თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2014, 08:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1689,
კომენტარები: 5
რაიან გიგზის ინტერვიუ ჟურნალ United We Stand-თან
რაიან გიგზი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.
რაიან გიგზის ინტერვიუ ჟურნალ United We Stand-თან
როცა ჟურნალმა «United We Stand»-მა მუშაობა დაიწყო, რაიანი მხოლოდ 15 წლის გახლდათ. ის პატარა ბიჭი იყო, რომელიც კლუბს "სტრეტფორდ ენდიდან" ქომაგობდა. ახლა არა პატარა ბიჭი, არამედ კაცია, რომელმაც 963 მატჩი ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში და 168 გოლი გაიტანა. რაიან გიგზი სიამოვნებით სცემს პასუხს ჟურნალის მკითხვეთა კითხვებს და არა მარტო მათსას.

კითხვა გარი ნევილისგან: რას იწერ ბლოკნოტში მატჩების მსველობისას?

(იცინის) სხვადასხვა მოგონებებს. მომენტებს თამაშში, რომელიც გამოგვივიდა ან პირიქით, არ გამოგვივიდა - ის რაც პირველ ტაიმში ხდება. შესვენებაზე მხოლოდ 10 თავისუფალი წუთი გვაქვს, ამიტომ ჩაწერილიდან 6 ყველაზე მნიშვნელოვან თემას ვირჩევ და მოთამაშეებამდე ეს ინფორმაცია ინდივიდუალურად მიმაქვს. როცა მწვრთნელის მოვალეობას ვასრულებდი, ხოლო ასისტენტებად სქოულზი, ბატი და ნევილი მყავდნენ, თითოეულ მათგანს ვავალებდი ცალკეული ფეხბურთელისთვის ცალკეული მითითებები ჩაენიშნათ. დიახ, ახლა მთავარი მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ხანდახან ლუის მითითებებს მეც ვაძლევ. გარის გადაეცით, რომ არ იღელვოს - ჩემ ჩანიშვნებს ინგლისის ნაკრების მატჩების დროს ვათხოვებ.

"მანჩესტერ სიტის" ჩემპიონობის აღსანიშნავად თქვენი რესტორანი - "ჯორჯთან" - რომ აერჩია და ვთქვათ 10 მლნ. გადაეხადა, მისცემდით თუ არა უფლებას?

ამის ნება რომც მიმეცა, ჩემი პარტნიორი არ დამთანხმებოდა. ის "იუნაიტედის" ერთგული ქომაგია და თამაშებზე ხშირად დადის. ამიტომ, ჩემი პასუხია - არა.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში რომელი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

შესაძლოა, ნაკრებში გამოსვლის შეწყვეტა. დატვირთვა სულ უფრო რთულდებოდა და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან კლუბში გამოსვლის თარიღი გამეგრძელებინა. ამან გაამართლა, მაგრამ უელსის ნაკრების თამაშებისთვის გვერდიდან ყურება ყოველთვის რთული იყო. შემდეგ ეს გრძნობა დასუსტდა, მაგრამ, როცა სანაკრებო კარიერა დასასრულს მიუახლოვდა, ისევ დავიწყე სიამოვნების მიღება საერთაშორისო ფეხბურთისგან, ამიტომ ნაკრებში გამოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღება რთულად მივიღე.

ერთხელ მე "ტრაფორდ ცენტრში" რიკარდოს შევხვდი. ვინ არის ყველაზე ცნობილი პერსონა, ვისაც იქ შეხვედრიხართ?

"ტრაფორდ ცენტრში" არ დავდივარ. მხოლოდ ხუთჯერ ვიყავი. თუმცა ერთხელ იქ ბასბისთან ერთად ვისადილე, ამიტომ მას დავასახელებ.

შეადარეთ გასახდელის 20 წლის წინანდელი და ამჟამინდელი ატმოსფერო.

"იუნაიტედში" ყოველთვის მეფობდა დაუჯერებელი გუნდური სული და ის ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ყველა ხუმრობს და იცინის. ახლა გუნდში უფრო მეტი უცხოელია, მაგრამ ერთმანეთისადმი უწყინარ დაცინვას ჯერ კიდევ მიმართავენ. ალბათ, ახლა უფრო მეტი სიცილია, რადგან უცხოელ ფეხბურთელებს ახალი სიტყვები და გამოთქმები მოაქვთ. პატრის ევრა ერთ-ერთი მთავარი ხუმარა იყო. კიდევ ერთი ცვლილება - გასახდელის ზომა. ფეხბურთელების რაოდენობა გაორმაგდა და კერინგტონის სავარჯიშო ბაზის გასახდელი კლიფის ბაზასთან შედარებით ორჯერ გაიზარდა.

კითხვა ენდი კოულისგან: კლუბი "Cream". 1995 წელი. რასთან ასოცირდება?

