"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ ანხელ დი მარიას თამაში შეუძლია.
არგენტინელი ფეხბურთელი "ჰალთან" გამართული შეხვედრის შემდეგ თამაშს ვერ ახერხებს, მაგრამ ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ის მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება.
"ანხელი ამ კვირაში ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა. ფეხბურთლის თამაში ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მივუდგები მას, რადგან ის ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ბოლომდე მწყობრში ვერ იქნება. რაც მანამდე ვან პერსისა და ფალკაოს შესახებ მითქვამს, იმავეს ვამბობ დი მარიას შესახებ - არც ისაა განსხვავებული."
"ეს არის პროცედურა და ის ამ პროცედურას უნდა მიჰყვეს. შესაძლოა ის სათადარიგოზე დავსვა, შესაძლოა არც დავსვა. გადაწყვეტილება უნდა მივიღო, რადგან ჩვენ კიდევ ერთი სესია გვაქვს გასავლელი".
ვან გაალმა დაადასტურა, რომ მარუან ფელაინი "ვილა პარკზე" ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშებს, თუმცა ის მოხარულია გუნდში ბელგიელის ყოფნით.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულთან" მატჩში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.
"კარგით, შედეგი კარგია, მაგრამ გუნდის თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. არ ვფიქრობ, რომ "ლივერპულთან" გამარჯვება დიდი სიურპრიზია, არც ფეხბურთელები ფიქრობენ ასე. "ჰალ სიტისთან" მატჩი კარგი თამაში იყო, ჩვენ 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით და მინდა ბევრი ასეთი მატჩი ვნახო. ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტაა ისეთი თამაში, რომელშიც 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებთ. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ."
"როცა ზედიზედ 6 მატჩს იგებ თვდაჯერებულობა იზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ ვესწრაფვით თამაშის ხარისხის სრულყოფას, რომელიც აქამდე ნაჩვენებისგან განსხვავებით შესანიშნავთან მიახლოებულია."
"რა თქმა უნდა შედეგი გაცილებით მნიშვნელოვანია. სერ ალექს ფერგიუსონს ვესაუბრე და მითხრა: "პრობლემა არ არის, შენ მოიგე!", მაგრამ ჩემთვის თამაშის ხარისხიც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა კარგად თამაშობ, უფრო მეტ მატჩს იგებ და მე ქომაგისთვის სწორედ ამის ჩვენება მინდა. მოთამაშეებსაც ამის ჩვენება სურთ. მოგების გარანტია გაცილებით მეტია, როცა კარგად თამაშობ."