თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2014, 20:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2170,
კომენტარები: 6
Boxing Day-ს საუკეთესო ბომბარდირები
"მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირები Boxing Day-ზე.
Boxing Day-ს საუკეთესო ბომბარდირები
სანამ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნიუკასლს" მიიღებდეს, კლუბის ოფიციალურმა საიტმა გადაწყვიტა Boxing Day-ს გამორჩეული ბომბარდირები გაიხსენოს.

ბრაიან მაკკლეირი

Boxing Day-ს საუკეთესო ბომბარდირები


Boxing Day-ზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მეფე გოლეადორი ბრაიან მაკკლეირი გახლავთ. შოტლანდიელი თავდამსხმელი წლის მიწურულს ფორმის პიკს აღწევდა. მას "ნორვიჩის", "ოლდჰემისა" და "შეფილდის" კარები აქვს დალაშქრული.

რაიან გიგზი

Boxing Day-ს საუკეთესო ბომბარდირები


რაიან გიგზი თავისი დიდებული კარიერის განმავლობაში, შობის პერიოდში მცველებს თავბრუს ახვევდა და 1991 წელს მან "ოლდჰემს" დასამახსოვრებელი სოლო რეიდის შემდეგ გაუტანა ბრწყინვალე გოლი. მატჩი 6-3 დასრულდა.

სტენ პირსონი

Boxing Day-ს საუკეთესო ბომბარდირები


სტენ პირსონმა ნამდვილად იცოდა სად მდებარეობდა მოწინააღმდეგის კარი და მან Boxing Day-ს მატჩებში საერთო ჯამში 5 გოლი გაიტანა, მათგან 1949 წელს "ოლდ ტრაფორდზე" "არსენალის" კარში შესრულებული დუბლი - მატჩი "იუნაიტედმა" 2-0 მოიგო.

დენის ვაიოლეტი

Boxing Day-ს საუკეთესო ბომბარდირები


დენის ვაიოლეტი მუდამ იმყოფებოდა გოლეადორთა შორის და მას Boxing Day-ზე 5 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის "კარდიფისა" და "ასტონ ვილას" წინააღმდეგ.

დიმიტარ ბერბატოვი

Boxing Day-ს საუკეთესო ბომბარდირები


შობის პერიოდი ნამდვილად მოსწონდა - 2011 წელს "უიგანის" 5-0 გამანადგურებელ მატჩში ბულგარელმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა და ზამთრის პერიოდში ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა.

ჯორჯ ბესტი

Boxing Day-ს საუკეთესო ბომბარდირები


ჯორჯ ბესტი "იუნაიტედის" კიდევ ერთი ლეგენდაა, რომელსაც თავის სახელზე 4 გოლი აქვს მითვლილი, მათ შორის 1967 წელს "ვულვზის" კარში შესრულებული დუბლი. ერთი წლით ადრე ჩრდ. ირლანდიელმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა "შეფილდის" კარში და 1970 წელს "დერბისაც" გაუტანა, როცა შეხვედრა 4-4 დასრულდა.

სერ ბობი ჩარლტონი

Boxing Day-ს საუკეთესო ბომბარდირები


26 დეკემბერს ჩატარებულ მატჩებში 4 გოლის ავტორთა სია ბობი ჩარლტონით დავასრულოთ, რომელსაც 1967 წელს "ვულვზის" 4-0 დამარცხებაში მიუძღვის წილი.

"იუნაიტედის" მოქმედი ფეხბურთელებისგან 26 დეკემბერს ყველაზე მეტი გოლი უეინ რუნის აქვს გატანილი - 2 გოლი.

წყარო: carrick.ru
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
22 დეკემბერი 2014 20:24
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ყოველთვის მაგრად ვთამაშობთ ხოლმე boxing day-ზე და იმედია ტრადიციას გავაგრძელებთ, რუნი შეუერთდება ამ დიად ხალხს ალბათ ნიუკასლთან მატჩის შემდეგ )))
0
№2
ავტორი: RojoDiablo
22 დეკემბერი 2014 20:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა სახელები და ბერბატოვი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
22 დეკემბერი 2014 21:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბერბა winked ეხლა წავა ამის მონატრებები wink
0
№4
ავტორი: red devil
23 დეკემბერი 2014 08:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Rooney kide gaitans
0
№5
ავტორი: AkkRed
23 დეკემბერი 2014 09:21
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვან პერსისაც ხო აქვს გატანილი 2 ბურთი??
0
№6
ავტორი: DiMaria
23 დეკემბერი 2014 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩვეულებრივ ვიგებთ ხოლმე და ახლაც უნდა მოვიგოთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top