(იცინის) სულ რაღაც ერთი! ცოტა რამ მახსოვს და აგიხსნით რატომ. ღამით კოულთან ერთად ვვარჯიშობდით და ვუთხარი: "წამოდი, ლივერპულში ჩემ მეგობრებთან წავიდეთ." ნაცნობი სკაუზერი მყავდა, რომელიც კლუბში ყველაფრის ორგანიზებას ახდენდა - ყოველთვის დაცვის ქვეშ ვიყავით.

რამდენიმე წლის შემდეგ მონაკოს გრან-პრიზე დანი მინოუგს შევხვდი. ის ჟაკ ვილნევს ხვდებოდა. ერთად აუქციონი გავმართეთ. ვუთხარი: "გამარჯობა დანი, სასიამოვნოა შენი გაცნობა". რაზეც მან მიპასუხა: "უკვე შევხვედრივართ. ჩემ დასთან ერთად." გაოცებული ვიყავი: "ნამდვილად ხუმრობ, რადგან შენ დას არასდროს შევხვედრივარ." "ვფიქრობ, ძალიან მთვრალი იყავი" - მითხრა დანიმ. "დარწმუნებული ხარ, რომ ეს მე ვიყავი?" - "დიახ, ჩვენ ვილაპრაკეთ კიდეც. ლივერპულის კლუბში "Cream". "ეს მე არ ვყოფილვარ. იქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი და ის საღამო მშვენივრად მახსოვს." "DJ-სთან ახლოს გელაპარაკე." - მიპასუხა დანიმ. და ის მართალი იყო - მახსოვს როგორ ვესაურებოდი დიჯეის!

ოდესმე გიოცნებიათ 1000 მატჩიანი ნიშნულის გადალახვა?

ასეც გავაკეთე! "იუნაიტედთან" დაკავშირებით მართალი ხართ. მაგრამ თუ მხედველობაში ამხანაგურ შეხვედრებს ავიღებთ, კლუბის შემადგენლობაში 1000-ზე მეტჯერ გამოვსულვარ, მაგრამ მათ არ ვთვლი. მახსოვს, რონ ვუდმა 7-8 წლის წინ მითხრა, რომ სერ ბობის რეკორდთან ახლოს ვიყავი.

როდის მიიღეთ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება?

იმ რამდენიმე კვირაში, როცა კლუბს სათავეში ჩავუდექი. იმდენად ძლიერ არ მენატრებოდა ფეხბურთი, როგორც ველოდებოდი. ვარჯიშებზე გამოსვლა მინდოდა, მაგრამ მატჩებში არა.

რაიან გიგზის ინტერვიუ ჟურნალ United We Stand-თან


იყო ამ სეზონში მომენტი, როცა მოედანზე გასვლა მოგინდათ?

დიახ, ცოტათი მინდოდა. "ბარნლისთან" მატჩში. ტრიბუნებს ქვედა განლაგებიდან გამოვდიოდა, რომელზეც ჩვენი ქომაგები ისხდნენ. სტადიონზე არსებული ატმოსფერო გასაოცარი იყო. მაგრამ ყველაზე მეტად "ჩელსისთან" გასამართი მატჩისთვის მოსამზადებელი კვირის დროს მინდოდა მოედანზე გასვლა. ეს სეზონის ყველაზე რთული პირველი შეხვედრა იყო და ჩემ გარკვეულ ნაწილს სურდა მოედანზე გავსულიყავი. ამასთან ერთად, ყოველთვის მომავალში ვიხედებოდი და არა წარსულში.

მწვრთნელისთვის საჭირო რა უნარი მიიღეთ გასული სეზონისგან?

მივხვდი, რომ ჯერ კიდევ არ ვარ მზად მთავარი მწვრთნელი გავხდე. ასეთი სამუშაოსთვის გამოცდილება აუცილებელია. ყველაფერი დანარჩენი კი უბრალოდ საოცარი იყო - სამწვრთნელო შტაბი, ვარჯიშის პროცესი, ჩემდამი ჟურნალისტების დამოკიდებულება. ვფიქრობდი, რომ პრესასთან ურთიერთობა ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ვცდებოდი. მივხვდი შემდეგს: მოედანზე ყოველთვის ის ფეხბურთელები უნდა გაიყვანო, რომლებიც მოცემულ მომენტში არიან საუკეთესონი. ჩემთვის ეს ადვილი არ იყო: მე თავად ჯერ კიდევ ვთამაშობდი ფეხბურთს და მინდოდა თითოეული ფეხბურთელისთვის შანსი მიმეცა. პირველი, რაც ბიჭებს ვარჯიშზე ვუთხარი: "ვფიქრობ, თქვენ ყველანი შესანიშნავი ფეხბურთელები ხართ და ყველანი მიიღებთ შანსს". ცოტა არ იყოს უცნაურია ჩემი მხრიდან.

