თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2014, 15:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1548,
კომენტარები: 5
ჩიჩარიტო იანვარში არ დაბრუნდება
ჩიჩარიტო ზამთარში მადრიდს არ დატოვებს.
ჩიჩარიტო იანვარში არ დაბრუნდება
ხავიერ ერნანდესის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტი იანვარში კლუბს არ გამოიცვლის.

მექსიკელი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულების რიგებში იჯარის წესით თამაშობს, მაგრამ სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო ლა ლიგაში.

ამის შედეგად გავრცელდა ხმები, თითქოს ხავიერი კლუბს ზამთარშივე დატოვებდა, მაგრამ მისმა აგენტმა, ფერნანდო ერნანდესმა ჭორები უარყო.

"ხანდახან მედია სპეკულაციებს ავრცელებს და სიტუაციას აჭარბებს, მაგრამ ის იანვარში კლუბს არ დატოვებს."

"მას მეტი სათამაშო დრო სჭირდება, მაგრამ ესმის, რომ ბევრი შრომის შედეგად ამას მიაღწევს. მისი მომავალი მის ხელთაა."

"რეალს" უამრავი დიდებული ფეხბურთელი ჰყავს და აქ თავის დამკვიდრება რთულია, მაგრამ მას თავდაუზოგავი შრომა სჩვევია და ეს მისი დამახასიათებელი ნიშანი პირველივე დღიდან გახლდათ."

"თუ "რეალი" მის შეძენას არ გადაწყვეტს, ამას მხოლოდ სეზონის ბოლოს გვაცნობებს."

"ნებისმიერ შემთხვევაში, "მანჩესტერ იუნაიტედთან" განვიხილავთ ჩიჩარიტოსთან დაკავშირებულ მომავალს."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 დეკემბერი 2014 15:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აბა ის ხალხი სად ხართ, ვისაც სჯეროდა, რომ ჩვენი მუხუდო ბენზემას ამოაგდებდა ძირითადიდან?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
19 დეკემბერი 2014 15:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
საერთოდ არც მინდა დაბრუნდეს ჯობია წავიდეს სადმე კარგ ადგილას სადაც ექნება დრო
0
№3
ავტორი: DiMaria
19 დეკემბერი 2014 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არაუშAვს. უელბეკი გადავიტანე და ამასაც გადავიტან როგორმე
0
№4
ავტორი: GeorgeBest
19 დეკემბერი 2014 17:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საერთოდ არ უნდა დაბრუნდეს. ამის ადგილი რო აღარაა გუნდში ჩვენზე კარგად იცის
0
№5
ავტორი: RedGirl
19 დეკემბერი 2014 18:12
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ მაგრად მიყვარს ჩიჩა მაგრამ ადრეც ვამბობდი რომ ცოდოა რა ზამენების ხეხვისათვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top