გარეტ ბეილი მზადაა "იუნაიტედის" ვარიანტი განიხილოს.
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, გარეტ ბეილი ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლისადმი ინტერესს იჩენს.
Daily Express - ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" სათავეში მყოფ გლეიზერების ოჯახს სურს "გალაქტიკოსის" პოლიტიკას მიჰყვეს და მსოფლიო დონის ვარკსვლავები შეიძინოს, რაც გუნდის პრესტიჟისა და ღირებულების ზრდას შეუწყობს ხელს.
ამ სტრატეგიით გლეიზერები ცდილობენ კლუბის საერთოდ ღირებულება სამ მილიარდამდე გაზარდონ, რაც მათ მნიშვნელოვან მოგებას შესძენს იმ შემთხვევაში, თუ ოდესმე კლუბის გაყიდვას ისურვებენ.
"წითლების" კიდევ ერთი ვარსკვლავი შესაძლოა ბეილი გახდეს, რომელმაც ორი წლის წინ დატოვა "ტოტენჰემი" და 86 მლნ. ფუნტის სანაცლოდ გადავიდა მადრიდულ კლუბში.
25 წლის უელსელს მადრიდში თამაში წარმატებით გამოსდის, მაგრამ ინგლისში დაბრუნებისა და ოჯახთან ახლოს ყოფნის ალტერნატივა გაცილებით მიმზიდველია მისთვის. გამოცემის თანახმად, ბეილს უკვე აცნობეს, რომ მისით "იუნაიტედი" ინტერესდება.
ნათელია, რომ ასეთი მასშტაბის ტრანსფერი იანვარში არ განხორციელდება, მაგრამ "იუნაიტედი" ბეილის შეძენას მხოლოდ ზაფხულში შეეცდება, რაც უელსელს დაფიქრებისთვის მეტ დროს აძლევს. მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედი" ბეილისთვის 80 მლნ. ფუნტი გადაიხდის.
წყარო:
fapl.ru