თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2014, 23:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1980,
კომენტარები: 10
ვან გაალი: "ასეთი შედეგი ტიტულის ფასად დაგვიჯდება"
ლუი ვან გაალი "ასტონ ვილასთან" მატჩის შესახებ
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "ასტონ ვილასთან" დაკარგული ორი ქულა შესაძლოა გუნდს ტიტულის ფასად დაუჯდეს.

ვან გაალმა ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ თამაშში "მანჩესტერ სიტის" უფრო მეტად უნდა დაემსგავსონ, თუ სურთ, რომ პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში მოექცნენ.

"იუნაიტედს" "ასტონ ვილა" გაბრიელ აგბონლაჰორის გაძევების შემდეგ 10 კაცით ეთამაშებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლუი ვან გაალის შეგირდებმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს.

"ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ. ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით და სამწუხაროა, როცა უკეთესი ხარ და ვერ იმარჯვებ."

"თუ გსურს, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში იმყოფებოდე, ასეთ მატჩებში უნდა იმარჯვებდე."

"მანჩესტერ სიტის" თამაშის პირველი ტაიმი ვნახე "კრისტალ პალასთან" მატჩში. საწყისი 10 წუთის განმავლობაში "პალასს" შეეძლო დაწინაურებულიყო. "სიტი" პირველ ტაიმში ცუდად თამაშობდა, მაგრამ საბოლოოდ 3-0 იმარჯვა."

"სხვაობაც ეს არის."

"შენ იცი, რომ ასეთი მატჩები უნდა მოიგო და ჩვენ ვერ გავაკეთეთ ეს. მაგრამ ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი. "ჩელსი" "სტოკ სიტის" სტუმრობს და ეს ადვილი მატჩი არ იქნება."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
20 დეკემბერი 2014 23:29
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ტიტულის ფასად ცოტა ხმამაღალი ნატქვამია...მე ტიტულზე ლაპარაკს თებერვლის შუარიცხვებიდან დავიწყებ...ჯერ ძალიან ადრეა
0
№2
ავტორი: gilmour
21 დეკემბერი 2014 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
არ გაგეკეთებინა სულელური ცვლილება და არ აგერია თამაშის ტაქტიკა ბოლო წუთებში და მოვიგებდით. მეორე ტაიმის დასაწყისში ყველაფერი ზუსტად გააკეთა და ბოლოსკენ ისეთი რაღაცეები ჩაიდინა ამ დონის მწვრთნელისგან მართლა გასაკვირია. დიმარია რომელიც ძალიან აქტიურად შემოვიდა იქით გადაიყვანა და საერთოდ გამოთიშა თამაშს. იანგი რომელიც მარცხნიდან მაგრად ერთვებოდა მარჯვნივ გადმოიყვანა და ესეც უნაყოფო გახადა.
0
№3
ავტორი: AkkRed
21 დეკემბერი 2014 09:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვან გაალმა ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ თამაშში "მანჩესტერ სიტის" უფრო მეტად უნდა დაემსგავსონ, თუ სურთ, რომ პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში მოექცნენ.


areyoukiddingme
0
№4
ავტორი: Best 7
21 დეკემბერი 2014 09:45
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ra siti eg nagavebi sheni!
0
№5
ავტორი: RojoDiablo
21 დეკემბერი 2014 11:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Best 7,
AkkRed,
სიტი გახდითო არავის უთქვამს. მაგრამ შეხედეთ როგორ თამაშობენ ისინი და ისე უნდა მოიგოთ თქვენცო. რა დღეში აგდებდა პალასი თავიდან რომ გეყურებინათ მიხვდებოდით რაც იგულისხმება აქ. კლასის ხარჯზე გადაუარეს როცა საჭირო გახდა. ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ ზუსტად და უაზროდ აგორებენ ბურთს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
21 დეკემბერი 2014 12:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მერე ეგ არ მიგაჩნია, რომ ტაქტიკის ბრალია?
0
№7
ავტორი: RojoDiablo
21 დეკემბერი 2014 14:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ცალსახად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: GeorgeBest
21 დეკემბერი 2014 16:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტიტული შორსაა მარა ესეტ თამაშებში ქულების დაკარგვაა რ შეიძლება. ჯერ ყველაფერი წინაა და ეს თამაში ზედიზედ 6 მოგების მერე არაფერს წყვეტს, უბრალოდ უნდა მოგვეგო
0
№9
ავტორი: DiMaria
22 დეკემბერი 2014 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩემპიონთა ლიგად ნუ დაგიჯდებათ და მაგას არაუშავს
0
№10
ავტორი: PaLoMo
22 დეკემბერი 2014 10:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
AkkRed,
Sitis tamamashshi is igulisxma,shedarebit advil gundebtan unda gaimarjvotoo.da ara sitys mibadzet ushualod tamashito

:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top