თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2014, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1932,
კომენტარები: 10
კერიკი: "ახლა ფალკაოს დააკვირდით"
მაიკლ კერიკი რადამელ ფალკაოს შესახებ.
კერიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი იმედოვნებს, რომ გულშემატკივარს ჯერ რადამელ ფალკაოს თამაშის მაქსიმუმი არ უნახავს.

"იუნაიტედის" რიგებში გადასვლის შემდეგ რადამელმა მხოლოდ მეოთხედ მიიღო სასტარტო შემადგენლობაში ადგილი და "ვილა პარკზე" მან თავის გუნდს ქულა მოაპოვებინა.

"მას კარიერის განმავლობაში უამრავი გოლი გაუტანია და როცა მას შანსი ეძლევა, შენ გრძნობ, რომ ის აუცილებლად გაიტანს. მან დღეს შესანიშნავი თავური გაიტანა და მის გამო მოხარული ვარ." - განაცხადა კერიკმა.

"გარკვეული პერიოდის უქმობის შემდეგ ის გუნდს დაუბრუნდა და მისი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია გამარჯვებების სერია დავაბრუნოთ."

"მოვლენები კარგად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ "ვილა პარკზე" მეტის იმედი გვქონდა, ჩვენ არ წავაგეთ და იმედი მაქვს შობის პერიოდში ეს გაგრძელდება, უფრო გავძლიერდებით და იანვარს წარმატებით შევხვდებით."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
21 დეკემბერი 2014 15:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმედია ფორმაში შევა და დაცვაში თუ არა თავდასხმაში დიდი კონკურეცია იქნება
0
№2
ავტორი: Wardell
21 დეკემბერი 2014 15:20
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
დუმბო შენ გეუბნება დააკვირდიო :D :D :D
0
№3
ავტორი: Mufc7
21 დეკემბერი 2014 15:48
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სჭირდებოდა ეს გოლი და როგორ გამახარა გუშინ♥ კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს იმედია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
21 დეკემბერი 2014 16:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თავით შეაგდო როგორც იქნა wink იმედია დააყენებს ლუი ძირითადში და ისევ 10 წუთი არ გამოიყვანს მოედანზე
0
№5
ავტორი: love united
21 დეკემბერი 2014 20:49
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ნეტა ათამაშდეს, ძირითადში ადგილი გარანტირებული ექნება. იმდენად კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს რომ ძაან მინდა წარმატებულად წაუვიდეს საქმეები ჩვენთან.
0
№6
ავტორი: Goginashvili777
21 დეკემბერი 2014 20:52
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მაიკლმა ძაან მოუმატა ინტერვიუეებს what რა იყო ჩემო ძმაო ფერგი გიშლიდა ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: RojoDiablo
22 დეკემბერი 2014 08:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
ვილასთან მართლა არაუშავდა. ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ კარგი იყო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: DiMaria
22 დეკემბერი 2014 08:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შე საზიზღარო. რა კაი გოლი შეაგდე. lol
0
№9
ავტორი: chudikone
22 დეკემბერი 2014 11:04
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძალიან მინდოდა ამის გოლი და გულიც მიგრძნობდა რომ გაიტანდა. მამაჩემს ვუთხარი ფალკაო იტანსთქო დღეს და შენ რა იციო, როცა გიატანა კიდე იმხელაზე ვიყვირე კინაღამ ლეპტოპი გაუვარდა ხელიდან wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: LizarD
23 დეკემბერი 2014 19:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დღევანდელი დღით რომ განვსაზღვროთ პერსიზე კარგი ფორვარდია ჩემი აზრით, ფიზიკურად უფრო ძლიერია და ტექნიკით დიდად არ ჩამოუვარდება. ეგეთი ფორვარდით ბევრი გოლის გატანა შეიძლება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top