ლუი ვან გაალს სურს დაცვის ხაზის გასაძლიერებლად მატს ჰუმელსი შეიძინოს, რომლისთვისაც "არსენალი" და "მანჩესტერ სიტიც" იბრძვიან. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 47 მლნ. ფუნტია.
მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჰუმელსის შესასყიდი თანხა კონკურენციის შედეგად გაიზრდება, "იუნაიტედი" მზადაა ალტერნატიულ ვარიანტად "ვალენსიას" ფეხბურთელი, ოტამენდი განიხილოს, რომელიც იანვარში ხელმისაწვდომი იქნება.
ოტამენდით "იუნაიტედი" ჯერ კიდევ გასული თვიდან ინტერესდება და როგორც მოსალოდნელია "ვალენსია" მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რადგან "მარსელის" ცენტრალური მცველის, დორიას შეძენა სურს.
იმ შემთხვევაში, თუ "ღამურები" დორიას შეიძენენ, კლუბს დატოვებს ოტამენდი, რომლის ფასი 40 მლნ. ფუნტი გახლავთ.