როგორ ავღნიშნე ეს გოლი!
რომ გქონდეთ შესაძლებლობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიიდან ნებისმიერ მატჩში მონაწილეობის, რომელს არიჩევდით და რატომ?იანგი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1999 წელს.
უელბეკი: მე ამ მატჩს ჩემს ოჯახთან ერთად ვუყურე. აღნიშვნა საოცარი იყო, ალბათ მთელი ქუჩა დავაყრუეთ!
რომ გქონდეთ კარიერა დასრულებულ ნებისმიერ ფეხბურთელთან თამაშის შესაძლებლობა, რომელს აირჩევდით და რატომ?იანგი: მე ერიკ კანტონას დავასახელებდი. ალბათ მიზეზის თქმა საჭირო არ არის. ის ლეგენდაა, მან ბევრი გააკეთა კლუბისთვის და საერთოდ ფეხბურთისთვის.
უელბეკი: რთულია ერთის დასახელება, მაგრამ ზიდანს ავირჩევდი.
როცა "ოლდ ტრაფორდზე" შეაბიჯებთ, არის იქ ვინმე ვისაც პირველად შეხედავთ და მიესალმებით?იანგი: ამ დროს, ყოველთვის ვიყურები იმ ადგილისკენ, სადაც ჩემი ოჯახია. მატჩის დაწყებამდე მათ ხელს ვუქნევ.
წყარო:
manutd.com