თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2014, 19:47
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1979,
კომენტარები: 9
პოლ სქოულზის გრაფა
პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
პოლ სქოულზის გრაფა
"მანჩესტერ იუნაიტედში" არსებობს ძველი, საშობაო ტრადიცია: გუნდის ახალწვეულებმა უნდა დადგან პანტომიმის შოუ, გუნდისთვის. მეც მომიწია თანაგუნდელების წინაშე წარდგომა, ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ფიფქიას 7 ჯუჯათაგან ერთ-ერთი განვასახიერე.

მახსოვს, ჩემს მსგავსად ჯუჯები იყვნენ: გარი ნევილი, ნიკი ბატი და დევიდ ბექჰემი. სამწუხაროდ არ მახსოვს ვინ შეასრულა "გაბრუებულის" როლი. ყოველწლიური წარმოდგენის სათავეში ყოფილი ფიზიოთერაპევტი, ჯიმ მაკგრეგორი, იდგა. ის თითოეულ დეტალზე ამახვილდებდა ყურადღებას - დაწყებული სცენარით, დამთავრებული შესრულებით. ჯიმი გვავალდებულებდა რეპეტიციებზე სიარულს.

ამ ყველაფრის მიზანი იყო თავი უფრო მხიარულად წარმოგეჩინა თანაგუნდელების თვალში. ასევე გვეხმარებოდა მოგვეხსნა კომპლექსი და გავშინაურებულიყავით გუნდის ასაკით უფროს წევრებთან. ეს ტრადიცია შენარჩუნებული იყო ჩემი კარიერის დასრულებამდე და ყოველთვის მახალისებდა იმის ხილვა თუ რა რეაქციები ჰქონდათ ვარსკვლავებს იმის დანახვაზე, როცა ახალგაზრდა მოთამაშეები მათ რაღაცით გამხიარულებას ცდილობენ.

გუნდში იყნვენ მოთამაშეები, რომლებსაც სხვებთან შედარებით მეტს ეხუმრებოდნენ. ლეგიონერები ასეთ რამეს არასდროს და არსად შეხვედრიან, თუმცა ხუმრობებს ძალიან კარგად იღებდნენ.

მე მიყვარს ფეხბურთი, საშობაო და საახალწლო პერიოდში. როდესაც პატარა ვიყავი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ოლდჰემის" თამაშებს ვუყურებდი, ხოლო როდესაც გავიზარდე თავად ვთამაშობდი ამ პერიოდში. სტადიონზე განსხვავებული ატმოსფეროა. ყველა ბედნიერია და მხიარულად განწყობილი. სამწვრთნელო შტაბის ყველაზე ბრაზიანი და დაღვრემილი წევრებიც კი მხიარულები იყვნენ წელიწადის ამ დროს. დღის განრიგიც არასდროს იცვლებოდა სერ ალექსის დროს.

ის ყოველთვის გვაძლევდა ნებას შობის დღე ოჯახთან ერთად გაგვეტარებინა, მაშინაც კი,როდესაც boxing day-ზე გასამართი შეხვედრა გასვლითი იყო. ჩემთვის, სამი შვილის მამისთვის, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ძალიან მსიამოვნებს დღესასწაულებზე ოჯახთან ერთად ყოფნა და სიმართლე გითხრათ არასდროს მწყინდა ერთი ჭიქა ღვინის დალევის შესაძლებლობა რომ არ მქონდა.

სერ ალექსი გვენდობოდა მენიუს არჩევაში, boxing day-ს წინ. საშუალო ზომის ულუფა, არანაირი ტკბილეული და რა თქმა უნდა არც ერთი გრამი ალკოჰოლი. შობას ვარჯიში საღამოს 5 საათზე გვქონდა, განათების ქვეშ. რამდენიმე დღის განმავლობაში სავარჯიშო კომპლექსში იყო "იუნაიტედის" საშობაო ლანჩი - ესეც კლუბის ერთ-ერთი ტრადიცია გახლავთ.