თქვენი საუკეთესო და საყვარელი გოლი? ("არსენალის" კარში სათასო გოლს არ ვთვლით)

საუკეთესო - გოლი "ქპრ"-ს წინააღმდეგ 1992 წელს გასვლით მატჩში. საყვარელი გოლი? "უიგანის" კარში DW-ზე, რომელმაც 2008 წლის ჩემპიონობა მოგვიპოვა.

ვის წინააღმდეგ იყო უფრო რთული თამაში - ხავიერ ძანეტის, თუ გარი კელის?

ძანეტის.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის რთული იყო მშობლიური კლუბის დატოვება, ახლა, როცა ფეხბურთელის კარიერა დაასრულეთ, ხომ არ ნანობთ, რომ იტალიასა და ესპანეთში არ ითამაშეთ?

არა. გუნდის ამჟამინდელ სამწვრთნელო შტაბს "ბარსელონასა" და "ბაიერნში" აქვს ნამუშევარი და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ქვეყანაში ბევრ რამეს ვისწავლიდი. მაგრამ ფეხბურთელს ყოველთვის სჭირდება ახალი გამოწვევა, მოტივაცია. ჩემი მოტივაცია - "მანჩესტერ იუნაიტედია".

როგორ გგონიათ, სანამ "იუნაიტედის" სათავეში ჩადგომას შეძლებთ, ჯერ კლუბის დატოვება და სხვა კლუბში მუშაობა მოგიხდებათ?

კარიერა მხოლოდ გასულ სეზონში დავასრულე, ამიტომ ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. მინდოდა მწვრთნელის ლიცენზია მიმეღო, რაც ამ ზაფხულში გავაკეთე. სანამ გუნდს პირადად ჩავიბარებ, მინდა მწვრთნელის დამხმარე ვიყო და გავიგო, რას ნიშნავს ეს. გარშემომყოფებს მიაჩნდათ, რომ რადგან ფეხურთელის რანგში მდიდარი გამოცდილება მაქვს, უცებ გავხდებოდი მწვრთნელი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემებისთვის თავის გართმევა შემიძლია, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.

არ გინდოდათ 2003 წელს "იუნაიტედის" დატოვება, როცა გულშემატკივარი გაკრიტიკებდათ?

არა. ეს საფეხბურთო ცხოვრების ნაწილია. მართალია, ძალიან რთული დრო იყო. "არსენალთან" მატჩში გოლის გატანის შანსი გავუშვი ხელიდან. ცუდად ვთამაშობდი. მაინც უნდა ვთქვა, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სეზონი გახლავთ. ჩვენ ჩემპიონობა მოვიპოვეთ, მე კი 15 თუ 16 გოლი გავიტანე, შემეძინა ქალიშვილი და მისი დაბადების კვირას "ნიუკასლს" გავუტანე გოლი. ასე რომ, შესანიშნავი სეზონი გამოვიდა. კრიტიკაში საშიში არაფერია. თუ ცუდად თამაშობ, უნდა გაგაკრიტიკონ კიდეც.

რაიან გიგზის ინტერვიუ ჟურნალ United We Stand-თან


ნუთუ ვერავინ იპოვეთ ისეთი, ვისთანაც გოლის აღნიშვნისას ისევე იცეკვებდით, როგორც ეს პოლ ინსთან გააკეთეთ? ალბათ ფილ ჯონსი არ იქნებოდა წინააღმდეგი.

(იცინის) ფილს და მე ისე ხშირად ვერ გაგვქონდა გოლი, ამიტომ იშვიათად თუ აღვნიშნავდით.

რამ გაგაკვირვათ სამწვრთნელო საქმეში?

აბსოლუტურად ყველაფერმა. მატჩისთვის მზადება - რთული პროცესია. უფრო რთულია მოთამაშეების იჯარასა და კონტრაქტთან გამკლავება. ადამიანური ფაქტორი - მწვრთნელის საქმიანობაში კიდევ ერთი გამოწვევა. თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ხალხის ცხოვრებასა და კარიერაზე. მთელი დღის განმავლობაში მრავალი პრობლემის გადაწყვეტა გიხდება. ამას ან უმკლავდები, ან წარუმატებელი ხარ. ფეხბურთში ნებისმიერ რამეს შეიძლება ელოდე. შეიძლება ვარჯიშისთვის გეგმა მოამზადოთ, მაგრამ დაწყებამდე 10 წუთით ადრე რომელიმე ფეხბურთელმა თქვას, რომ მზად არ არის. ან ეს მისგან მატჩამდე ერთი დღით ადრე გესმის.

თუ შედეგებს არ შევხედავთ, "იუნაიტედში" თქვენი საუკეთესო გამოსვლა?


