თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2014, 23:19
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1977,
კომენტარები: 7
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალი დღევანდელი მატჩის შემდეგ
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი, რას იტყვით დღევანდელი "იუნაიტედის" თამაშზე?

გაკვირვებული ვარ და ვფიქრობ, მოთამაშეებიც ასე არიან, რადგან ჩვენ მეტოქეზე გაცილებით კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მატჩი ვერ მოვიგეთ. პირველ ტაიმში გუნდს აგრესიულობა აკლდა, ხოლო მეორე ტაიმში ამ კომპონენტში მოვუმატეთ. არ შემიძლია არ შევაქო "ასტონ ვილა", გუნდი კარგად იყო ორგანიზებული. ასეთ მატჩებში ყოველთვის რთულია გატანა. როდესაც ასეთ მატჩში გოლს გაუშვებ, ხვდები, რომ ძალიან გაგიჭირდება შემდეგ თამაში. ყველაფერი გავაკეთეთ მეორე ტაიმში, რომ მატჩი ჩვენს სასრგებლოდ დასრულებულიყო, მივმართავდით პრესინგს, აგრესიულებიც ვიყავით და გოლიც გავიტანეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გოლი გავიტანეთ, მაგრამ საკმარისად ეფექტურები არ ვიყავით შეტევაში. ნაწყენი ვარ, რადგან შეგვეძლო მეშვიდე გამარჯვება მოგვეპოვებინა ზედიზედ, სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

გაგიჭირდათ თუ არა თამაში აგბონლაჰორის გაძევების შემდეგ?

დიახ. "ასტონ ვილა" სივრცეებს კარგად კეტავდა და უფრო მჭიდროდ თამაშობდა. მოწინააღმდეგე საკუთარ საჯარიმოს მიეჯაჭვა, ჩვენ კი ჩაწოდებებს მოვუხშირეთ მათ საჯარიმოში, ასეთ დროს კი ბენტეკე შეუდარებელია. ის ძალიან ძლიერია. მას ვერ გავუმკლავდით. "ასტონ ვილა" 10 კაცითაც დიდ საფრთხეს გვიქმნიდა.

დღეს ფალკაომ კარგი მატჩი ჩაატარა

ძალიან მიხარია მის გამო. რადამელს აუცილებლად უნდა გაეტანა. ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც თავდამსხმელებს გოლები გააქვთ.

თუ ტრავმირებულთა რაოდენობას გავითვალისწინებთ, შეიძლება 7 ქულით ლიდერთან ჩამორჩენა წარმატებულად ჩავთვალოთ?

ბოლომდე მაინც ვერ დაგეთანხმებით. ტრავმები - ფეხბურთის ნაწილია. ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ასეც შეიძლება ჩავთვალოთ.

თქვენი აზრით, სამართლიანი იყო აგბონლაჰორის გაძევება?

მომენტი კარგად ვერ დავაფიქსირე, ამიტომ გაძევების მიზეზი არ ვიცი. რაც შეეხება ბლეკეტის ფეხებში ვარდნას, მე ვფიქრობ, იქ წესების დარღვევა არ ყოფილა. არ ვიცი, რატომ გააძევეს აგბონლაჰორი, ამიტომ არ შემიძლია გითხრათ რამე ამ მომენტზე.



წყარო:http://carrick.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
20 დეკემბერი 2014 23:23
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
სვარკა
0
№2
ავტორი: AkkRed
21 დეკემბერი 2014 09:21
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა თავის გამართლებებია პირველი ტაიმისთვის არ მიყურებია, მაგრამ ამ 19 ტურის განმავლობაში ყველაზე საზიზღარი მეორე ტაიმი იყო
0
№3
ავტორი: RojoDiablo
21 დეკემბერი 2014 11:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ყველაზე საზიზღარი ამ სეზონში თუ ვინემსთან ჩავატარეთ, ეს იყო სოტონი. არც პირველი ვარგოდა რამედ და არც მეორე. საერთოდ არაფერი ვარგოდა. გუშინ მაგასთან შედარებით კიდევ რაღაცას შვრებოდნენ

AkkRed,
და შენ ნუ დაასრულე პირველი წრე ასე ადრე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
21 დეკემბერი 2014 12:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ვიცი რასაც ვამბობ lol მომდევნო 2 ტურში ვიხილავთ სერ ალექსის დროინდელ მანჩესტერ იუნაიტედს love
0
№5
ავტორი: GeorgeBest
21 დეკემბერი 2014 16:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართლა სვარკა იყო, პირველი ტაიმი მითუმეტეს. იმედია ფლეტჩერს აღარ დააყენებს არასდროს
0
№6
ავტორი: Berba 9
21 დეკემბერი 2014 18:56
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ლადო,

ჩემი ძველი ლოგო :))))

ლუიმ რა ქნას მეტი, ეხლა უკვე ჯერი ბიჭეებზეა, უნდა მოუმატონ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№7
ავტორი: DiMaria
22 დეკემბერი 2014 08:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
თამაშის ხარისხს რამე უშველე რა ლუი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top