ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, მარკოს როხო ტრავმის გამო "ასტონ ვილასთან" მატჩს გამოტოვებს.
არგენტინელმა "ლივერპულთან" მატჩის წინ გამართულ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და "ვილა პარკზე" გასამართი შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. რაფაელს კი "ჩელსისთან" მატჩში მიღებული ტრავმა უკვე მოუშუშდა და შესაძლებელია "ასტონ ვილასთან" მატჩში ვიხილოთ.
"რაფაელი ჯანმრთელადაა. ის მოედანზე გამოსასვლელად წინა კვირასაც იყო მზად, მაგრამ სხვა არჩევანი გავაკეთე."
"როცა ერთ პოზიციაზე მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი მყავს, რომლებიც ჯანმრთელები არიან, მაშინ მათ შორის არჩევანი უნდა გავაკეთო. რაფაელი? შემიძლია ის განაცხადში შევიყვანო. როხო? არა. ჩვენ ხუთი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს. მარუან ფელაინი დაავადდა, ამიტომ ისინი ვერ ითამაშებენ. როხოს ტერფის ტრავმა აქვს". - განაცხადა ვან გაალმა.