რამდენიმე მატჩი მომდის თვალში, მაგრამ მცირე ხნის წინ გამართულ მატჩებს შორის "ჩელსისთან" ლიგის თასზე რამდენიმე წლის წინ გასვლით შეხვედრას გავიხსენებ. ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობით ვთამაშობდით. ორჯერ გავიტანე და იმ თამაშში ცუდად არ გამოვიყურებოდით. უნდა მოგვეგო და უკანასკნელ წუთზე ბურთი მეტოქეს მივეცით, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა, რასაც ჩვენთვის წარუმატებელი დამატებითი დრო მოჰყვა. სამწუხაროა. იმ მატჩში ჩვენი ქომაგების ხმა ძალიან კარგად ისმოდა, შესანიშნავად გვიჭერდნენ მხარს.

კითხვა, ერიკ მოლანდერისგან ("მანჩესტერ სიტის" სკაუტისგან, რომელმაც გიგზის ნიჭი აღმოაჩინა): სალამი რაიან. როგორც შენთვისაა ცნობილი, მე "მანჩესტერ სიტის" ვქომაგობ, მაგრამ შენ მისაბაძი მაგალითი ხარ - პირად ცხოვრებაში, ფეხბურთში, შენ ყოველთვის "მანჩესტერ იუნაიტედის", შენი ცხოვრების კლუბის ერთგული იყავი. შენი სწრაფვა გამარჯვებისკენ, მოკრძალებულობა და თამაშის წადილი - შენი და იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც კარიერის განმავლობაში გეხმარებოდნენ. თანამშრომლობის წლების განმავლობაში არც ერთხელ არ გაგიბრაზებივარ. რა გახსენდება შენი საფეხბურთო ცხოვრების პირველი დღეებიდან?

როცა 11-12 წლის ხარ, დეტალები კარგად გამახსოვრდება. ერიკი ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ ვარჯიშებზე დროულად მივსულიყავი. ჩემი ოჯახი ღარიბი არ იყო, მაგრამ ფული მაინც ცოტა გვქონდა. ერიკი კი ყოველთვის მაძლევდა ბუცებსა და ფორმას. მას ჩემი დახმარება სურდა. "სიტიში" თამაში არ მომწონდა. ამას მხოლოდ ერიკის გამო ვაკეთებდი. ჩემზე ძალიან ზრუნავდა. ერიკი ფეხბურთით ცხოვრობს, რაც მას დენის სკოფილდის მსგავსად აქცევს, რომელიც ასევე "მანჩესტერ სიტიში" მუშაობდა სკაუტად. მათ სურდათ, რომ ყველაფერი გამომსვლოდა, თუმცა ჩემი დახმარება არ ევალებოდათ. შესაძლოა უკვე ვიყავი კარგი ფეხბურთელი, მაგრამ მეჩვენება, რომ მათი საყვარელი ბიჭი ვიყავი. ასეთივე იყო ბრაიან კიდიც. ერთხეულ ვუთხარი: "კიდო, ბუცები არ მაქვს...", და მან საკუთარი Adidas World Cups მომცა. ბრაიანს ფეხის ზომა 9 ჰქონდა, მე კი რვა. ბუცები დიდი მქონდა, მაგრამ გეტრების ორი წყვილი ჩავიცვი.

მოგწონთ მთავარი მწვრთნელის დამხმარედ მუშაობა?

დიახ. სრულიად განსხვავებული მოთხოვნილებებია, ბევრი მუშაობა მიხდება. როცა ფეხბურთელი ვიყავი, წინასასეზონო მზადება უფრო რთული იყო. როცა ფეხბურთს თამაშობ, ბევრი თავისუფალი დრო გაქვს. როცა ავარჯიშებ, მუდამ აწყობ გეგმებს, აფასებ შენი ფეხბურთელების მუშაობას და სხვა მწვრთენებლთან ერთად პროცესს განიხილავ. მომწონს ეს საქმე, ყოველ ჯერზე ახალ რამეს ვიგებ.

ვან გაალის ასისტენტის რანგში თქვენს ვალდებულებებს რა წარმოადგენს?

ძირითადად ფეხბურთელებთან ვმუშაობ ვარჯიშებზე და მოწინააღმდეგეს ვსწავლობ. ლუიმ ბევრი რამ მომანდო. გუნდს ვარჯიშებისთვის ვამზადებ. თუ ორი გუნდი გვყავს, მე ერთ გუნდს ვავარჯიშებ, ალბერტ სტეივენბერგი მეორეს, ხოლო ვან გაალი გვაკვირდება და გადაწყვეტილებას იღებს. მე მოწინააღმდეგის სუსტ და ძლიერ მხარეებს ვაანალიზებ და მათ შესახებ ფეხბურთელებს ვუყვები.

რაიან გიგზის ინტერვიუ ჟურნალ United We Stand-თან


ვარჯიშებზე გუნდს უერთდებით?

მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ტრავმას იღებს, ან ფეხბურთელები გვაკლია. ამგვარად, უკვე სამ-ოთჯერ მომიხდა თამაში.

ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ გამოგდით?

