თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2014, 15:15
ავტორი: GGMUNIKA,
ნანახია: 2135,
კომენტარები: 9
რადამელ ფალკაოს ინტერვიუ
რადამელ ფალკაომ Inside United-ს ინტერვიუ მისცა.
რადამელ ფალკაოს ინტერვიუ
"მანჩესტერ იუნაიტედის" კოლუმბიელმა ფორვარდმა რადამელ ფალკაომ Inside United-ს ინტერვიუ მისცა. მან მის ამღამინდელ მდგომარეობაზე და მიზნებზე ისაუბრა.

"იუნაიტედის" ფანებს სურთ რომ გაიგონ ყველაფერი თქვენს შესახებ, როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს ?

მე არ მიყვარს უკან დახევა. ფეხბურთი არის საუკეთესო რამ ჩემს ცხოვრებაში.

მოგვიყევით თქვენი ადრეული ბავშობის შესახებ.

ფეხბურთის თამაში ხუთი წლიდან დავიწყე. ჩემი პირველი გუნდი "ვენესუელა" იყო. ერთ დროს მამაჩემიც ამ გუნდში თამაშობდა. ამის შემდეგ მან ბეისბოლის თამაში ისწავლა. ცოტა ხანში მამამ გადაწყვიტა რომ კოლუმბიაში გადავსახლებულიყავით რადგან ეს უფრო კარგი იქნებოდა ჩვენი ოჯახისთვის. რა თქმა უნდა მე ფეხბურთის თამაში არ შემიწყვეტია.

მამათქვენი რადამელ გარსია ასევე იყო ფეხბურთელი მაგრამ მცველი. მან გიბიძგათ რომ გამხდარიყავით ფეხბურთელი ?

დიახ, ის იყო ძლიერი მცველი. მე ვუყურებდი მის თამაშებს და ვხდებოდი რომ მეც მის გზას უნდა დავდგომოდი. ის დამეხმარა რომ ბევრი რამ მესწავლა ფეხბურთში.

1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე იყო მოთამაშე რომელსაც ფალკაო ერქვა. რა დგას ამ ისტორიის უკან ?

ჩემ მშობლებს ძალიან მოსწონდათ მისი ფეხბურთის სტილი. ამიტომ გადაწყვიტეს მისი სახელი დაერქმიათ ჩემთვის. იმის მიუხედავათ რომ დედაჩემი ამის წინააღმდეგი იყო.

მართალია რომ თქვენი წინაპრები იორკშირიდან იყვნენ ?

დიახ, დედაჩემის ბაბუა დაიბადა ინგლისის ქალაქ იორკშირში მაგრამ, მას ჰქონდა კომპანია კოლუმბიაში.

ხალხი არ მიგიჩნევს თქვენ როგორც ინგლისური სტილის ცენტ ფროვარდს....

მე ყოველთვის ვამბობ რომ პრემიერ ლიგა ჩემი სათამაშო სტილია და ყოველთვის მიზიდავდა ეს ჩემპიონატი. მე ბავშვობიდან მინდოდა აქ თამაში.

უყურებდით ხოლმე ინგლისურ ფეხბურთს? მოგწონდათ რომელიმე ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში"?

მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი რუუდ ვან ნისტელროით. ის იყო ჩემი კერპი, მაგრამ გულგრილი არ ვიყავი რაიან გიგზის და პოლ სქოულზის მიმართ. მე ძალიან მომწონდა მათი სათამაშო სტილი. ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ ძლიან მომწონდა დევიდ ბექჰემი. ერიკ კანტონა - ძალიან საინტერესო და საოცარი მოთამაშე.

წყარო: Manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 დეკემბერი 2014 15:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე ყოველთვის ვამბობ რომ პრემიერ ლიგა ჩემი სათამაშო სტილია და ყოველთვის მიზიდავდა ეს ჩემპიონატი.


რომ არა მძიმე ტრავმა, დარწმუნებული ვარ ბევრს მიაღწევდი აქ, მაგრამ ჯერ არაფრის თქმა არ შეიძლება დანამდვილებით. შანსი უნდა მოგეცეს და მაშინ გააჩუმებ ყველას, ვინც გაკრიტიკებს და შენი არ სჯერა. მათ შორის მეც (იმედია)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
19 დეკემბერი 2014 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
RojoDiablo,
ვისი ტო, ფალკაოსი არ გჯერა? რატომ ვითომ?
0
№3
ავტორი: AkkRed
19 დეკემბერი 2014 16:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე იყო მოთამაშე რომელსაც ფალკაო ერქვა. რა დგას ამ ისტორიის უკან ?

ჩემ მშობლებს ძალიან მოსწონდათ მისი ფეხბურთის სტილი. ამიტომ გადაწყვიტეს მისი სახელი დაერქმიათ ჩემთვის. იმის მიუხედავათ რომ დედაჩემი ამის წინააღმდეგი იყო.


ფალკაო სახელი თუ იყო არ მეგონა wink
0
№4
ავტორი: GGMUNIKA
19 დეკემბერი 2014 16:30
  • სიახლეები: 22
  • კომენტარები: 13
ციტატა: AkkRed
ფალკაო სახელი თუ იყო არ მეგონა

არც მე არ მეგონა რეამდენჯერმე გადავამოწმე :D რადამელი ყოფილა გვარი :D
0
№5
ავტორი: AkkRed
19 დეკემბერი 2014 16:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
GGMUNIKA,
გადავქექე გადმოვქექე მეტქი სტატის ვინ თარგმნის მაგას აქვს შეცდომა და თურმე არა მართლა სახელი ყოფილა lol
0
№6
ავტორი: GGMUNIKA
19 დეკემბერი 2014 16:46
  • სიახლეები: 22
  • კომენტარები: 13
ციტატა: AkkRed
GGMUNIKA,
გადავქექე გადმოვქექე მეტქი სტატის ვინ თარგმნის მაგას აქვს შეცდომა და თურმე არა მართლა სახელი ყოფილა

amdeni xani tyulshi gvicxovria :D :D :D
0
№7
ავტორი: GeorgeBest
19 დეკემბერი 2014 17:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი რუუდ ვან ნისტელროით. ის იყო ჩემი კერპი


ჩემიც love wink
0
№8
ავტორი: RedGirl
19 დეკემბერი 2014 18:11
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი რუუდ ვან ნისტელროით. ის იყო ჩემი კერპი, მაგრამ გულგრილი არ ვიყავი რაიან გიგზის და პოლ სქოულზის მიმართ. მე ძალიან მომწონდა მათი სათამაშო სტილი. ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ ძლიან მომწონდა დევიდ ბექჰემი. ერიკ კანტონა - ძალიან საინტერესო და საოცარი მოთამაშე.


გემოვნება აქვს რა გინდა ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: VaRdo
19 დეკემბერი 2014 20:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კაცს არ ათამაშებენ და როგორ გაამართლებს? აცადეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top