19-12-2014, 18:48
ნანახია: 2532,
კომენტარები: 11
ლუიშ ნანი უხვად დააჯილდოვეს
ლუიშ ნანიმ ბოლო პერიოდში რამოდენიმე პრიზის მოგება შეძლო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა, პორტუგალიელმა ლუიშ ნანიმ, რომელიც ამჟამად "სპორტინგში" თამაშობს 1 კვირის განმავლობაში რამდენიმე პრიზის მიღება შეძლო.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესოდ დასახელდა.
კერძოდ კი ნანიმ მესამე ადგილი დაიკავა. მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ლეო მესიმ და ედენ ჰაზარდმა მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ნანიმ ჩემპიონთა ლიგაზე 5 მატჩი ითამაშა, სადაც 4_ჯერ თვითონ გაიტანა ხოლო 2_ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
ნანიმ პრიზი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციისგანაც მიიღო. ის პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა ოქტომბერი/ნოემბერი თვეების მიხედვით.
გუშინ კი ნანიმ კიდევ ერთი ჯილდო მოიგო. ის იმყოფებოდა ცერემონიაზე სადაც გადაეცა კიდეც მორიგი პრიზი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.