ო, დიახ! წყვილთა თამაშში საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, მაგრამ მომდევნო დღეს ყველაფერი მტკიოდა.

ვინ ირჩევს ვარჯიშზე საუკეთესო ფეხბურთელს?

მე. ისინი თავად არ აღიარებენ რომ მე საუკეთესო ვარ, ასე არ არის? ამიტომ საკუთარ თავს თავად ვაჯილდოებ (იცინის).

ისე ლაპარაკობთ, როგორც სერ ალექსი: თავისი სწრაფვის ხაზი ყოველთვის გამარჯვებამდე მიჰყავდა.


სწორედაც.

როგორი შთაბეჭდილება შეგექმნათ ლუი ვან გაალზე, როცა ჰოლანდიაში გაემგზავრეთ?

იმდენად ქარიზმატული პიროვნებაა, რომ გაოცებული დავრჩი. გვერდიდან სრულიად სხვა ადამიანად მოგეჩვენება, მაგრამ ლუიმ თავისი ქარიზმითა და იუმორის გრძნობით მომხიბლა - რამდენიმე წუთში სიცილი დავიწყე!

არის თუ არა ადანან იანუზაი 11 ნომრის ღირსი?

ჩვენს გუნდში ყოველთვის თამაშობდნენ კარგი ვინგერები, რომლებიც თავიანთი სწრაფი თამაშით მაყურებლის გულს იპყრობდნენ. ადნანი ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელია. ადრე მასთან ერთად ერთ გუნდში თამაში მომწონდა, ხოლო ახლა მისი თამაშის ყურება მომწონს. ის მაღალი დონის ფეხბურთელია, გამარჯვებებზე დამშეულია. დიახ, მას აღზევება და დაცემა ელოდება, მაგრამ ის გამარჯვებებისკენ ისწრაფვის.

1994 წელს ბარათების სამდიუმიანი კოლოფი თქვენი გამოსახულების სტიკერში გადავცვალე, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების სრული ალბომი მქონოდა. თუ აგროვებდით სტიკერებს და ვისი პოვნა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

ასეთი ალბომები მქონდა, მაგრამ ბოლომდე არასდროს შემივსია ისინი. ასეთი სურვილი არ გამჩენია. ვიღაცის ზურგსუკან იმიტომ არ ვმჯდარვარ, რომ სტიკერები მომეპარა. ბარათებს მხოლოდ იმიტომ ვაგროვებდი, რომ სხვებს არ ჩამოვრჩენოდი, მაგრამ რომელიმე კონკრეტული ადამიანის სტიკერი არასდროს მიძებნია.

რამდენად ხშირად გადამძვრალხართ ღობეზე, იმისთვის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მოხვედრილიყავით?

ერთხელ, 1988 წელს. დიდი რიგი იყო, ამიტომ რამდენიმე ბიჭთან ერთად ღობეზე გადავძვერი, რათა სტადიონზე შევსულიყავი. 26 ნომრიანი ავტობუსით ყოველთვის მივდიოდი იქ, სადაც ახლა დგას პაბი - "სემ პლატასთან". მატჩის შემდგომ ყოველთვის გაჩერებასთან მივრბოდი, რათა ავტობუსისთვის მიმესწრო. წინააღმდეგ შემთხვევაში სოლფორდში დასაბრუნებლად სხვა გზის მოძებნა მომიხდებოდა.

ჟურნალმა United We Stand-მ 1989 წელს დაიწყო მუშაობა, როცა თქვენ 15 წლის იყავით. რა რჩევას მისცემდით 15 წლის რაიანს?

(იცინის) არანაირს. ცხოვრების გზაზე აუცილებლად უშვებ შეცდომებს, მაგრამ ეს ცხოვრებას ეხმარება. საკუთარ შეცდომებზე სწავლობ. შესაძლოა, ახალგაზრდობაში ძალიან სერიოზული ვიყავი, რადგან წარმატების მიღწევა ძალიან მსურდა. უფრო მეტი უნდა დამესვენა და ფეხბურთისგან სიამოვნება მიმეღო.

2008 წელს მოსკოვში ჩემპიონთა ლიგის ფინალში პენალტის შესრულებისას რაზე ფიქრობდით? "საუთჰემპტონთან" სათასო შეხვედრაში აცილება ხომ არ გაგახსენდათ?

არა, არ გამხსნებებია. პენალტის დასარტყმელად სრულიად მზად ვიყავი. იმ კვირაში ვარჯიშებზე დარტყმული 15 პენალტიდან 14 გავიტანე და ყველა ერთ კუთხეში დავარტყი. ხოლო, როცა ავაცილე, ძელს მოვარტყი. ამიტომ მე მაქსიმალურად თავდაჯერებული ვიყავი თუ ეს საერთოდ შესაძლებელია ჩემპიონთა ლიგის საფინალო მატჩის პენალტების სერიაში. ერთადერთი აზრი, რომელმაც თავში გამიარა - შეწყვიტე ასე ძლიერი ფიქრი. არასდროს მიყვარდა პენალტის მაღალ კუთხეში დარტყმა, რადგან ამ შემთხვევაში მეკარეს ბურთის აღების უფრო მეტი შანსი აქვს. როცა დაბლა ურტყამ, ყველაფერი შენს ხელთაა, მაშინაც კი, როცა ბურთი ქვედა კუთხეში ზუსტად არ წავიდა.

