თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2014, 22:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1637,
კომენტარები: 8
უეინ რუნი მატჩის შემდეგ
უეინ რუნიმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
უეინ რუნი მატჩის შემდეგ
"ასტონ ვილასთან" ნათამაშები 1-1 მატჩის შემდეგ უეინ რუნი იმედგაცრუებული დარჩა და მიაჩნია, რომ მის გუნდს სამი ქულა უნდა აეღო.

"იმედგაცრუებულები ვართ. ვფიქრობ, მათზე უკეთესები ვიყავით და მათი გოლი მატჩის მსვლელობას არ შეესაბამებოდა. მეორე ტაიმში გამოვედით და ვიცოდით, რომ გოლის გატანა მალევე უნდა გვეცადა და ეს მოვახერხეთ კიდეც."

"როცა ისინი 10 ფეხბურთელით დარჩნენ, უკან უფრო მეტად დაიხიეს და გოლის გატანა გაგვიჭირდა, რადგან ჩვენი უკანასკნელი პასი ან ჩაწოდება მიზანს არ აღწევდა. დღეს შესაძლებლობები ხელიდან გავუშვით."

"მათ იცოდნენ, რომ ფეხბურთელის გაძევების შემდეგ კაცნაკლული უნდა დაეცვათ თავი და ხანდახან ეს ყველაფერს ართულებს. სამწუხარო იყო, მათი გოლი ჯარიმიდან გავიდა კუთხურებიდანაც ქმნიდნენ ხიფათს. ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავყრდნობოდით და შესვენების შემდეგ გოლი გაგვეტანა, მაგრამ მეორეს გატანა ვეღარ მოვახერხეთ."

"მათზე ზეწოლას ვახდენდით და ბურთსაც ვფლობდით, მაგრამ გარღვევა ვეღარ მოვახერხეთ. ახლა სწორედ ამის შედეგს ვიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ არ დავმარცხდით, მაგრამ გვჯეროდა, რომ გამარჯვებისთვის საკმარისი გავაკეთეთ. სამი ქულა უნდა აგვეღო, ამიტომ იმედგაცრუებულნი და დამწუხრებულნი ვართ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 დეკემბერი 2014 22:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კარგი, გვეყოფა. რაც არის არის. ვერ მოვიგეთ, მაგრამ ამის გამო ყურების ჩამოყრა არ ღირს. არაფერი დასრულებულა და დაკარგულა. ჯერ ყველაფერი წინაა და თუ აწი ითამაშებთ კარგად, აღარ მოგიწევს თქმა უნდა მოგვეგოო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
20 დეკემბერი 2014 23:24
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეგ არაფერი, ძნელია როცა დაცვაში ჩაგიჯდება გუნდი...რატომღაც დღეს ვერ ვგრძნობდი, რომ მოგება უნდოდათ
0
№3
ავტორი: AkkRed
21 დეკემბერი 2014 09:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მთავარია ასე უღიმღამოდ აღარ ითამაშონ და ყველაფერი წინაა
0
№4
ავტორი: Best 7
21 დეკემბერი 2014 09:43
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Winaa yvelaferi!
0
№5
ავტორი: GeorgeBest
21 დეკემბერი 2014 16:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რითი ვიყავით უკეთესები ბურთი რო გვეჭირა? გაიტანეს და თავის საქმეს აკეთებდნენ. მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ და შევუტიეთ კიდეც მარა 10 კაციან ასტონ ვილასთან უკეთესად უნდა გვეთამაშა
0
№6
ავტორი: DiMaria
22 დეკემბერი 2014 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ეს მაგარი ვიცით. უნდა მოგვეგოო. რა ქვია უნდა მოგეგო. მოგეგო და მოიგებდი
0
№7
ავტორი: dachi_mu
22 დეკემბერი 2014 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
vilsonis dedas vtene me.amayi da nabichvari kacia es van gaali.vebeki gayida da tamashis mosagebad vilsoni shemoyavs. fui.taktika gadaawyo da airia gundi.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
22 დეკემბერი 2014 16:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
dachi_mu,
აბა, რაა! ახლა გინებები უნდა გავაწვიმოთ ლუის მიმართულებით. თავზე უნდა დავასხათ ლაფა. იმსახურებს ეგ კაცი ამას areyoukiddingme

6 თამაში რომ მოიგო ზედიზედ კარგი იყო მაშინ არა? გენიოსი იყო არა? უელბეკი შემოვიდოდა და გადაგვარჩენდა არა? სუპერმენია და ჩვენი ზანგი გმირი. არ შეშვენის იუნაიტედის ფანს მწვრთნელის მიმართ ასეთი სიტყვების თქმა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top