არ მკითხოთ საიდან წამოვიდა ეს ტრადიციები, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ეს ყოველთვის არსებობდა. სერ ალექსი ასხავდა წვნიანს, რენე მალესტინი და მაიკ ფელანი კი მაგიდებს შორის დარბოდნენ და სასმელს არიგებდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში კარინგტონზე მყოფ თითოეულ წევრს შეეძლო ეთხოვა ნებისმიერი რამ. კიდევ გსურთ ჩაი? დაუძახეთ რენეს. მოგეწონათ წვნიანი? სერ ალექსი თქვენს განკარგულებაშია.

ვფიქრობ, ამ საშობაო ტრადიციებმა აქცია "იუნაიტედი" იმად რაც არის დღეს-დღეობითაც. ეს ერთი მხრივ მადლობის მსგავსიც იყო მთავარი მწვრთნელისგან და სამწვრთნელო შტაბისგან. მთელი წლის განმავლობაში ისინი ჩვენგან ითხოვდნენ მაქსიმუმს და ლანჩზე ამ ყველაფრისთვის მადლობას გვიხდიდნენ.

საშობაო პერიოდი ყოველთვის ბევრს ნიშნავდა "იუნაიტედისთვის": ხშირად სწორედ ამ დროს ვერთვებოდით საჩემპიონო რბოლაში. დეკემბრის ბოლოს გუნდი ფორმას კრეფს და იწყებს იმაზე ფიქრს, თუ როგორ მივიდეს ფინიშზე პირველი. იანვრის დასაწყისში ინგლისის თასის მესამე რაუნდია, სწორედ ამის შემდეგ ველი გუნდებისგან მაქსიმუმს.

როგორც გულშემატკივართა უმრავლესობა, მეც მოუთმენლად ველი ფეხბურთს დღესასწაულებზე. იმედი მაქვს, მექნება საშუალება და უახლოეს კვირებში დავესწრები: "მანჩესტერ იუნაიტედის", "სელფორდ სიტის" და "ოლდჰემ ატლეტიკის" შეხვედრებს.


წყარო: carrick.ru
სქოულზის გრაფა
9 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
19 დეკემბერი 2014 20:32
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ბედნიერებაა ამ ადამიანის სიტყვების მოსმენა love ნუ ამ შემთხვევაში წაკითხვა wink მადლობა ლაშა.
დეკემბრის ბოლოს გუნდი ფორმას კრეფს და იწებს იმაზე ფიქრს, თუ როგორ მივიდეს ფინიშზე პირველი. იანვრის დასაწყისში ინგლისის თასის მესამე რაუნდია, სწორედ ამის შემდეგ ველი გუნდებისგან მაქსიმუმს.

მეც აგრეთვე,პოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: Wardell
19 დეკემბერი 2014 20:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Mufc7,
არაფრის გაიზარდე დიდი გოგო :D :D :D
0
№3
ავტორი: Mufc7
19 დეკემბერი 2014 20:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Wardell,
მადლობააა biggrin2 biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
19 დეკემბერი 2014 20:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ფიფქიას 7 ჯუჯათგან ერთ-ერთი განვასახიერე


wink wink
0
№5
ავტორი: RedTeen
19 დეკემბერი 2014 21:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მახსოვს, როდესაც ფიფქიას 7 ჯუჯათგან ერთ-ერთი განვასახიერე.

wink ფიფქია ვინ იყო ნეტა?? :დ
0
№6
ავტორი: RojoDiablo
19 დეკემბერი 2014 23:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კიდევ გსურთ ჩაი? დაუძახეთ რენეს. მოგეწონათ წვნიანი? სერ ალექსი თქვენს განკარგულებაშია.


ვერ გავიგე, აქ ბოსი ფერგი იყო თუ თქვენ. რა მიმტანად აქციეთ ამ ხნის კაცი.

შობის შემდეგ ბევრი რამ მოგვიხდენია და ბევრი რამ გადაგვიწყვეტია. ვინ იცის რა იქნება წელს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Gvantsaa
19 დეკემბერი 2014 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
შესისლხორცებული აქვს იუნაიტედი ♥ სასიამოვნოა ამ ყველაფრის წაკითხვა love
0
№8
ავტორი: AkkRed
20 დეკემბერი 2014 02:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმედია აე შეიცვლება არაფერი ♥♥
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 დეკემბერი 2014 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დღესაც რომ აღადგინონ საშობაო ტრადიცია დარწმუნბეული ვარ 7 ჯუჯაში ერერა და მატა აუცილებლად იქნებიან wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top