აღწერეთ მოსკოვური ფინალის შემდეგი საღამო. რიო ფერდინანდმა გვითხრა, რომ მამამ ის დილის რვა საათზე სააბაზანოში იპოვა და ძლივს მოიყვანა გონს, რათა თვითმფრინავზე არ დაეგვიანებინათ.

ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ერთხელ უკვე აღმინიშნავს გიჟურად - 1999 წელს ბარსელონაში. მოსკოვის სასტუმროში გვიან დავბრუნდით, დაახლოებით ღამის ორი საათი იქნებოდა. ცოტა დავლიე და სერ ალექსთან ერთად დილით ყველაზე ფხიზელი ვიყავი. რამდენიმე საათი წავუძინე კიდეც. ისინი, ვინც ლიგა პირველად მოიგო, მაგალითად უეინ რუნი და რიო ფერდინანდი საერთოდ არ დაწოლილან.

ვის წინააღმდეგ გაგიჭირდათ თამაში ყველაზე მეტად, თუ მხედველობაში არ მივიღებთ "ვალენსიას" მცველის, ჟოსლენ ანგლომისა და თქვენს დუელს? დაუჯერებელი დაპირისპირება გქონდათ.

ანგლომის წინააღმდეგ იმიტომ გამიჭირდა, რომ მას გრძელი ნაბიჯები ჰქონდა და დიდ მანძილს მარტივად ფარავდა. დავასახელებ ასევე ხავიერ ძანეტისა და კაფუს.

როცა ინგლისის ნაკრები უელსის ნაკრებს ხვდებოდა, თქვენ გარი ნევილის წინააღმდეგ ითამაშეთ. იყო თუ არა ეს უცნაური?

დიახ, ნაკრებების თამაშში გარისა და ბატის წინააღმდეგ ვითამაშე. ჩემი ნაკრები გულისამრევად თამაშობდა და კარში ვერც ერთხელ ვერ დავარტყი. მაგრამ როცა ბურთი მე უნდა მომსვლოდა, ყოველთვის ხელებს ვიქნევდი. თუმცა ბურთის ფეხებს შორის გატარება გარის წინააღმდეგაც გამომივიდა და ნიკისაც. ამიტომ, თუ იმ თამაშს გამახსენებენ, მეც აუცილებლად შევახსენებ თუ როგორ მოვატყუე.

ოდესმე გიყურებიათ ფეხბურთელისთვის და გიფიქრიათ: "დიახ, მე კარგი ტექნიკა მაქვს, მაგრამ აი ის, უბრალოდ ბრწყინვალეა"?

ძალიან ადვილი კითხვა, რონალდუს. ის უცხო პლანეტიდანაა.

ჯერ კიდევ სწრაფად დარბიხართ? 100 მეტრს რამდენ ხანში გაირბენთ?

16 წლის მერე სპრინტზე არ მირბენია. მაგრამ ჯერ კიდევ ადრე ვიღვიძებ და დილის 8 რვა საათზე სარბენ ბილიკზე ვარ. კვირაში სამჯერ ვვარჯიშობ. დაკავებული ვარ იოგათი, მსუბუქი ატლეტიკით - ფორმას ვინარჩუნებ. კვირაში ორ-სამჯერ სამსახურში ველოსიპედით დავდივარ - გამოდის 8-9 მილი.

1996 წელს განაცხადეთ, რომ ფლორიდაში მოგეწონათ, რადგან იქ სახეზე ვერ გცნობდნენ. ამავდროულად, თქვენ სტივ უანდერის მუსიკას მოუსმინეთ. ახლა სად დადიხართ და როგორ მუსიკას ამჯობინებთ?

დუბაი მომწონს - იქ ყოველი სეზონის შემდეგ ჩავდივარ. ყოველთვის კარგი ამინდია და ბავშვებთან ერთად მზით ვტკბები. ამის შემდეგ შემიძლია საფრანგეთში წავიდე. მუსიკა? სხვადასხვა. როცა ბავშვებთან ერთად მანქანაში ვარ ნიკი მინაჟისა და ტეილორ სვიფტის მსგავსი უაზრობები უკრავს. საკუთარ თავს მელომანად მივიჩნევ: მიყვარს Stereophonics, Oasis, Stone Roses. ხშირად ვრთავ რადიოსაც.

გასული სეზონის გამო შეიძლება თუ არა რომელიმე ფეხბურთელის დადანაშაულება?

