2012/13 წლების სეზონის "იუნაიტედის" სათამაშო ტაქტიკა, რომელმაც გუნდს ტიტული მოუპოვა.
სტატიის
პირველ ნაწილში დავწერეთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2012/13 წლების სეზონში იმაზე მეტი გოლის გატანა მოახერხა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და სქემაზე ვაჩვენეთ, თუ საიდან გადიოდა გოლების უმეტესობა (თითქმის მეკარის საჯარიმოდან). ჩვენი ანალიზის მეორე ნაწილში კი შევეცდებით ავხსნათ, რატომ ურტყამდა "იუნაიტედი" კარის მიმართულებით ცოტას, როცა მოედანზე დომინირებადი გუნდი იყო.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, უკეთესია ტეო უოლკოტისგან დავიწყოთ...
"უოლკოტის ეფექტი"2011/12 წლების სეზონის შემდეგ პოლ რაილიმ თავის
ბლოგზე ტეო უოლკოტის ჩაწოდებების სტატისტიკა დადო. პოლმა აღწერა, თუ რამდენად იშვიათად პოულობდა ინგლისელის გადაცემები ადრესატს. ვციტირებთ: "უოლტოკი საშუალოდ ორ მატჩში ერთ ზუსტ გადაცემას აკეთებს. დასრულებულ სეზონში მან 134 ჩაწოდება გაუკეთა თანაგუნდელებს. მხოლოდ 18 მათგანი აღმოჩნდა ზუსტი. მაგრამ! როცა მხოლოდ ზუსტ გადაცემებს აანალიზებ, მათი გამანადგურებელი პოტენციალი გაოცებს - 18-დან 8 გადაცემა გოლად გარდაისახა".
ასეთი კონვერტაცია შესაძლოა იღბალს ან პარტნიორების დაუჯერებელ ოსტატობას მიაწერო (არ უნდა დავივიწყოთ, რომ იმ სეზონში უოლკოტი ვან პერსისთან ერთად თამაშობდა), მაგრამ რაილი ასე არ თვლის. ის მიიჩნევს, რომ უოლკოტი ბურთს ლანგარზე მირთმეული აძლევდა პარტნიორებს. ის გვიჩვენებს, თუ როგორ მიდიოდა უოლკოტის 8-დან 6 გადაცემა მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედნის სიღრმეში. მარტივია იმის გაგება, რომ ასეთი გადაცემის შემდეგ გოლის გატანა გაცილებით იოლია, ვიდრე ბრბოში ჩაწოდება.
დამაჯერებლად ჟღერს, რადგან შეესაბამება ფეხბურთს, რომელსაც უყურებთ. საჯარიმო მოედანში ბურთით შერბენა - ყველაზე სახიფათო რამაა, რისი გაკეთებაც ფლანგის ფეხბურთელს შეუძლია. სწორედ ამით არიან ტეო უოლკოტი, ანხელ დი მარია, კრიშტიანუ რონალდუ და მისთანები ესოდენ კარგები. როცა საჯარიმოში ბურთით არიან, მეკარეები კარის ხაზზე ცახცახებენ, ხოლო მცველები თავიანთ ფეხბურთელს კარგავენ, რადგან ერთი-ერთზე ასეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია.
თუმცა შემტევ მხარეს ასეთ სიტუაციაში პასის გაკეთება საკმაოდ უჭირს. ტეოს ადგილზე წარმოიდგინეთ თავი. სისწრაფის ხარჯზე თქვენ შემვიწროვებელს სცდებით და საჯარიმოში ბურთთან ერთად აღმოჩნდებით. კარგია, რომ მთელი დაცვითი ხაზი თქვენსკენ მიიზიდეთ, რითაც სხვა ფეხბურთელებს მიეცით სივრცეები, მაგრამ ახლა თითოეული მცველი თქვენკენ მორბის. ისინი თქვენ დარტყმებს ბლოკავენ, გადაცემის ხაზებს კეტავენ, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არასაკმარისად კარგი პასის შემთხვევაში თავდამსხმელის საკმარისად სწრაფ რეაგირებას ვერ მოახდენს იმისთვის, რომ კარში დაარტყას. სამაგიეროდ, თუ მაინც მოახერხებთ და კუთხეში ბზარს იპოვით, თუ ზუსტი გადაცემის გაკეთებას შეძლებთ, პრაქტიკულად ყოველი მომდევნო დარტყმა კარის აღებით დასრულდება.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ მშრალი სტატისტიკის ანალიზირებას მოვახდენთ, ეს უბრალოდ გამოიყურება: მეტი გოლი, ნაკლები რაოდენობის დარტყმების ფონზე.
