თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2014, 15:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1553,
კომენტარები: 5
სოლსკიაერი: "ვან გაალი კლუბისთვის საჭირო ადამიანია"
ნორვეგიელი ვან გაალს შესაფერის კანდიდატად მიიჩნევს
სოლსკიაერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი თვლის, რომ ვან გაალს აქვს ის პიროვნული სიძლიერე, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდება.

ლუი ვან გაალმა დევიდ მოიესი ჩაანაცვლა და მისი გუნდი ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება, რაც სხვა წარმატებასთან ერთად ზედიზედ ექვსჯერ მოპოვებული გამარჯვების შედეგია.

სოლსკიაერი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 11 წლის განმავლობაში 6 ტიტული მოიგო, თვლის, რომ ვან გაალი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზედგამოჭრილი პიროვნებაა.

"ის არის სუფთა ჰაერი, რომელიც ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს სჭირდებოდათ."

"თქვენც ნახეთ, რომ ის ტიტულის მოგებაზე საუბრობს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის "იუნაიტედის" მენტალიტეტი."

"არ უნდა ვლაპარაკობდეთ სამეულში ან ოთხეულში ყოფნაზე. ჩვენ ტიტულის მოგებაზე უნდა ვსაუბრობდეთ."

"ძალიან დიდი ხანი მაქვს "იუნაიტედში" გატარებული იმისთვის, რომ ვთქვა "იუნაიტედს" ტიტულის მოგება არ შეუძლია."

"ყველაფერი აპრილში ან მარტში წყდება."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
19 დეკემბერი 2014 15:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
"არ უნდა ვლაპარაკობდეთ სამეულში ან ოთხეულში ყოფნაზე. ჩვენ ტიტულის მოგებაზე უნდა ვსაუბრობდეთ."


მიყვარს ეს კაცი სადაც არ უნდა წავიდეს მაინც ეშმაკია love love

პ.ს. მე გავამახვილე "ჩვენ" სიტყვას, რომ იძახის
0
№2
ავტორი: RojoDiablo
19 დეკემბერი 2014 15:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"ძალიან დიდი ხანი მაქვს "იუნაიტედში" გატარებული იმისთვის, რომ ვთქვა "იუნაიტედს" ტიტულის მოგება არ შეუძლია."


ეს ხელს არ უნდა გვიშლიდეს იმაში, რომ სიტუაციას ობიექტურად შევხედოთ. არ შეგვიძლია, ეს სისულელეა, მაგრამ რთული იქნება - ეს ფაქტია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: DiMaria
19 დეკემბერი 2014 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შენ ლუი წელს რამე მოიგე და ლიგაზე დაგვაბრუნე და მე პირადად მადლიერი ვიქნები
0
№4
ავტორი: GeorgeBest
19 დეკემბერი 2014 17:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემპიონობა კარგია მარა ურთულესი იქნება და ძალიან მცირე შანსია. ამ ზამთარს მცველი თუ დავიმატეთ იქნებ დალაგდეს სიტუაცია და მერე ვნახოთ
0
№5
ავტორი: RedGirl
19 დეკემბერი 2014 18:08
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"ძალიან დიდი ხანი მაქვს "იუნაიტედში" გატარებული იმისთვის, რომ ვთქვა "იუნაიტედს" ტიტულის მოგება არ შეუძლია."


წეღანაც ვთქვი, რომ ძალიან რთულია. მაგრამ რა იცი :)) ისე ტიტულს რაც შეეხება თუ პრემიერ ლიგა არა ინგლისის თასი გაასწორებდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top