"ასტონ ვილა" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ტომ ქლევერლის გამოსყიდვას შეეცდება. მოგეხსენებათ ტომი "ვილა პარკზე" ამ ზაფხულს გადაბარგდა და უკვე დაიმკვიდრა ადგილი პოლ ლამბერტის გუნდში, სადაც მოედნის ცენტრში მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია, რომელსაც თავს კარგად ართმევს.
ამავდროულად, ტომის არსებულ ხელშეკრულებას "იუნაიტედთან" ვადა სეზონის ბოლოს გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ტომს უფლება აქვს აწარმოოს მოლაპარაკება ნებისმიერ მისით დაინტერესებულ კლუბთან.
"Daily Mirror"ის თქმით, "ასტონ ვილას" მიზანია ტომის სახლში დატოვება და ამისთვის ბირმინგემული კლუბი მზად არის 7.5 მილიონის გადასახდელად ზამთრის სატრანფერო პერიოდში.
"ასტონ ვილას" შემადგენლობაში ტომმა 14 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირის მასშტაბით, თუმცა ინგლისელს გოლი არ გაუტანია და არც პარტნიორს დახმარებია.