ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!
შობა ახლოვდება. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა წლის ეს დრო... ახლაც მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ რაც ინგლისში გადმოვედი შობას განსხავებულად აღნიშნავენ.
როგორც იცით, პრემიერ ლიგაში შესვენება არ არის, ეს ალბათ სეზონის ყველაზე გადატვირთული პერიოდია, როცა დროის მცირე შუალედში შეიძლება მრავალი ქულა მოიპოვო, ან დაკარგო. უფრო ზუსტად, ამ კვირაში პარასკევს და კვირას ვთამაშობთ.
ჩვენი მიზანი წლის რაც შეიძლება უკეთ დასრულებაა: ორით უფრო მეტი გამარჯვებით. "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. რთული თამაში გამოდგა. მათ პირველებმა გაიტანეს გოლი კრისტიან ბენტეკეს შესანიშნავი თამაშის წყალობით და თამაშის შემოსატრიალებლად ძალიან მცირე სივრცეებს ტოვებდნენ. რადამელ ფალკაოს თავურის წყალობით ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ - მის გამო ძალიან მიხარია. ვფიქრობ, მან ეს დაიმსახურა, რადგან ის ყოველდღიურად ბევრს მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიწურულს "ასტონ ვილა" 10 ფეხბურთელით თამაშობდა, მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. "ვილა პარკი" ყოველთვის რთული სტადიონი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, "იუნაიტედი" ყველგან გამარჯვების მოპოვებას უნდა ცდილობდეს. წითელი ბარათის შემდეგ უფრო მეტ უპირატესობას დავეუფლეთ, მაგრამ ისინი თავს იცავდნენ და ხანდახან კონტრ-შეტევასაც კი აწარმოებდნენ.
შობაზე ასევე ძალიან მომწონს თამაში და სტადიონებზე არსებული გამორჩეული ატმოსფეროს შეგრძნება, განსაკუთრებით Boxing Day-ზე, როცა "ოლდ ტრაფორდი" დარწმუნებული ვარ ბავშვებით იქნება სავსე. ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული დღე იქნება და ეჭვგარეშეა, რომ პრემიერ ლიგის ნამდვილი სიმბოლოა. შევეცდებით დიდებული დღე გვქონდეს, რასაც "ნიუკასლის" დამარცხებით მოვახერხებთ.
გეხვევით და გმადლობთ, რომ ყოველთვის იქ ხართ! განსაუთრებული წვეულება გქონოდეთ მათთან ერთად, ვინც გიყვართ და ყველას გილოცავთ შობას.
ხუანი წყარო:
manutd.com