რა თქმა უნდა. ყველასი და თითოეულის. როცა ვიმარჯვებთ, ერთად ვზეიმობთ, როცა პრობლემები გვაქვს, ისიც ერთად უნდა გადავლახოთ.

როგორ ფიქრობთ, თქვენ სამწვრთნელო კარიერას სხვა კლუბში ან ევროპის სხვა ქვეყანაში მუშაობა არ დაეხმარება? ეს რამდენიმე ხნის შემდეგ "იუნაიტედში" უფრო პროდუქტიული სამსახურისთვის მოგამზადებთ.

სიმართლე გითხრათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" გარეშე გატარებული ცხოვრება არც მახსოვს, ამიტომ ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ. სერ ალექსისგან ბევრი რამ ვისწავლე და ნაკრებში უამრავი მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ მითამაშია. ახლა კი ლუისგან ვსწავლობ.

ჰგავს თუ არა ლუი სერ ალექსს?

ისინი გუნდისგან მაღალი მოთხოვნილებებით ჰგვანან ერთმანეთს. ორივე მათგანი შემტევი სტილის ფეხბურთს ამჯობინებს, მზად არიან გარისკონ და მოედანზე ახალგაზრდები გამოიყვანონ. განსხვავებულია ვარჯიშები, რადგან ლუის პროცესის სრული კონტროლი იზიდავს. სერ ალექსი კი რენე მალესტინს, კარლოშ კეირუშსა და ბრაიან კიდს აძლევდა სავარჯიშო პროცესის ხელმძღვანელობის უფლებას, ხოლო მას უკანასკნელი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ლუი მატჩებისთვის მზადებაში უფრო აქტიურ მონაწილეობას იღებს.

ერთი დღით ჩვეულებრივ ქომაგად რომ იქცეთ, რომელ ტრიბუნაზე დაჯდებოდით?

ჰმმმ. K სამხრეთ ტრიბუნაზე მეგობრები მყავს. მაგრამ "სტრეტფორდ ენდს" ავირჩევდი: სწორედ იქ აღმოვჩნდი პირველად.

უკანასკნელად როდის ჭამეთ ბურგერი Quorn?

15 წლის წინ. მომბეზრდა დღეში 5 ბურგერი Quorn-ის ჭამა, როცა მათი კომპანიის სახე ვიყავი.

როგორი იყო ერიკ კანტონასთან ერთად მუშაობა? როგორი გავლენა იქონია მან თქვენზე და რა შეიცვალა კლუბში მისი მოსვლით? ვისთან გქონდათ ყველაზე კარგი ურთიერთობა?

დენის ირვინთან. და სქოულზთანაც. როცა ერიკთან ერთად ვთამაშობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ერთმანეთის ტელეპატიურად გვესმოდა, რაც გასაკვირია, რადგან მასთან ერთად არ გავზრდილვარ. ვიცოდი: თუ ჩავირბენ, პასს მომაწვდის. ყოველთვის ვიცოდი, რომ მოედანზე სიჩქარე არ უნდა შემემცირებინა. ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდა, თუნდაც 10 იარდში მოეცა პასი. მასთან ერთად გუნდში თამაში მაშინვე მომეწონა. ერიკი ყველასგან განსხვავდებოდა, ვინც კი მანამდე მენახა. ის მოითხოვდა, რომ ბურთი მიეწოდებინათ, ყოველთვის ეძებდა შანსს და რა თქმა უნდა ჩემზე თავისი თამაშით დიდი გავლენა მოახდინა. ერიკი მნიშვნელოვანი მატჩების მოგებაში დაგვეხმარა.

იყვნენ თუ არა "იუნაიტედის" შემადგენლობაში ფეხბურთელები, რომლებზეც ფიქრობდით: "ის არასაკმარისად კარგია", მაგრამ შემდეგში მათ სარგებლიანობა დაამტკიცეს?

უამრავი! ეს არის გაკვეთილი, რომელიც ყველასთვის აუცილებელია. ხანდახან ფეხბურთელები ვარჯიშზე ვერაფერს აჩვენებენ, მოედანზე გამოსვლისას კი ბრწყინვალედ თამაშობენ. პირიქითაც ხდება.

საყვარელი ფორმა?

პირველი გასვლითი შავი ფორმა. ისე ჩანდა, თითქოს მათში დაუმარცხებლები ვიყავით.

"იუნაიტედის" სათავეში რომ ჩამდგარიყავით და პირველი მატჩი "ნორვიჩის" წინააღმდეგ გქონდეთ, ვის შეიყვანდით შემადგენლობაში მათგან, ვისთან ერთადაც გითამაშიათ?

როის.

დაასახელეთ მატჩი, რომელზეც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ატმოსფერო სუფევდა

ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ ავირჩევ იმ მატჩს, რომელში მონაწილეობაც ვერ მივიღე: 2007-08 წლებში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონას" დამარცხება. ხოლო მათ შორის, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია... "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა, რომელიც 4:3 დასრულდა. აი ეს ორი. "ბარსელონასა" და "სიტის" დამარცხება.