ალბათ გესმით რას ვგულისხმობ. როგორც დარტყმების შემთხვევაში - როცა ფერგიუსონის გუნდი დასარტყმელი მომენტის შექმნას მოსახერხებელი პოზიციიდან ახდენდა - ისე ფლანგებიდან შეტევისა და ჩაწოდებების დროს, ფეხბურთელი კონცენტრირებული იყო ისეთ გადაცემაზე, რომელსაც ყველაზე მარტივად შეასრულებდა თავდამსხმელი.
სიტუაციის გამწვავებაშევხედოთ 2012/13 წლებში "იუნაიტედის" ფლანგის ფეხბურთელებს: პატრის ევრა, რაფაელი, ნანი, ანტონიო ვალენსია. ნიშანიც კი არ არის "ცენტრალური ვინგერების" ან "ინვენტირებული ფულბექების" (რომლებიც იწევენ ცენტრში, რათა შეტევა გააგრძელონ ან დარტყმა განახორციელონ ფლანგზე მკაცრი გადანაცვლების გარეშე) თაობაზე, ისინი ნამდვილი კარგი მორბენალები არიან, რომელთაც დრიბლინგი და სისწრაფე აქვთ.
გიყვართ გაქცევები? მიიღეთ, ჩაეწერეთ!
უოლკოტური გადაცემები - ეს არის გადაცემათა ის ტიპი, რომელთა შექმნა "მანჩესტერ იუნაიტედს" 2012/13 წლების სეზონში უნდა შეძლებოდა.
ჩაწოდებების სიხშირე (მწვანე - ნაკლები ჩაწოდებები, წითელი - მეტი ჩაწოდებები). გადაცემები, რომლებიც პუნქტირებულ ხაზზე იქნა გაკეთებული პრაქტიკულად არ არსებობს. ისრებით მითითებულია საჯარიმოში შეჭრა ბევრი გადაცემებით, რომელიც თავის თავში ხელსაყრელ პოზიციას შეიცავს.
გადაცემების უმრავლესობა ღრმა, შორეულ ზონაში. გამჭოლი ზონიდან პასების მინიმალური რაოდენობა, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე.
პირველი სქემა - ეს "იუნაიტედის" მიერ 2012-2013 წლების სეზონში გაკეთებული პასების თერმული რუკაა (იყო რამდენიმე თამაში, რომელთა შესახებ მონაცემები არ არსებობს, მაგრამ იდეა ნათელია). მეორე სქემა კი შედარებისთვისაა, რაც დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ "მანჩესტერ იუნაიტედის" გადაცემების თერმულ რუკას წარმოადგენს.
2012/13 და 2013/14 წლების სეზონში "იუნაიტედი" თავის შეტევას ჩაწოდებების ირგვლივ აგებდა. ფერგის დროს ერთ მატჩში საშუალოდ 25 ჩაწოდება კეთდებოდა, მოიესის დროს 24. "იუნაიტედი" ფერგის დროსაც აწვდიდა, მაგრამ ამავდროულად ორი განსხვავებული სიტუაცია გვაქვს.
მოიესის გუნდი მოედნის სიღრმიდან ბევრ მაღალ პასებს აკეთებდა და მაშინაც კი, როცა მანკუნიანელები მეტოქის კარისკენ წასვლას აპირებდნენ, ისინი იშვიათად იჭრებოდნენ მოწინააღმდეგის საჯარიმოში. ფერგის ბიჭები კი ასეთ პასებს იშვიათად მიმართავდნენ და ხშირად აკეთებდნენ პასს უკანა სიღრმეში მდებარე ფეხბურთელებზე. ყველაფერს მოიესს არ ვაბრალებთ: ევრას შეწუხება ასაკმა დაიწყო, რაფაელი მუდამ ტრავმირებული იყო. მაგრამ რაღაცაში დევიდის შეცდომას არის. როცა ის შემადგენლობისთვის ფეხბურთელს ირჩევდა, დაცვის ფლანგზე ფილ ჯონსს ან კრის სმოლინგს აყენებდა... მაგრამ ეს სხვა სტატიის თემაა.
