"მანჩესტერ იუნაიტედი"_ს მარჯვენა მცველმა რაფაელმა ამ სეზონში, უკვე 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა ყველა ტურნირზე და ის ამ მაჩვენებლით კლუბში საუკეთესოა. ამის, მიზეზი ის თამაში დონეა რასაც 22 წლის ბრაზილიელი აჩვენებს.
"მე ყოველ სეზონს იმ იმედით ვიწყებ, რომ კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო და ბევრი ვითამაშო, მაგრამ მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა ეს წელი ჩემთვის. ეს მართლაც საოცარია და დიახ, მე ცოტათი გაოცებული ვარ, რომ უკვე ამდენი მატჩი ჩავატარე. მაგრამ მე აღარ ვარ ახალგაზრდა და მე ვგრძნობ, რომ უკვე ჩამოვყალიბდი, როგორც პიროვნებად და მსურს ყველა თამაში მივიღო მონაწილეობა". - განაცხადა რაფაელმა.
"იუნაიტედის" ორიანის დებიუტი გუნდში 2008 წელს შედგა და მიუხედავად მისი ასაკისა (22) მან უკვე 100_ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა "წითლების" მაისურით.