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 დეკემბერი 2014 08:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აი ეს ორი. "ბარსელონასა" და "სიტის" დამარცხება.


ძალიან მაგრად ამთავრებს. სინანულით და სიამაყით ერთდროულად.

სქოულზის იმ გოლის დროს მახსოვს ჩემი ემოციები აივანზე როგორ გამოვამჟღავნე. მაშინ გიგზის არ ყოფნა გვაზარალებდა და გოლის შემდეგ ბარსამ მაგრადაც შეგვიტია, მაგრამ საბედნიეროდ გადავრჩით. როგორ დახტოდა იმ დღეს ფერგი ბოლო წუთებზე რა დამავიწყებს. ან როგორ დასრულდა ის სეზონი - ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფინალი გვქონდა.

სიტის დამარცხების დღეს კი ბელემიმ და ფლეთჩერმა გაიგიჟეს თავი. ფლეთჩერმა თავი პირდაპირი მნიშვნელობით, ბელემის ძალით გააგიჟებინა, მაგრამ პირველი მისი გოლი მართლა მაგარი იყო. ორი გოლი შეცდომის გამო გაგვიტანეს და ჩვენ მაინც დავამარცხეთ. ბოლოს, რაიანის გენიალური პასით. და იმის მერე სალაპარაკო თემა: "დერბიში 6 წუთს ვინ ამატებს" ჯერ კიდევ არსებობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
22 დეკემბერი 2014 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
როცა 11-12 წლის ხარ, დეტალები კარგად გამახსოვრდება. ერიკი ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ ვარჯიშებზე დროულად მივსულიყავი. ჩემი ოჯახი ღარიბი არ იყო, მაგრამ ფული მაინც ცოტა გვქონდა. ერიკი კი ყოველთვის მაძლევდა ბუცებსა და ფორმას. მას ჩემი დახმარება სურდა. "სიტიში" თამაში არ მომწონდა. ამას მხოლოდ ერიკის გამო ვაკეთებდი. ჩემზე ძალიან ზრუნავდა. ერიკი ფეხბურთით ცხოვრობს, რაც მას დენის სკოფილდის მსგავსად აქცევს, რომელიც ასევე "მანჩესტერ სიტიში" მუშაობდა სკაუტად. მათ სურდათ, რომ ყველაფერი გამომსვლოდა, თუმცა ჩემი დახმარება არ ევალებოდათ. შესაძლოა უკვე ვიყავი კარგი ფეხბურთელი, მაგრამ მეჩვენება, რომ მათი საყვარელი ბიჭი ვიყავი. ასეთივე იყო ბრაიან კიდიც. ერთხეულ ვუთხარი: "კიდო, ბუცები არ მაქვს...", და მან საკუთარი Adidas World Cups მომცა. ბრაიანს ფეხის ზომა 9 ჰქონდა, მე კი რვა. ბუცები დიდი მქონდა, მაგრამ გეტრების ორი წყვილი ჩავიცვი.


წარმოგიდგენიათ? ჩვენი ლეგენდა რაღაც ბუცებზე ყოფილა დამოკიდებული. ყველა დიდი ფეხბურთელის პატარაობა რატომღაც ღარიბული გამოდის და მერე ხდებიან დიდი ფეხბურთელები. ალბათ მდიდარი და უზრუნველყოფილი ცხოვრება რომ ქონოდათ არ იქნებოდა ასე. სიტის სკაუტს უნდა ვუმადლოდეთ გიგზის ნიჭის აღმოჩენას და იუნაიტედის სტიუარდს მის ჩვენთან გადმოყვანას.
0
№3
ავტორი: AkkRed
22 დეკემბერი 2014 12:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ნორვიჩთან თამაშზე ”როის”-ო ანუ როი კინი იგულისხმა? no

დუბაიში კაცი დამანახეთ ვისაც არ უსწორდება ყოფნა wink


გარის კითხვაზე უპასუხა მაგრად wink
0
№4
ავტორი: red devil
22 დეკემბერი 2014 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Didi fexburteli da mjera ro didi mwvqtnelic iqneba
0
№5
ავტორი: GeorgeBest
22 დეკემბერი 2014 15:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სიმართლე გითხრათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" გარეშე გატარებული ცხოვრება არც მახსოვს, ამიტომ ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ. სერ ალექსისგან ბევრი რამ ვისწავლე და ნაკრებში უამრავი მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ მითამაშია. ახლა კი ლუისგან ვსწავლობ.


კაცი რომელმაც ფერგისთან ერთად დაწერა ისტორია, ყველაფერს მოესწრო ტიპი და რამდენი თაობა გამოიცვალა. მაგრად მინდა რო ისეთივე წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ჰქოდნეს როგორიც მოთამაშის ჰქონდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top