რატომ არ შეესაბამება 2012/13 წლების სეზონის "იუნაიტედი" გოლების მოლოდინის მოდელს (ExpG Models)მომენტები-ფანტომები. ყოველშემთხვევაში, ჩვენ მათ ასე ვეძახით. ეს არის საგოლე მომენტები, რომლებიც სტატისტიკაში არ შევიდა, რადგან საქმე დარტყმამდე არ მივიდა. ასეთი ჩაწოდებების შესრულება რთულია. რთულია გადაცემა გააკეთო, როცა წინ მცველი გიდგას და რთულია დარტყმაც და პასზე სწრაფი რეაგირების მოხდენაც. მაგრამ არ დაიბნეთ: ის გადაცემებიც კი, რომლებიც ადრესატს ვერ პოულობს - საგოლე შანსებია.
თუ მათ ყურადღებას არ მივაქცევთ, თუ მათ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემში არ შევიტანთ, გუნდს არ დააფასებთ, რადგან ისინი სწორედ ასეთ ტაქტიკას მიმართავენ. ისეთი გუნდები, როგორიც 2012/13 წლების სეზონის "მანჩესტერ იუნაიტედია."
სხვა ფაქტორები"უოლკოტის ეფექტი" - ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რომლის მიხედვითაც "იუნაიტედი" გოლების მოსალოდნელ სტატისტიკას (ExpG Models) ატყუებს. თუ უფრო მოკლედ გსურთ, მაშინ:
1) რობინ ვან პერსის გოლების გატანა შეუძლიარობინ ვან პერსი - ძალიან დაუფასებელი ასისტენტია, მოთამაშე, რომელსაც გადაადგილების უდიდესი უნარი აქვს და რომელიც შესანიშნავ ბალანსსა და ტექნიკას ფლობს. ის შემტევი თამაშის ნებისმიერი ვარიანტისთვისაა კარგი, მაგრამ ყველაზე უკეთ გოლების გატანა გამოსდის იმ ტაქტიკის დროს, რომელსაც "იუნაიტედი" 2012/13 წლების სეზონში იყენებდა.
2) რობინ ვან პერსი სტანდარტულების დროს შესანიშნავიაშესაძლოა, ერთადერთი რამ, რასაც რობინი შეტევის დასრულებაზე უკეთ აკეთებს - სტანდარტულების შესრულებაა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის არ კმარა "არსენალის" მიერ ბოლო სეზონებში სტანდარტული მდგომარეობის დროს ტანჯვის ხილვა, აი თქვენ გავრცობილი ინფორმაცია:
"2012/13 წლების სეზონში, როცა ვან პერსი მოედანზე იმყოფებოდა და ბურთი მოწინააღმდეგის მოედნის უკანასკნელ მესამედზე მდებარეობდა, ჰოლანდიელმა "იუნაიტედის" თავისუფალი დარტყმების 49,8% შეასრულა."
ეს კი იმ გუნდს, რომელმაც გოლების მოსალოდნელ მონაცემს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
3) პენალტი და ავტოგოლების შექმნა შესაძლოა ჩვევად იქცესროცა საუბარი პენალტსა და ავტოგოლზე მიმდინარეობს, იღბალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ უნდა მივიჩნიოთ ისიც, რომ გუნდს, რომელიც ბურთის მორბენალი ვინგერისთვის მიწოდებაზე სპეციალიზდება, რომელთაც თავის მხრივ მცველებისკენ წასვლა არ აშინებთ, უფრო მეტის იმედი უნდა ჰქონდეს.
2012/13 წლებში "იუნაიტედისთვის" გამარჯვება იღბალს არ მოუტანია. მანკუნიანელები მოედანზე დომინირებდნენ და ჩემპიონის ბედი აპრილშივე გადაწყდა. ფერგიუსონის შეგირდები დიდებულად ასრულებდნენ სტანდარტულებს და გუნდს ვან პერსის სახით ტოპ-კლასის ფორვარდი გამოუჩნდა. საიდან გაჩნდა საგოლე მომენტების ასეთი საოცარი რეალიზაცია? მომენტები-ფანტომების წყალობით: საგოლე მომენტები, რომლებსაც კარში დარტყმა მოჰყვა. ეს არ არის მაგია, არც კოსმიური დისბალანსი. უბრალოდ, მოედანზე ასე გამოიყურება "იუნაიტედის" "დაარტყი-გაიქეცი" ტაქტიკა.
წყარო:
carrick.ru