Mirror-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი პოლიციის მიერ დაკავებული იქნა ეჭვის საფუძველზე. სამართალდამცავთა თქმით, "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ, რამოდენიმე საათის განმავლობაში იგი საჭეს ნასვამი მართავდა.
ადგილზევე ბელგიელს ალკოჰოლის ტესტი ჩაუტარეს და განყოფილებაში წაიყვანეს. თუმცა მეორე ტესტმა აჩვენა, რომ ფელაინის სისხლში ალკოჰოლის დონე ნორმას არ აღემატებოდა და ფეხბურთელი გაათავისუფლეს.
ამ ფაქტის შესახებ პოლიციის თანამშრომელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა:
"15 დეკემბერს 17:20 წუთზე ოფიცერებმა Mercedes–ის მარკის ავტომანქანა გააჩერეს. მძღოლს, სისხლში ალკოჰოლის შემცველობის ტესტი ჩაუტარეს და ალკოჰოლის აღმოჩენის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მძღოლს მეორე ტესტიც ჩაუტარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ალკოჰოლის დონე ნორმალური იყო და ეჭვმიტანილი გავათავისუფლეთ."